workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრენკი დე იონგი: ის როლი, რომელსაც ნაკრებში მაძლევენ, ბევრად უკეთ შემეფერება

ფრენკი დე იონგი: ის როლი, რომელსაც ნაკრებში მაძლევენ, ბევრად უკეთ შემეფერება

“ბარსელონას” ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი, ნიდერლანდებსა და ბელგიას შორის გამართული მატჩის (4-1) შემდეგ, კომენტარს აკეთებს. 

ნაკრებში, “ბარსასთან” შედარებით, რადიკალურად განსხვავებულ სტილში ვთამაშობ. ის როლი, რომელსაც ლუი ვან გაალი მაძლევს, ბევრად უკეთ შემეფერება.

მომწონს, როცა პირველი ფეხბურთელი ვარ, რომელიც მცველებისგან ბურთს იღებს.

– ციტირებს დე იონგის სიტყვებს NOS.

25 წლის ფეხბურთელზე, “ნარინჯისფერთა” მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალიც საუბრობს:

ფრენკი ნაკრებში ყოველთვის კარგად ასპარეზობს. აქ, ვცდილობთ, მისი ძლიერი მხარეები გამოვიყენოთ და სწორად ვათამაშოთ.

ერთა ლიგის A დივიზიონის პირველი ტურის შეხვედრაში ნიდერლანდების ნაკრებმა ბრიუსელში ბელგია 4-1 გაანადგურა, ფრენკი დე იონგმა კი ასისტი მიითვალა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (20)

  • nikusha
    schedule 06 ივნ 2022, 00:10
    #20

    ვალვერდეს დროს სულ სხვა დონეზე იყავი მერე გაფუჭდი კიკე სეტიენის დროს, ვერც კუმანთან გაიხსენი და ვერც ჩავისთან ბოლომდე

  • Gaucho24
    schedule 04 ივნ 2022, 17:58
    #19

    ციტატა: tato777
    Gaucho24,
    და შენ როგორ ფიქრობ მწვრთნელები მარტო თამაშების დროს აკვირდებოან ფეხბურთელებს და ვარჯიშებზე თვალებიდან ვერ იყურებიან??? ხომ ხედავ არც ვალვერდემ (რამოდენიმეჯერ მაგანაც დააყენა საყრდენზე), მეცხვარეს არ ვთვლი, არც კუმანმა, რომლისთვის ფრენკი არის ლიუბიმჩიკი როგორც ფეხბურთელი ისე ადამიანი არ დააყენა საყრდენზე (ეხლა არ დაიწყოთ ბუსკეტსთან კონფლიქტს მოერიდაო, კუმანი მესისთან კონფლიქტს არ მორიდებია თავის ჯიუტი ხასიათის გამო) და ბოლოს ხავიმაც უარი თქვა??? და ეს ყველაფერი მოდის თამაშებიდან ნაჩვენები შედეგით?? და ესენი ვერ ხედავენ რომ ფრენკის შეუძლია მაგ პოზიციაზე თამაში და თქვენ ხედავთ?! ))) არა ჩემო ძმაო ეს ყველაფერი იწყება ვარჯიშებიდან და ეტყობა ვარჯიშებზეც ვერ ამართლებს და შ…..ი თუ გინდა.
    მეორე ამ 3 წლის განმავლობაში რამდენი თამაში ჩაატარა უმაღლეს დონეზე??? ძაან გაგიჭირდება გახსენება და ამავე დროს არ დაგავიწდეს 75 მილიონს + ბონუსებია გადახდილი. თავის პოზიციაზე არ დაყენების მიზეზით გამართლება იგივეა რაც ტორესის გამართლება რომ დავიწყოთ, რადგან მარცხენა კრაი არაა ტორესის პოზიცია და იგივე გარსიასთვის მარცხენა ცენტრალური მცველობაც არაა შესაბამისი პოზიცია. ვიყოთ და ვიძახოთ ეხლა ტორესი და გარსია დააყენონ თავის პოზიციაზე და მერე განვსაჯოთ. არის მეორე ფაქტორიც, შორს რომ არ წავიდე 18 მილიონად ნაყიდი რაკიტიჩის პოზიციას ხომ ვერ გამახსენებ სანამ ბარსაში გადმოვიდოდა?! საყრდენი იყო და ბარსაში თითქმის ყველა პოზიციაზე დააყენეს და თითქმის ყველგან გამოადგა გუნდს და ჯერ რასაც ვხედავთ ფრენკიმ რაკეტას ნახევარი დონეც კი ვერ დადო ბარსაში. ძაან ბევრს გაგახსენებ რომლებიც წინა გუნდებში სხვა პოზიციაზე თამაშობდნენ და ბარსაში სხვა პოზიციებზე არ ჩაუსვრიათ. იგივე მასკერანო იდეალური საყრდენი და გვარდიმ ცენტრალურ მცველად ათამაშა სადაც არც თავი შეირცხვინა და ფრენკი ახლოსაც ვერ მივა ჯერ-ჯერობით. ხავი თავიდან საყრდენი იყო, ბუსკეტსი გვარდის ხშირად ცენტრალურ მცველადაც გამოადგა., ინიესტას მარცხენა ვინგერად იყენებდა ხშირად, ვან ბომელზე ედმილსონზე და დეკუზე საერთოდ აღარ დავწერ არაფერს.
    მოკლედ ფრენკი ედეალურია 2 საყრდენიან ტაქტიკაში, 1 საყრდენიანში ვერ გაქაჩავს და გამოჩნდება ყოველთვის ერთი საშუალო დონის ფეხბურთელად. და მაგას ვამბობ ფრენკის თუ უნდა დააკისრონ ბუსის მოვალეობებო ჯობია დღეს გაყიდო 85 მილიონად, რადგან 1 წელში 30 მილიონადაც ვერ გავყიდით, ხოლო თუ ხავი გადავა 3-4-3 ტაქტიკაზე მაშინ ფრენკის დონის და საჭირო ფეხბურთელს ვერ მოიყვანენ ამიტომ ამ შემთხვევაში დაჟე ბერნანდუ სილვაში გაცვლასაც არ დავთანხმდებოდი.


