workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა და მანჩესტერი შეთანხმდნენ, მაგრამ დე იონგს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს

ბარსელონა და მანჩესტერი შეთანხმდნენ, მაგრამ დე იონგს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს

ფრენკი დე იონგის წასვლა სულ უფრო რეალური ხდება.

ცნობილი ჟურნალისტის, ორიოლ დომენეკის ინფორმაციით, “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ნიდერლანდელი ნახევარმცველის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. მიუხედავად ამისა, თავად ფეხბურთელი უარზეა.

წყაროს ცნობით, ერიკ ტენ ჰაგმა დე იონგს პირადად დაურეკა და ნისლიან ალბიონზე გადასვლაში დარწმუნება სცადა, თუმცა ფრენკისგან უარი მიიღო. 25 წლის ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, “მანჩესტერი” კი მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.

“ბარსელონა” დე იონგს ფინანსური მდგომარეობის გამო ყიდის. კლუბი დაახლოებით 100 მილიონ ევროს ითხოვს, რაც გუნდს მნიშვნელოვნად წაადგება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (21)

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 29 მაი 2022, 18:28

    მე რომ ვიყო არ გავუშვებდი და შანსს მივცემდი.