რობერტ ლევანდოვსკი ახლა უფრო დარწმუნებულია, რომ კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ამის მიზეზი სადიო მანეს “ლივერპულიდან” “ბაიერნში” პოტენციური ტრანსფერია – გავრცელებული ცნობებით, დღეს სენეგალელი შემტევი ინგლისური კლუბის მაისურით ბოლო მატჩს ჩაატარებს და გერმანელებთან შეთანხმების მიღწევას შეეცდება (Sport-ის მტკიცებით, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და მანე გერმანიაში 30 მილიონად გადაბარგდება).
კატალონიური პრესის თანახმად, როგორც კი მანე “ბაიერნში” გადავა, “ალიანც არენას” ბინადრები ლევანდოვსკის თაობაზე “ბარსასთან” მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
Sport იუწყება, რომ რობერტის შეძენაში “ბარსელონაც” დარწმუნებულია. კლუბში სჯერათ, რომ ლევანდოვსკის იმაზე ადრე შეიძენენ, ვიდრე ელოდნენ.
“ლურჯ-ბროწეულისფერები” “რეკორდმაისტერს” პოლონელის სანაცვლოდ 32 მილიონ ევროს (+5 მილიონი ბონუსი) სთავაზობენ – წინადადება კვლავ ძალაშია, თუმცა, “ბაიერნს” პასუხი ჯერ არ გაუცია.
როგორც Sport Bild იტყობინება, რობერტს გერმანიიდან წასვლა გასულ წელსაც სურდა, რადგან, არ მოსწონდა, რომ “ბაიერნმა” მისი ერლინგ ჰოლანდით ჩანაცვლება ცადა.




უნდა მოვიდეს აუცილებლად
ეჭვი არ მეპარება მეც ამის გადმოსვლაში
მანე 30 მილიონად? თუ მართლა მაგ ფასშია მოიყვანონ აუცილებლად რა 30 მილიონი ნაჩუქარია ეგ ფასი. 4 წელი მაღალ დონეზე ითამაშებს. და მერე იქნება რამე. ლევანა და მანე გვინდა და ლიგაზე გავიწევთ უეჭველი
მანე 30? რა სისულელეა, ეგრე იაფად რანაერად, თუ ფეხბურთელს არ უმატებენ, მაშინ სჯობს ისევ მაგაზე იჩალიჩონ 30 მანეში კაპიკებია
ანუ ბებერ და გუნდზე გაბრაზებულ ლევანდოვსკის ყიდიან და მანეს ყიდულობენ უფრო იაფად… მაგრები არიან რა გერმანელები
მშვენიერია. 2 წელი 30 გოლი რომ გაიტანოს თითო სეზონში მაგარი იქნება.
მანე 30 მილიონად?? ამ დროს ბარსა რას აკეთებს? ეგეთი ფეხბურთელი 30 მილიონად აწი რამდენიმე წელი აღარ იქნება ხელმისაწვდომი. ორივე უნდა მოიყვანონ, ლევანაც და მანეც.
მაინც რა დამპლები არიან ეს ფრიცები, მანეს 30 მილიონად ყიდულობენ და ლევანდოვსკიში 50-ს ითხოვს.
ხო რა უფრო სანდოობას იწვევს ეს წყაროები პასუხი იმიტო არ გაუციათ რო ელოდებიან როდის გაიფორმებენ მანეს
ეს და გნაბრი თუ დავითრიეთ მაგარი იქნება მაგრამ რაღაც მეეჭვება ორივე დავითრიოთ, ცივსისხლიანი ფინიშერი კი ნამდვილად გვჭირდება თორემ ფატის გარდა ყველა მაგარი მაზილაა
გნაბრი და ლევანდოვსკი ტოვებენ გუნდს (ბაიერნიდან) და მანე მიყავთ. ცრუ ცხრიანით ითამაშებს ბაიერნი და ასე გამოვა
ნოიერი
პავარი-უპამენკანო-ლუკას ერნანდესი-დევისი
კიმიხი-ტოლისო
სანე-კომანი-მანე
მიულერი