workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport და MD ბარსელონაზე | რაფინია, ალვესი, პაუ ტორესი, რობერტო, ლანგლე, ბრეითუეიტი, მინგესა, პუჩი

Sport და MD ბარსელონაზე | რაფინია, ალვესი, პაუ ტორესი, რობერტო, ლანგლე, ბრეითუეიტი, მინგესა, პუჩი

კატალონიური გამოცემები – Sport და Mundo Deportivo “ბარსელონაზე” სიახლეებს გვთავაზობენ.

Sport

🔵 პრემიერ ლიგის ბოლო ტურში “ბარსას” სასწორზე 20 მილიონი უდევს – რაფინიასთან შეთანხმება მიღწეულია: თუ “ლიდსი” ჩემპიონშიფში გავარდება, კატალონიური კლუბი ბრაზილიელის გამოსასყიდ თანხას, 25 მილიონს გადაიხდის. თუმცა, თუ ჯესი მარშის გუნდი ინგლისის ჩემპიონატში დარჩება, ისინი 45 მილიონს მოითხოვენ. ამ შემთხვევაში “ბლაუგრანა” ფასის დაკლებას ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვით შეეცდება.

🔴 მომდევნო დღეებში ჩავი და სპორტული სექტორი დანი ალვესის მომავალს გადაწყვეტენ. ლეგენდარულ ბრაზილიელს “ბარსაში” დარჩენა, სულ მცირე, მსოფლიო ჩემპიონატამდე სურს. თუ ასე არ მოხდა, 39 წლის მარჯვენა მცველი სხვა ევროპულ კლუბში გადავა.

Mundo Deportivo

🔵 2018 წელს, “ბარსელონას” მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა პაუ ტორესის ტრანსფერი 25 მილიონად შეათანხმა. თუმცა, შემდეგ ფერნანდესი ერიკ აბიდალმა შეცვალა და გარიგება ჩაიშალა; “ბარსას” პაუ ახლაც მოსწონს, მაგრამ, ესპანელი მცველი ძალიან ძვირია (65 მილიონი ევრო).

🔴 სერჟი რობერტო ახალ კონტრაქტს 25 მაისს გააფორმებს. შეთანხმება მიღწეულია – მხარეები ხელშეკრულებას 1 წლით გაახანგრძლივებენ. რობერტომ ანაზღაურება მნიშვნელოვნად შეიმცირა. ჩავის მისი დარჩენა სურდა.

🔵 მწვრთნელის ნებართვით, ლანგლე, ბრეითუეიტი, პუჩი და მინგესა ავსტრალიაში არ გაემგზავრებიან. მარტინი დანიის ნაკრებში წავა, მინგესა და პუჩი კი კატალონიის ნაკრების მაისურით იამაიკას დაუპირისპირდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • xavi73
    schedule 21 მაი 2022, 18:56
    #13

    ენტონი დაითრიონ რა რაფინია კაი რა.დ ამაში ფულის გადახდა იქნება გადაგდება ენტონი ბევრად ჯობს

  • cezo45
    schedule 21 მაი 2022, 18:01
    #12

    პაუ ტორესი მართლა ძან კარგი მცველია იმედია იყიდის ბარსა

  • nika 54
    schedule 21 მაი 2022, 17:52
    #11

    ლიდსი ბრენტფორდს ხვდება სტუმრად, ბარნლი რომელსაც ერთნაირი ქულები აქვს ლიდსთან სახლში იღებს ნიუკასლს.
    მოკლედ ეს ორი გუნდი იყოფს 17-18 ადგილებს 35-35 ქულით, 16-ე განაღდებული აქვს ევერტონს 39 ქულით. ასე რომ ბარნლმა თუ მოიგო დაგვრჩა 20 მილიონი ხელში, ან ლიდსმა წააგოს ეგეც 100%-იანი შანსია.

