გთავაზობთ კატალონიური პრესის დღევანდელი ნომრების გარეკნებს.
Mundo Deportivo
- რაფინია დემბელეზეა დამოკიდებული;
- “ბარსა” ბრაზილიელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ დემბელე კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს: შესაძლოა, კლუბი ფრანგის აგენტს დღეს შეხვდეს;
Sport
- 3×1;
- “ბარსელონა” “ვულვერჰემპტონს” რუბენ ნევეშის სანაცვლოდ ნიკოს, მინგესასა და რიკი პუჩს სთავაზობს;
- ინგლისურ კლუბს პორტუგალიელ ნახევარმცველში დიდი თანხის აღება სურს, მაგრამ, ტრანსფერს ხელს ფეხბურთელის აგენტი, ჟორჟე მენდეში უწყობს.




მოკლედ მორჩა სეზონი და დაიწყო მარჩიელობა ეს მოვა ის წავა, ურემი კი ისევ ადგილზე დგას. რა გაძლებს ეხლა 3 თვე.
დამჟავდა პოსტები.ახალი ინფორმაციები დადეთ!!!!
ხოო ნიკო უნდა გავუშვათ და რობერტო დავტოვოთ და სოლერი მოვიყვანოთ ?! ნიკო უნდა დადგეს ფრენკის ადგილზე აუცილებლად თუ ვუშვებთ , ყველაფერი აქვს მაგ ბიჭს რომ ძალიან ძლიერი ნახევარმცველი დადგეს . ბუსის ადგილის დაკავებაც შეუძლია , უბრალოდ მეტი სათამაშო დრო სჭირდება .
ნიკოს ხელი არ დაედოს!
მაგ ბიჭმა აჩვენა რომ როცა წლის დასაწყისში საკმარისი სათამაშო დრო ჰქონდა, ერთ ერთი საუკეთესო მოთამაშეც იყო, ცვლილებაზე შემოდიოდა და გოლს იტანდა, მაგარი ჯანიანიცაა, ართმევაზეც მაგარი იყო, კონტროლი და ასისტების კეთებაც შეუძლია. პროსტა რატომღაც ჩავი რომ მოვიდა აითვალწუნა და დრო ვაბშე არ მიუღია, არადა ეს რომ პუჩის მსგავსად დაადურაკონ სამარცხვინო იქნება.
მე თუ მკითხავთ არც ნევეში არაა საჭირო, ეს ბიჭი უნდა გამოაწრთონ და გვეყოლება უძლიერესი ცენტრი პედრი გავი ნიკოს სახით,
დავიწყება მაგრად გამოგვდის მოკლედ.
არაუხოს პირველი თამაში ან პირველი სეზონი თუ ახსოვთ ამათ?! ტიპმა 5 წუთში წითელი გაიჩალიჩა, მაგრამ მაქედანვე კოჭებში შევატყვე რა ძერსკი და საუკეთესო მცველიც გვეზრდებოდა. ხოდა ნიკომაც თუ არ მიიღი დრო და არ დაამტკიცა რეალურად ეა შეუძლია, მაშინ გავაგდოთ და ვიყოთ ასე იმის ძახილში რო თურმე ვერ ივარგა. რანაირად უნდა ივარგოს როცა ელემენტარული არც ათამაშებ.
მოკლედ ამათი პოლიტიკა გამაგიჟებს რა, ასე მგონი კლუბის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ თორე ან ალვარესი როგორ უნდა გაუშვაა, ან სოლერის მოყვანაზე რატო უნდა მიდიოდეს ბაზარიი, აი არ ვიცი რა, სირცხვილია მართლა.
ნიკოს ჩართვა არ მომწონს.მართალია გავის და პედრისავით ვერაა,მაგრამ იჯარით მაინც გაუშვან.
მაგისთვის პრესეზონია და ყველას დატენსტავს და ნახავს ვინ როგორ გაქაჩავს, ლა ლიგაში კი მაგათი დაყენება დიდი რისკია, გადაგვივლიდნენ გუნდები ეგეთი გამოუცდელი ფრხბურთელები თუ გვეყოლებოდა, მერე კი ისევ ჩავი დაუწყებდნენ ლანძღვას რატო დააყენა და როგორ წავაგეთო🤨
როგორ უთავმოყვარეო კლუბად აქციეს ამხელა ისტორიის გუნდი, ლაპორტას ოჯახი მოიკითხა უმტიტმა, რას ეხვერწება ამ ჩლუნგ დემბელეს ვერ გავიგე, მოაშორონ გუნდიდან
ნიკოს ნევეშის ტრანსფერში ჩართვა ბოროტება იქნება. ნევეში კარგი დარტყმა აქვს მარა ამ კარგ დამრტყმელებს კი ვიცით ბარსაში რაც ემართებათ. არ მგონია გაქაჩოს ისეთი რთული მისია როგორიც ბარსას საყრდენობაა. ნიკოს მისცენ შანსი რატო არ დატესტა ჩავიმ? ორელიანაც არ გამოიყენა. ბოლო 5 ტური სულ მაგათთვის უნდა დაეთმო და არა ბებერი კვერცხებისთვის. მაგრად მიქარა. მაინც ვერაფერი, წააგო და შერცხვა კამპ ნოუზე და მიეცა შანსი იქნებ ვინ როგორ ამართლებს ამ ბავშვებიდან რო მიახტა ნევეშებს და სოლერებს ხო იცის რო გუნდს ფული არ აქვს
ჯერ მთელი ზაფხული წინაა და ვნახოთ რა ტრანსფერებს გააკეთებენ, ჯერ კიდევ ბევრი ჭორი თუ მართალი დაიწერება, მე პირადად რაფინიას ზიეჩი მირჩევნია, თუ ლევანა მოგვყავს ეგეთი იდეალური პასების გამკეთებელია საჭირო, დემბეკესავით კიარაა 10 იდან 9 ჯერ რომ ტრიბუნაზე აწვდის, დარტყმაც მაგარი აქვს, დრიბლინგიც კარგი აქვს, და წესიერი ჯარიმის დამრტყმელიც გვეყოლება
მარტო რაფინია არ იქნება საკმარისი. ჩავი კოლადოსთვის აპირებს შანსის მიცემასო და ვნახოთ პრე სეზონზე რა ბიჭია ალექსი. თუმცა კიდევ გვინდა ერთი მარჯვენა გარემარბი. შეიძლება ეზალზულიც დააწინაურონ პირველ გუნდში. სამწუხაროა დი მარიაზე რომ არ ფიქრობენ ან ზიეჩზე. ორივე კარგად ჩაჯდებოდა ჩავის ტაქტიკაში