2021/22 წლების სეზონში ანსუ ფატიმ მოედანზე ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ თავი 4 გოლით გამოიჩინა.
“ბარსელონას” ათიანს A League Stars-ის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გოლის გასატანად მხოლოდ 4 წუთი დასჭირდა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა 19 წლის ფეხბურთელი მოედანზე შეცვლაზე გამოვიდა და მაშინვე შეაგდო.
კამპ ნოუდან ავსტრალიამდე
აწ უკვე გასული სეზონი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ტრავმებით დახუნძლული გამოდგა. 323-დღიანი უქმობის შემდეგ, ის მოედანზე “ლევანტესთან” 3-0 მოგებული შეხვედრის 70-ე წუთზე გამოჩნდა და საჯარიმოს გარედან ულამაზესი გოლი გაიტანა.
რიადი და სევილია
3.5 თვის შემდეგ ანსუ ლაზარეთიდან კიდევ ერთხელ დაბრუნდა და სუპერ თასზე “რეალის” წინააღმდეგ ითამაშა. ის მოედანზე 63-ე წუთზე გამოვიდა და 20 წუთში ანგარიში გაათანაბრა. 
კიდევ ერთი დაზიანებისა და 115 დღის გამოტოვების შემდეგ, ფატი “ბეტისთან” მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა და რამდენიმე წამში კვლავ გაიტანა.
მაგრამ, ეს არ იყო ბოლო შემთხვევა, როცა ახალგაზრდა შემტევმა ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ თავი გამოიჩინა – ავსტრალიაში გამართულ ამხანაგურ მატჩში ანსუმანე მწვანე მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და A League Stars-ს გამარჯვების გოლი გაუტანა.
Ansuuuuuuu!!!!! 🇦🇺 pic.twitter.com/bX34u17diu
— FC Barcelona (@FCBarcelona) May 25, 2022
მნიშვნელობა არ აქვს, თამაში სად ტარდება – თუ ფატი მოედანზე გამოდის, ყოველთვის გააქვს.




ხო, ფატიმ შეაწერა თორე ისიც გაიტანდა მე მგონი.
სერიოზული გოლის ალღო აქვს. იმედია ჯანმრთელად იქნება და 10იანს ღირსებულად ატარებს
ძირითადიდან იქნება ეს ბიჭი გოლების გარანტია
44 ნომერმა შეასრულა ყველაფერი
მშვენიერი, დავიტოვოთ 4-5 გოლი გარანტირებულად გვაქვს ყოველ სეზონზე. ტრამვების შემდეგ რო ბრუნდება ხოლმე.
აუ ეს არ დაიმტვრეს და გავკარი ყველა გოლეადორს