    ვარჯიშებზე როგორ ხდება? მე თავად ვიყავი ფეხბურთელი და მე საყრდენად ვიდექი , ცენტრალ მცველადაც მითამაშია და ფლეიმეიქერადაც , მაგრამ საყრდენ ზონაში ვგრძნობდი თავს ყველაზე კომფორტულად , და დამიჯერე ძალიან დიდი განსხვავებაა რაკიტიჩსა და ფრენკის შორის , რაკიტიჩი ნომინალური ცენტრალური ნახევარმცველი იყო , მისი მოვალეობა და ფრენკის მოვალეობა სულ სხვადასხვაა , სხვადასხვა ტიპის ნახევარმცველები არიან , ფრენკის არ შეუძლია ეს 6 იანი 8 იანი და რა ვუყოთ? რაკეტა იდგა ბუსკეცის წინ და ფლეიმეიქერის უკან , ( ისე რაკეტას დონეს ბევრი წერს და მე პირადად ეგეთ სიმაღლეზე ვერ ვაყენებ) და ეგ იყო მისი პოზიცია , მარჯვენა ფლანგი და ცენტრი ებარა , ფრენკი არ არის ეგეთი ტიპის ფეხბურთელი , რაც შეეხება ვარჯიშებს , როგორ ფიქრობ ვარჯიშებზე საყრდენად აყენებდნენ? ან ვარჯიშების ჩვენ რა ვიცით მარა ეჭვი მეპარება , 5 ჯერ დაყენება არ არის სწორი , თავისუფლება ნდობა და თავდაჯერება ჭირდება ყველა ფეხბურთელს , უნდა იგრძნოს რომ ენდობიან და არა ის რომ ახლა მჭირდები და მერე ნახ..ი , მასკერანოს გამოუვიდა მცველად თამაში და ამას თავისი მიზეზები აქვს , მაგრამ ცესკს , კოუტინიოს , გრიზმანს და ძალიან ბევრს არ გამოუვიდათ სხვა პოზიციასთან ადაპტაცია , და ეს ფეხბურთელის ბრალი არ არის , კლუბის ბრალია , იმიტომ რომ ლევანდოვსკი ფლანგზე რომ დააყენო და იწუწუნო გოლები ვერ გააქვსო და ცუდიაო , გუნდის ბრალი უნდ იყოს და არა ლევანდოვსკის , ამიტომაც ყველაფრის ფრენკიზე გადაბრალება არ შეიძლება იმის გამო რომ ბუსკეცი დგას და უნდა იდგეს რადგან ასეა საჭირო , დაბერდა ბუსკეცი და რომ წავა თუ არ გვეყოლება საყრდენი ვინ ვათამაშოთ 3 წელი რომ სხვადასხვა პოზიციაზე იდგა ის ფრენკი უცებ დავაყენოთ , თუ ალბა ან 39 წლის ალვეში? აქამდე უნდა გადამჯდარიყო ბუსკეცი ნელ-ნელა სკამზე , საყრდენ ზონას სისწრაფე დღესდღეობით ყველაზე მეტად ჭირდება და ეს ბარსას ძალიან ბევრ თამაშს დაეტყო

