workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
2 გოლი, 1 ასისტი – ბარსელონელების მონაგარი სანაკრებო მატჩებში

2 გოლი, 1 ასისტი – ბარსელონელების მონაგარი სანაკრებო მატჩებში

დღეს, ერთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში, სამმა “ბარსელონელმა” ითამაშა. 

ფრენკი დე იონგისა და მემფის დეპაის ნიდერლანდებმა ბელგიის ნაკრები 4-1 გაანადგურა. დე იონგმა და დეპაიმ მოედანზე 90 წუთი გაატარეს – ამ უკანასკნელმა დუბლი გაიფორმა, ფრენკიმ კი თავი ასისტით გამოიჩინა.

რაც შეეხება მარტინ ბრეითუეიტს – მან შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და თამაშში 84-ე წუთზე ჩაერთო. მისმა დანიამ საფრანგეთი სტუმრად, 2-1 დაამარცხა. 

ხვალ ჩასატარებელ მატჩებში “ბარსელონას” ფეხბურთელებს ვერ ვიხილავთ, 5 ივნისს კი სერხიო ბუსკეტსის, ჟორდი ალბას, ერიკ გარსიას, ფერან ტორესის, ანსუ ფატისა და გავის ესპანეთის ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 04 ივნ 2022, 16:28

    ციტატა: MSN G.O.A.T
    ეს დეპაი ეხლანდელი მესისავითაა რა,ნაკრებში ბრწყინავს და კლუბში კიდია


    იმიტომ რო კლუბში დაიკიდეს, და მესის მბაპეს მეპასეობა დაავალეს ენაგრძელმა ჟურნალისტებმა. ლეოცნ უკეთებს მბაპეს მგონი 8 საგოლე გაუკეთა და მბაპე ბურთს თუ კართან მიიღებს ვეღარავის ხედავს. ალბათ ამიტომაც უნდა დემბელე, გონია ალბათ ყველა საგოლეს მე მომცემსო.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 04 ივნ 2022, 13:04

    და აქ დეპაის აგდებს ხალხი, ვინ გყავთ უკეთესი, ფერანი? გადაუარა მთელ საფრანგეთს მემფისმა

  • .Gladiator.
    schedule 04 ივნ 2022, 01:59

    გენიოსებს რო კითხო დე იონგი საყრდენად ვერ ქაჩავსო

  • lesane C
    schedule 04 ივნ 2022, 01:22

    ციტატა: MSN G.O.A.T
    ეს დეპაი ეხლანდელი მესისავითაა რა,ნაკრებში ბრწყინავს და კლუბში კიდია


    არაფერი არ კიდია, როცა ფლანგზე დგას ცუდად არ თამაშობს.

  • GURCHO99
    schedule 04 ივნ 2022, 01:19

    კლუბშიც კარგად იბრწყინებდა უბრალოდ არაა ეს კაცი ცენტრ ფორვარდი მარცხენა ვინგერია რომელიც კარგად იწევს ცენტრისკენ

    ნუ აყენებთ ცენტრ ფორვარდად როგორც დეიონგს ნუ აყენებთ სხვა პოზიციაზე რა უბედურებაა

  • MSN G.O.A.T
    schedule 04 ივნ 2022, 01:01

    ეს დეპაი ეხლანდელი მესისავითაა რა,ნაკრებში ბრწყინავს და კლუბში კიდია