  • Andria
    schedule 21 მაი 2022, 17:36
    #10

    Golden boy,
    ტიპებს არცაქვთ ნანახი ფეხბურთელის თამაში ნანახი და ისე აჯვამენ :დდდ ძალიან კარგია რაფინია ტექნიკურია და სწრაფი დემბელესავით ბურთი ფეხზე არუხვდება ხოლმე და აუტზე არაგდებს დემბელე თუ წავიდა ხო უეჭველი მოსაყვანია მაგრამ დემბელე თუ დარჩა მაინც მოსაყვანია და მარჯვენა ფლანგი იმედიანად იქნება კარგი კონკურენცია

  • Golden boy
    schedule 21 მაი 2022, 16:45
    #9

    არ მესმის რატომ არ მოგწონთ რაფინია, კარგი დრიბლინგი აქ სისწრაფეზე კარგად თამაშობს, პასის კულტურაც კარგი აქ, დემბელეს არაფრით ჩამოუვარდება. საერთო ჯამში კარგი შედეგები აქ თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ლალიგაზე ბევრად რთულ ჩემპიონატში თამაშობს იდეალური შენაძენი იქნება პრემიერ ლიგური გამოცდილება ბევრს ნიშნავს, მითუმეტეს იქ სხვა სისწრაფეებზე თამაშობენ და ფიზიკური მომზადებაც უფრო კარგი აქვთ. 25 მილიონად ამის ნახევარ ფეხბურთელსაც ვერ იყიდი.

  • P.U.Y.O.L
    schedule 21 მაი 2022, 16:37
    #8

    პაუ ტორესი არის ლენგლეზე და უმტიტიზე უარესი და ძაან გაზვიადებული მცველია იმედია არ დავიმატებთ. ესპანეთის ნაკრებში რაც აკეთა ,თუ ვინმემ უყურეთ ალბათ დამეთანხმებით

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 მაი 2022, 16:22
    #7

    ციტატა: shu1987
    რაფინიას რომ იწუნებთ 25-მილიონათ, 160 და 140 მილიონიანი ხალხი სანაგვეზეც არავის უნდოდა, ფერან ტორესზე ბევრად უკეთესი შემტევია მოვა და ნახავთ .


    რავი რასაც ვუყურებ მაგის თამაშებს ფერანზე უკეთესიც კი არაა, სკამისთვის თუ მოჰყავთ კაია მაგრამ ძირითადში რომ რაფინია გეყოლება რისთვის უნდა იბრძოლო, 25 წლისაა თან უკვე ბავშვიც აღარაა

  • shu1987
    schedule 21 მაი 2022, 16:16
    #6

    რაფინიას რომ იწუნებთ 25-მილიონათ, 160 და 140 მილიონიანი ხალხი სანაგვეზეც არავის უნდოდა, ფერან ტორესზე ბევრად უკეთესი შემტევია მოვა და ნახავთ .

  • La Pulga10
    schedule 21 მაი 2022, 16:09
    #5

    რაფინია არა ხუხუ.ჩორტ ივო ზნაეტ რანაირად ითამაშევს,მგონი დემბელეზე ცუდია.ზამენის კაცი მოჰყავთ ამ ჩემისებს

  • Don_Andresito
    schedule 21 მაი 2022, 16:01
    #4

    არადა არ ვარდებოდა ლიდსი რეები ქნეს ბოლოს. იქნებ დაედოთ 60 მლნ მარა მაინც იყიდიდნენ ეს კიტრები. დემბელეს გახანგრძლივებას რო მოგანდომებს ისეთებს ეძებს ლაპორტა. წადი ბრაზილიაში მაგ ფასად ვინმე 19 წლის ტალანტი დადეთ რაღა რაფინია

  • Tyler Durden
    schedule 21 მაი 2022, 15:43
    #3

    ციტატა: MSN G.O.A.T
    რაფინიას მომთრევს მოვუტ*ან დედის ტრაკი


    laughing laughing

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 მაი 2022, 15:37
    #2

    რაფინია ფა ჯანდაბა თქვენ რა, დემბელე მაგას ბევრად მირჩევნია

  • MSN G.O.A.T
    schedule 21 მაი 2022, 15:18
    #1

    რაფინიას მომთრევს მოვუტ*ან დედის ტრაკი