  • R.Gaucho
    schedule 04 ივნ 2022, 17:28
    #18

    ციტატა: shu1987
    ფრენკი არის უნიჭიერესი და ძაან საიმედო უმაღლესი დონის, ნუ დამიწყებთ ახლა ბარსაში დააყენეს და ესა და ისა, მეც ვუყურებ თამაშებს👌 დააყენეს არა კანფეტი კიდე ბევრჯერ მითქვია და კიდე ვამბობ სანამ ბუსკეცია გუნდში სკამზეც რომ იჯდეს იმხელა გავლენა აქვს ეს თავისუფლად ვერ იმოქმედებს, ფრენკის ჭირდება სრული თავისუფლება საყრდენ ზონაში ენერგიულია არც სისწრაფეს უჩივის ტექნიკურიცაა დამჭერია ბურთის და პასიც იდეალური აქვს. ვისაც ფეხბურთი უყვარს ვინც ერკვევა ამის დაკნინება როგორ შეიძლება. ბუსკეცი ლეგენდაა მაგრამ მისი უსუსურობის გამო რომ ბევრი წააგო და დაკარგა გუნდმა მაგას რატო არავინ ახსენებს ბოლო წლებში ??? საყრდენ ზონაში პრახადნოი იყო ყველასთან ვინც სისწრაფეზე გააკეთა აქცენტი და აინტრახტთანაც გამოჩნდა ფრენკი გამოვიდა და გოლი შექმნა ბურთი დაიჭირა მანამდე ჩასვრილებსავით დარბოდნენ. მე ჩემ აზრს ვაფიქსირებ ვისაც განსხვავებული აქვს მისი საქმეა ბუსკეცი უნდა წავიდეს აუცილებლად აწი მაგაზე იმედების დამყარება არის სისულელე და ასწავლისო ისაო ესაო ვერავინ ვერავის ვერაფერს ასწავლის მწვრთნელის გარდა. ფრენკიმ კიდე უნდა იგრძნოს სრული ნდობა და სრული თავისუფლება.


    ბაზარი არაა. დაჟე რეალთანაც მაგრად ითამაშა ფრენკიმ ძმაო მე ვისიამოვნე ამის თამაშით

  • nika 54
    schedule 04 ივნ 2022, 16:20
    #17

    კარგია ნაკრებში მაინც რო თამაშობს კარგად, ეგება აქაც როგორმე მოიქოქოს.

  • Bakero
    schedule 04 ივნ 2022, 14:03
    #16

    ციტატა: basa7
    ნუ ფილოსოფოსობთ ახლა თუ ღმერთი გწამთ რა. დაბერდი ხალხი ფეხბურთის ყურებაში და დავიჯერო განსხვავებას ვერ ნახულობთ? ბუსკეტსი აწეულ საყრდენს თამაშობს, მილიონჯერ მაქვს დაწერილი აქ ეგ, ფრენკი კიდევ ქვემოდან და როცა ბუსკეტსის პოზიციაზე დააყენეს ვერ ითამაშა ეს აწეული საყრდენი. დროთა განმავლობაში შეიძლებოდა დაეხვეწა რო დაეყენებინათ მაგრამ აწი რამდენად შეძლებს არავინ იცის, ასაკში შედის უკვე. ანუ რა მიხვედრა უნდა როცა ფერნკი დგას საყრდენზე მცველების ცოტა ზემოთ არის რეალურად ნახევარმცველებს და საყრდენს შორის შეიძლება დიდი სივრცე გაეპაროთ. ბუსკეტს უკნიდან სულ უმაგრებდნენ ზურგს, ხან პუიოლი და განსაკუთრებით მასკერანო იმიტომ რომ თვითონ საყრდენი იყო. ახლა მეტ ნაკლებად ორივე მცველი. იმ კუნდეს ყიდვა ტყუილად კი არ უნდა ხავის. დააზღვევს ყველანაირად ზემოთ აწეულ საყრდენს და მიტო. მიტომაა ბუსკეტსი უნიკალური საყდენი, მიტომ არ არის და არც ყოფილა მისი მსგავსი არავინ.


