workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ფერან ჟუტგლას მომავალს რამდენიმე კვირაში გადაწყვეტს

ბარსელონა ფერან ჟუტგლას მომავალს რამდენიმე კვირაში გადაწყვეტს

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” ფერან ჟუტგლას მომავალს რამდენიმე კვირაში გადაწყვეტს.

აღნიშნული წყაროს ცნობების თანახმად, ყველაზე მოსალოდნელი სცენარი მისი გაყიდვაა, მაგრამ, კიდევ 2 ვარიანტი არსებობს:

  1. კონტრაქტის გახანგრძლივება და იჯარით გაშვება:
  2. პრესეზონის პირველ გუნდთან ერთად ჩატარება და შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

სეზონის სტარტზე, 23 წლის თავდამსხმელი პირველ გუნდში თამაშობდა, თუმცა, ზამთარში ფერან ტორესის, პიერ-ემერიკ ობამეიანგისა და ადამა ტრაორეს მოსვლის შემდეგ, ის “ბარსა ბ-ში” დააბრუნეს.

ამ სეზონში ლა ლიგის ეგიდით ჟუტგლას აქტივში 6 მატჩში 1 გოლია, კოპა დე რეიზე კი – 2 შეხვედრაში 1 ბურთი. ამასთან, სარეზერვო გუნდში ფერანმა 31 მატჩი ჩაატარა და თავი, 5 ასისტთან ერთად, 18 გოლით გამოიჩინა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 18 მაი 2022, 07:24

    დავიჯერო ტორესზე უარესი მაზილაა.

  • Kun agüeroooo
    schedule 17 მაი 2022, 19:36

    სუას სტილის ფორვარდია და არ მინდა რომ გაუშვან ძაან თავხედია და მიმწონს კაი ტიპია

  • C.PC5
    schedule 17 მაი 2022, 16:42

    მოვსინჯავდი ჩავის ადგილზე ჟუტგლას, ლუკი თუ წაიყვანა სევილიამ და არ გამოისყიდეს იქნება საჭირო ვინმე სკამზე, მარა დალპობას თუ უპირებენ იმ სკამზე ჯობია პირდაპირ გაყიდონ, არ მახსენდება ვინმე იჯარით გაეშვათ და იქედან რამე განსხვავებული დაბრუნებულიყოს, პირიქით სულ ერევა ეგრე ყველაფერი ფეხბურთელს, წავა იქ ითამაშებს გაეხარდებათ დააბრუნებენ და მერე აქ უნდა დაიწყოს ისევ ნულიდან, მაგას ჯობია პირდაპირ გაყიდონ, დაიმკვიდრებს ეს თავს შესაბამისად შერჩეულ გუნდში.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 17 მაი 2022, 16:37

    გაყიდონ 5 მილიონად, არ გვჭირდება ამდენი ვითომ ტალანტი და ნაგავი, უკვე დროა გუნდმა ვარსკვლავებზე იფიქროს და არა ლუკ დეიონგებზე და რაფინიებზე

  • La Pulga10
    schedule 17 მაი 2022, 16:33

    გაყიდონ

  • shu1987
    schedule 17 მაი 2022, 16:30

    არადა სკამზე ბევრს აჯობებს, როცა ქონდა შანსი გაიტანა კიდეც.