“ბარსელონას” ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნის, რაფინიას მამა საკუთარი შვილის მომავალზე საუბრობს.
გარკვეული ვარიანტები გვაქვს, მაგრამ ტრანსფერი სამ ფაქტორზეა დამოკიდებული: დაინტერესებულ კლუბზე, ამჟამინდელ გუნდსა და თავად ფეხბურთელზე.
რაფინია მშვიდადაა. ყველაფერი მან უნდა გადაწყვიტოს. ჩემმა შვილმა მხოლოდ ის იცის, რაც პრესაში იწერება, სხვა არაფერი.
– ციტირებს რაფინიას მამის სიტყვებს Sport.
როგორც ცნობილია, ბრაზილიელ შემტევსა და კატალონიურ გრანდს შორის კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია. ახლა კი “ბარსამ” მოლაპარაკებები “ლიდსთან” უნდა დაიწყოს.




მოკლედ ასეო ისეო,მაგრამ დანარჩენს ბიჭი გადაწყვეტსო. აბა ამის სიტყვებს რაღა აზრი აქვს.
იმედია ლაპორტა ამაში 55 მილიონს მართლა არ მიაფლანგავს