    YuoTube-ზე ნახონ ძველი ბარსას თამაშები სადაც მასკერანო და ბუსი არიან ერთად და მიხვდებიან მაგაზე კარგად არსად ჩანს ….. ყველაზე რთული გუნდში ქიმია და სისტემის ცალკეულ ფეხბურთელზე მორგებაა რაც მაშინ გვარდიოლამ იდეალურად შეასრულა (მაინც არ უფასებენ) გადაყვებიან ამ ბუსკეტსს და ამ დროს მაგის შემცვლელი ბუნებაში არ მოიპოვება joy joy

  • basa7
    schedule 04 ივნ 2022, 13:46
    #15

    ციტატა: Bakero

    ციტატა: EL MAESTRO 6
    ეს და კესი 3-4-3 სქემაში ერთმანეთს იდეალურად შეავსებენ,შეცდომა იქნებდა ამისი გაშვება, დაგინებული ხოარაა რომ 4-3-3 უნდა ვითამაშოთ? ფლანგის მცველები მაინც არ გვივარგა,
    ——————შტეგენი
    —არაუხო-კრისტენსენი-კულიბალი
    –გავი—–ფრენკი—–კესი—–პედრი
    ??????—-ლევანდოვკი—ფატი

    მარჯვნინ რაფინია და ტორესი იქნებიან ალბათ
    ამ სქემაში ფრენკიც იდეალური იქნება, კესიც ძალიან მაგარი იქნება და აღარ დაგვჭირდება ბუსკეცის შემცვლელის საძიებლად კიდევ საუკუნეები, ბუსკეცი ერთია და მაგისი შეცვლა წარმოუდგენლად მეჩვენება, ამიტომაც ასეთ სქემაში წესით კარგად ვითამაშებთ


    3 : 4 : 3 -ის თამაშს თუ აპირებს ჩავი მაშინ კესის მოყვანა მესმის მაგრამ ფრენკის რატომ უშვებენ მაშინ ? smile გაუგებარია! ეგ სქემა მხოლოდ ერთადერთ ვარიანტში მუშაობს როცა მსოფლიო კლასის ლატერალები გყავს გუნდში განაპირას ორივე ფლანგზე ! რომლებიც ყველაფერს უნდა ასწრებდნენ როგორც დაცვაში ისე წინ და ჩვენ ვინ გვყავს ეგეთები ? ალვეში თუ ალბა ?! ას ასი წლის confused confused


    ასი პროცენტით, ვერც გადავეწყობით საჭიროების დროს ამ ლატერალებით დაჟე

  • Bakero
    schedule 04 ივნ 2022, 13:42
    #14

    ციტატა: EL MAESTRO 6
    ეს და კესი 3-4-3 სქემაში ერთმანეთს იდეალურად შეავსებენ,შეცდომა იქნებდა ამისი გაშვება, დაგინებული ხოარაა რომ 4-3-3 უნდა ვითამაშოთ? ფლანგის მცველები მაინც არ გვივარგა,
    ——————შტეგენი
    —არაუხო-კრისტენსენი-კულიბალი
    –გავი—–ფრენკი—–კესი—–პედრი
    ??????—-ლევანდოვკი—ფატი

    მარჯვნინ რაფინია და ტორესი იქნებიან ალბათ
    ამ სქემაში ფრენკიც იდეალური იქნება, კესიც ძალიან მაგარი იქნება და აღარ დაგვჭირდება ბუსკეცის შემცვლელის საძიებლად კიდევ საუკუნეები, ბუსკეცი ერთია და მაგისი შეცვლა წარმოუდგენლად მეჩვენება, ამიტომაც ასეთ სქემაში წესით კარგად ვითამაშებთ


