მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ განაცხადა, რომ “ბარსელონას” მისი თანაგუნდელები ცხოვრებას არ გაუადვილებენ.
“ძალიან მინდა გავხდე ჩემპიონი. “ლივერპულისა” და “რეალის” მაისურით უკვე ვიყავი მეორეადგილოსანი. დროა პირველ ადგილზე გადავინაცვლო.”
” “ბარსელონას” წინა წელს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავდა. ახლაც რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელი გაიფორმეს და დაიმატეს კანტერადან. ბოლო წლებია “ბლაუგრანა” შესანიშნავ ფეხბურთს აჩენებს, მაგრამ მათთან დანებებას არ ვაპირებთ. “ბარსელონას” იოლი ცხოვრება არ ელის” – დაასრულა ალონსომ.
