workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კლუბთან დაახლოებული წყაროები: რაფინია მომავალ სეზონში ბარსელონასთვის ითამაშებს

კლუბთან დაახლოებული წყაროები: რაფინია მომავალ სეზონში ბარსელონასთვის ითამაშებს

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონა” რაფინიას თაობაზე “ლიდს იუნაიტედთან” მოლაპარაკებებს აჩქარებს.

კლუბთან დაახლოებული წყაროები იტყობინებიან, რომ მომავალ სეზონში ის “ბარსასთვის” ითამაშებს. ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია. 

ინგლისელები 25 წლის შემტევის სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვენ, თუმცა, ასევე შესაძლებელია ტრანსფერში იმ მოთამაშეების ჩართვა, რომლებიც ჩავი ერნანდესის გეგმებში არ შედიან.

მეორე კატალონიური გამოცემა Sport იუწყება, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი “ლიდსს” სთხოვს, “ბლაუგრანაში” გაუშვან. კატალონიურ გრანდს რაფინიას რაც შეიძლება მალე შეძენა სურს და “ფარშევანგებთან” მოლაპარაკებებს მალე დაიწყებს.

“ბარსელონა” რაფინიას 5-წლიან კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • me da barca
    schedule 24 მაი 2022, 19:52

    არ ვიცნობ ამას და არც თამაშები მაქვს ნანახი. ამიტომ ვერც ცუდს და ვერც კარგს ვერ ვიტყვი. იმედია მეორე ტორესი არ გაიჩითება.

  • nika 54
    schedule 24 მაი 2022, 19:02

    ღმერთმა ქნას მეორე დემბელე, კოუტინიო არ გაგვეჩითოს, ისინიც კარგები იყვნენ ბარსაში მოსვლამდე.

  • shu1987
    schedule 24 მაი 2022, 17:49

    მე დადებითად ვუყურებ ამ კაცს და ვფიქრობ ნორმალური ტრანსფერია, ბარსას შემტევებიდან არავისზე ნაკლები არაა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 24 მაი 2022, 15:45

    პრინციპში არც ისე ცუდია: ფატი,ლევანდოვსკი, ობამეიანგი, ტორესი, რაფინია როტაციაში იქნებიან და არ იქნება ცუდი ,მაგრამ მე მაინც ანტონი მირჩევნია და დაჩალიჩებულიყვნენ, ძაან მაგარია ანტონი,ეს რაფინია კი დემბელეს ჯობია იმით რომ აზროვნება შეუძლია მაგრამ ბარსას ძირითადში თამაშს რამდენად შეძლებს არ ვიცი

  • VanillaSoul
    schedule 24 მაი 2022, 15:20

    უმტიტი, მინგესა, პუჩი. ნაგავი დაილია თუ???