    3 : 4 : 3 -ის თამაშს თუ აპირებს ჩავი მაშინ კესის მოყვანა მესმის მაგრამ ფრენკის რატომ უშვებენ მაშინ ? smile გაუგებარია! ეგ სქემა მხოლოდ ერთადერთ ვარიანტში მუშაობს როცა მსოფლიო კლასის ლატერალები გყავს გუნდში განაპირას ორივე ფლანგზე ! რომლებიც ყველაფერს უნდა ასწრებდნენ როგორც დაცვაში ისე წინ და ჩვენ ვინ გვყავს ეგეთები ? ალვეში თუ ალბა ?! ას ასი წლის confused confused

  • basa7
    schedule 04 ივნ 2022, 13:37
    #13

    ნუ ფილოსოფოსობთ ახლა თუ ღმერთი გწამთ რა. დაბერდი ხალხი ფეხბურთის ყურებაში და დავიჯერო განსხვავებას ვერ ნახულობთ? ბუსკეტსი აწეულ საყრდენს თამაშობს, მილიონჯერ მაქვს დაწერილი აქ ეგ, ფრენკი კიდევ ქვემოდან და როცა ბუსკეტსის პოზიციაზე დააყენეს ვერ ითამაშა ეს აწეული საყრდენი. დროთა განმავლობაში შეიძლებოდა დაეხვეწა რო დაეყენებინათ მაგრამ აწი რამდენად შეძლებს არავინ იცის, ასაკში შედის უკვე. ანუ რა მიხვედრა უნდა როცა ფერნკი დგას საყრდენზე მცველების ცოტა ზემოთ არის რეალურად ნახევარმცველებს და საყრდენს შორის შეიძლება დიდი სივრცე გაეპაროთ. ბუსკეტს უკნიდან სულ უმაგრებდნენ ზურგს, ხან პუიოლი და განსაკუთრებით მასკერანო იმიტომ რომ თვითონ საყრდენი იყო. ახლა მეტ ნაკლებად ორივე მცველი. იმ კუნდეს ყიდვა ტყუილად კი არ უნდა ხავის. დააზღვევს ყველანაირად ზემოთ აწეულ საყრდენს და მიტო. მიტომაა ბუსკეტსი უნიკალური საყდენი, მიტომ არ არის და არც ყოფილა მისი მსგავსი არავინ.

  • Clever liar
    schedule 04 ივნ 2022, 13:02
    #12

    1 ის რომ ნიდერლანდებისთვის მხოლოდ ნიდერლანდელი მწვრთნელი არსებობს და ეს აქსიომაა, მაგრამ ბარსელონასთვის არც გაალი ყოფილა და მითუმეტეს კუმანი, ესეც ფაქტია..
    მერე მეორე ნიდერლანდების ნაკრების თამშით არც მწვრთნელი რომ არუნდა შეაფასო და არც ფეხბურთელი ეგეც ხო ცხადზე ცხადია. 88 წლის მერე ყველა ჯგუფში ფრინავენ და ყველა ფლეიოფში ერთნაირად იჯვამენ ეგენი, ყველა რანგის გათამაშებაში..
    ამიტომ დეიონგ იდი <<ცენზურის დარღვევა>> რა..

  • Gigi
    schedule 04 ივნ 2022, 12:36
    #11

    ჰეითერებმა სუნი აუშვეს და ახლა დაელოდებიან ფრენკის ჩაგდებულ თამაშს რომელშიც ის იდგება სადმე ცენტრფორვარდის პოზიციაზე და ყველა შეცდომას ამას შეტენიან მაგალითად გოლის დროს რატომ არ დააზღვია ცენტრალური მცველი ცენტრფორვარდის პოზიციიდან 75 მილიონად ნაყიდმა ფრენკი დე იონგმა რომელიც ამპლუით საყრდენია მერე რა რომ ცენტრ ფორვარდად თამაშობს საყრდენის მოვალეობა ხომ უნდა შეასრულოს საყრდენმა მარტივი ლოგიკა 😂😂

  • EL MAESTRO 6
    schedule 04 ივნ 2022, 12:14
    #10

    ეს და კესი 3-4-3 სქემაში ერთმანეთს იდეალურად შეავსებენ,შეცდომა იქნებდა ამისი გაშვება, დაგინებული ხოარაა რომ 4-3-3 უნდა ვითამაშოთ? ფლანგის მცველები მაინც არ გვივარგა,
    ——————შტეგენი
    —არაუხო-კრისტენსენი-კულიბალი
    –გავი—–ფრენკი—–კესი—–პედრი
    ??????—-ლევანდოვკი—ფატი

