“ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო პეპ გვარდიოლასა და ლუის ენრიკეზე საუბრობს.
მოთამაშეებთან მიმართებით მწვრთნელის მნიშვნელობა, არა მათ ტიტულებში, არამედ, მათ კარიერასა და ზრდაში გამოიხატება.
პეპ გვარდიოლა ყველაზე გავლენიანი მწვრთნელია, რომელიც მყოლია. ის უნიკალური, გენიოსია, რომელსაც ვერ მიბაძავ.
უფრო შესაძლებელია, ლუის ენრიკეს მსგავსი იყო. როგორც მწვრთნელს, მსურს, მას მივბაძო, რადგან წარმოუდგენელია, გვარდიოლას მიღწევები გაიმეორო.
– განაცხადა არგენტინელმა.
მასკე “ბარსაში” 2010/18 წლებში ასპარეზობდა. ის გვარდიოლასთან 2010/12 წლებში მუშაობდა, ლუჩოს ხელმძღვანელობით კი 2014/17 წლებშო ითამაშა. ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით არგენტინელის ანგარიშზე 333 მატჩი, 1 გოლი და 7 ასისტია. მან კატალონიურ კლუბთან ერთად ყველაფერი მოიგო.
2021 წლიდან ხავიერი არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებს წვრთნის. ადრე გავრცელებული ცნობებით, მასკერანო “ბარსა ბ-ს” ჩაბარების ერთ-ერთი კანდიდატია.




"პატარა ბოსი" ასე ეძახდნენ არგენტინის ნაკრებში. სხვათა შორის ჩვენს საშა ჩივაძეს საბჭოთა კავშირის ნაკრებში რომელსაც კაპიტნობდა "პროფესორს" ეძახდნენ. კარგია როცა დიდ ფებურთელებს ასე პატივისცემით ექცევიან.
ლუჩოს ბევრად მეტი უნდა მოეგო. იდეალური სადებიუტო სეზონი. იდეალურად გაგრძელდა ყველა და ყველაფერი გაანადგურა გზად გუნდი ფრინავდა და ატლეტიკოსთან ჩაიჩოქა. არაფრის გამკეთებელ რეალს მიართვეს თასი. მერე უკვე ტრანსფერები წამოვიდა, დენისი სილესენი უმტიტი გომეში პაკო დინი ვერც ერთმა გაამართლა. მარტო უმტიტიმ და მერე იმანაც ჩაქიმა. ანუ ბევრი მინუსი ქონდა. და დიდი გუნდის დიდი პოტენციალი ვერ გამოიყენა.
ლუჩოს ჩემთვის საუკეთესოა❤️
ხო მაგრამ დიდი ვერაფერი და სულ თავს იდანაშაულებდა
მე თუ მკითხავთ ლუის ენრიკე უბრალოდ პეპის ჩრდილშია. მისი ბარსას პეპისას ჯობდა, მარტო შემადგენლობაზე არაა ეს. სულ სხვა თამაშს თამაშობდა
ფლიკი ? 🤔🙈
გამიხარდება თუ მასკეს ბარსა "ბ"-ს მთავარ მწვრთვნელად დანიშნავენ