“ბარსელონას” 3 ფეხბურთელი – რიკი პუჩი, ოსკარ მინგესა და ალექს კოლიადო (რომელიც “გრანადაშია” განათხოვრებული) კატალონიის ნაკრებში გამოიძახეს.
კატალონიელები 25 მაისს (ამავე დღეს “ბარსა” ავსტრალიის A ლიგის ვარსკვლავებს ხვდება) იამაიკის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
კატალონიის ნაკრებმა ბოლო შეხვედრა 2019 წელს, ვენესუელის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 2-1 მოიგო. აღნიშნულ დაპირისპირებაში, “ბლაუგრანას” მოქმედ ფეხბურთელთაგან, მონაწილეობა მხოლოდ ჟერარ პიკემ მიიღო, რიკი პუჩი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.



ბადია
ბელერინი-მინგესა-ბარტრა-კუკურელია
ალენია-გუმბაუ-ხავი პუარდო
კოლიადო-დანი ოლმო-დეულოფეუ
დაჟე პუჩი მანდაც სკამზე დატოვესო 😂 გაუშვან მაგ ბოჭისგან არაფერი გამოვა ყველა მწვრთნელი მიხვდა მაგას ლაპორტას გარდა, ტიპს ვარჯიში ეზარებაო კუმანმა და კრისაა ინფორმაციაა გააქვს პრესაშიო.
ისეთი ნაკრებია მსოფლიოზე რომ გაუშვა შეიძლება ჯგუფიდან გავიდნენ
საერთოდ სად თამაშობს კატალონიის ნაკრები, მხოლოდ ამხანაგურებს?