    მარჯვნინ რაფინია და ტორესი იქნებიან ალბათ
    ამ სქემაში ფრენკიც იდეალური იქნება, კესიც ძალიან მაგარი იქნება და აღარ დაგვჭირდება ბუსკეცის შემცვლელის საძიებლად კიდევ საუკუნეები, ბუსკეცი ერთია და მაგისი შეცვლა წარმოუდგენლად მეჩვენება, ამიტომაც ასეთ სქემაში წესით კარგად ვითამაშებთ

  • La Pulga10
    schedule 04 ივნ 2022, 11:18
    #9

    კიდე კაი ეს სლე მარტინესი არ მოიყვანეს,მეორე კუმანი.

  • Gaucho24
    schedule 04 ივნ 2022, 10:54
    #8

    ციტატა: tato777
    მერე იმას რატომ არ უყურებთ რა ტაქტიკით თამაშობს ჰოლანდიის ნაკრები (3-5-2)?! ამ ტაქტიკით ბარსა არასოდეს ითამაშებს, რადგან 2 საყრდენს ბარსა არ დააყენებს მოედანზე. ბაზარი არაა მაგ ტაქტიკაში ფრენკი ძაან მაგრად ჯდება, მაგრამ ბარსაში მისთვის მარტო საყრდენზე დატოვება არ შეიძლება, ვერ ალაგებს ეს კაცი ბარსას თამაშს და შ….ით თუ გინდათ. დაიწყებთ ეხლა არ აყენებენ და ა.შ. რამდენჯერაც დააყენეს სრული კატასტროფა იყო და არც იმის რესურსი ეტყობოდა, რომ ფრენკი ბარსას საყრდენზე მარტო გაქაჩავდა.


    და როდის დააყენეს? 2 ჯერ? 3 ჯერ? კაი 5 ჯერ იყოს , და როგორ დააყენეს? ბუსკეცი დაიმტვრა , დისკვალიფიკაცია ქონდა ან ისვენებდა და მიდი ფრენკი დადექი და 4 წელი რომ ხან ცენტრალური მცველი ხარ , ხან ცრუ ცხრიანი , ხან ვინგერი , ხან 6 და ხან 8 , ახლა საყრდენზე მოხსენი ვარსკვლავები , ეგრე არაა , ფეხბურთში პოზიციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ნახევარდაცვაში ხო საერთოდ , საყრდენი და 6 იანი სხვადასხვა ზონებში გადაადგილდებიან და სხვადასხვა დავალება აქვთ , ბუსკეცი რომ 6 იანზე დააყენო არამგონია იფრინოს , ყველაზე მეტად ბუსკეცი მევასება მაგრამ დროა უკვე გადაჯდეს სკამზე და პირიქით ფრენკი დაასვენოს ხოლმე , მიუხედავად იმისა რომ ფრენკი თავის პოზიციაზე არ დგას მაინც დღევანდელი ბარსელონას მდგომარეობით ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს , ლევანდოვსკი რომ ვინგერად დავაყენოთ დემბელეს ადგილას ნეტა მაინც ისეთი პროდუქტიული იქნება?

  • shu1987
    schedule 04 ივნ 2022, 10:45
    #7

    ფრენკი არის უნიჭიერესი და ძაან საიმედო უმაღლესი დონის, ნუ დამიწყებთ ახლა ბარსაში დააყენეს და ესა და ისა, მეც ვუყურებ თამაშებს👌 დააყენეს არა კანფეტი კიდე ბევრჯერ მითქვია და კიდე ვამბობ სანამ ბუსკეცია გუნდში სკამზეც რომ იჯდეს იმხელა გავლენა აქვს ეს თავისუფლად ვერ იმოქმედებს, ფრენკის ჭირდება სრული თავისუფლება საყრდენ ზონაში ენერგიულია არც სისწრაფეს უჩივის ტექნიკურიცაა დამჭერია ბურთის და პასიც იდეალური აქვს. ვისაც ფეხბურთი უყვარს ვინც ერკვევა ამის დაკნინება როგორ შეიძლება. ბუსკეცი ლეგენდაა მაგრამ მისი უსუსურობის გამო რომ ბევრი წააგო და დაკარგა გუნდმა მაგას რატო არავინ ახსენებს ბოლო წლებში ??? საყრდენ ზონაში პრახადნოი იყო ყველასთან ვინც სისწრაფეზე გააკეთა აქცენტი და აინტრახტთანაც გამოჩნდა ფრენკი გამოვიდა და გოლი შექმნა ბურთი დაიჭირა მანამდე ჩასვრილებსავით დარბოდნენ. მე ჩემ აზრს ვაფიქსირებ ვისაც განსხვავებული აქვს მისი საქმეა ბუსკეცი უნდა წავიდეს აუცილებლად აწი მაგაზე იმედების დამყარება არის სისულელე და ასწავლისო ისაო ესაო ვერავინ ვერავის ვერაფერს ასწავლის მწვრთნელის გარდა. ფრენკიმ კიდე უნდა იგრძნოს სრული ნდობა და სრული თავისუფლება.

  • .Gladiator.
    schedule 04 ივნ 2022, 10:25
    #6

    რაღა თქვას მეტი ამ კაცმა
    პირდაპირ ხო არ იტყვის ბუსკეცს გაასხმევინეთო 😃

    ციტატა: tato777
    მერე იმას რატომ არ უყურებთ რა ტაქტიკით თამაშობს ჰოლანდიის ნაკრები (3-5-2)?! ამ ტაქტიკით ბარსა არასოდეს ითამაშებს, რადგან 2 საყრდენს ბარსა არ დააყენებს მოედანზე. ბაზარი არაა მაგ ტაქტიკაში ფრენკი ძაან მაგრად ჯდება, მაგრამ ბარსაში მისთვის მარტო საყრდენზე დატოვება არ შეიძლება, ვერ ალაგებს ეს კაცი ბარსას თამაშს და შ….ით თუ გინდათ. დაიწყებთ ეხლა არ აყენებენ და ა.შ. რამდენჯერაც დააყენეს სრული კატასტროფა იყო და არც იმის რესურსი ეტყობოდა, რომ ფრენკი ბარსას საყრდენზე მარტო გაქაჩავდა.


    სად იყო კატასტროფა შემახსენე აბა
    როცა დააყენეს თითქმის ყოველთვის კარგად ითამაშა იმის გათვალისწინებით რო ძაან იშვიათად უწევს თავის პოზიციაზე თამაში

  • frenkie dejong21
    schedule 04 ივნ 2022, 09:56
    #5

    ვინც უყურა გუშინდელ თამაშს და საერთო ჰოლანდიის თამაშებს ვინც უყურებთ მიხვდებით რა მაღალი კლასის ფეხბურთელია დეიონგი და როგორ კარგად შეუძლია საყრდენად თამაში
    მაგრამ რათქმაუნდა ჩვენთან ვერ იყენებენ მის შესაძლებლობებს :((

  • M10 S9 D11
    schedule 04 ივნ 2022, 09:06
    #4

    აჰა ძმაო ამას საყრდენზე თუ არ ათამაშებენ ვერასოდეს აჩვენებს თავის ნამდვილ ძალას

  • R.Gaucho
    schedule 04 ივნ 2022, 03:59
    #3

    ესეც ფრენკი 🙂 ვინც უყურა კიდევ ერთხელ დაინახავდა რა დონეცაა და როგორ ვერ აფასებთ

  • Kaka
    schedule 04 ივნ 2022, 03:32
    #2

    ვერგამოვა და ვერიტყვის გინდა თუარა საყრდენზე დამაყენეთო მარა ქე თქვა კაცმა გასაგებად ბუსის გარეშეც უნდა შევეჩვიოთ ნელ-ნელა თამაშს……..

  • xavi-iniesta-messi
    schedule 04 ივნ 2022, 03:23
    #1

    იმედია დატოვებენ. ამაზე იდეალურ შემცვლელს ბუსკეთსის ვერ ვნახავთ დრეს-დრეობით. ყველაფრით შეეფერება ბარსას ფილოსოფიას.
    აბა კესი მოიყვანეს ალბათ იმიტომ რომ ეს გაუშვან რო რამე და მაგრად ტეხავს. იმ ოქროს აიაქსის თაობიდან მაინც ეს ბრწყინავს დანარჩენები ჩასვრილები დადიან.