მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კაპელოს “ბარსას” თამაშის ყურება სიამოვნებს

კაპელოს “ბარსას” თამაშის ყურება სიამოვნებს

fifa.com-თან ინტერვიუს დროს ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ “ბარსას” შესახებ ისაუბრა. 65 წლის იტალიელი სპეციალისტის თქმით, მას დიდ სიამოვნებას ჰგვრის, გვარდიოლას გუნდის თამაშის ყურება: “ ამ მომენტში, საუკეთესო ფეხბურთი, რომელსაც შეიძლება ტელევიზორში უყურო ან სტადიონზე ნახო, არის “ბარსელონას” თამაში. ძალიან რთულია მათი სტილი სხვამაც გამოიყენოს, რადგანაც ამისათვის საჭიროა ის ფეხბურთელები გყავდეს, რომლებიც “ბარსაში” თამაშობენ. მათ საკუთარ აკადემიაში აღზრდილი 7 ფეხბურთელი ჰყავთ და ისინი ბავშვობიდანვე ასეთი სტილით თამაშობენ.”

კითხვაზე შეაჩერებს თუ არა ვინმე “ბარსელონას”, კაპელომ უპასუხა: “ მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია, რადგან ჩვენ შეგვიძლია მოწინააღმდეგის თამაშის შესწავლა. თუ გინდა, რომ “ბარსა” შესაჩერო, კარგად უნდა შეისწავლო მათი სისუსტეები,” განაცხადა კაპელომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში