“ხეტაფესთან” ცოტა ხნის წინ უგოლოდ დასრულებული შეხვედრა “ბარსელონასთვის” მიმდინარე სეზონში მე-14 ფრე გამოდგა, რაც საკმაოდ ბევრია.
2021/22 წლების სეზონში “ბარსა” შემდეგ გუნდებს დაუზავდა: ბილბაო, გრანადა (ორჯერ), კადისი, ალავესი, სელტა, ბენფიკა, ოსასუნა, სევილია, ესპანიოლი, ნაპოლი, გალათასარაი, აინტრახტი, ხეტაფე.
ამდენი ფრე “ბარსას” ბოლოს ზუსტად 20 წლის წინ, 2001/02 წლების სეზონში ჰქონდა ნათამაშები. ერთი წლით ადრე, 2000/01 წლების სეზონში კი კატალონიელებმა კლუბის რეკორდი დაამყარეს და ფრედ 19 თამაში დაასრულეს, რაც თამაშების ერთი მესამედი იყო.
მე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატები მახსენდება სადაც ლობანოვსკის კიევის დინამო 50/50 თამაშობდა. ანუ იყო სეზონი როცა კიეველები ყველა გასვლას ფრედ თამაშობდნენ და სახლში ყველა თამაშს იგებდნენ. ამ შედეგით კი თავისუფლად ხდებოდნენ ჩემპიონები.
საღოლ ბრატ. იმ დროს ვჯობივართ
ჩვენ ძალიან დიდი წარმოდგენა გვაქვს ფატიზე, ნეტავ გაამართლოს მაგრამ ძალიან მეეჭვება, მაგ 10 -იანს მემგონი გახდიან ერთი სეზონის მერე.
ფრე აწყობდათ ორივეს და გააგორეს.
და ამ დროს სადაა გუშემატკივარი? მერე ამბობენ ბარსას ფანები რატომ იკიდებენ ბარსასო, არადა პირველი ბარსა იკიდებს გულშემატკივრებს, ეს თამაში რა იყო?
ერთი ვინც ამწვავებს დემბელეა და არც კი შეიყვანა.
ეს არის კლასიკური მაგალითი რას იზამს ლევანა ბარსაში, თუ ბურთი არ მიუტანე იქნება ლუკ დეიონგი ან მაქსიმუმ ობა. ლევანა მესი არ არის რომ თვითონ შექმნას და თვითონ გაიტანოს.
ყველა ბედნიერია და ბარსას გულშემატკივარი?
ჩვენ ვიჩალიჩეთ , ვიწვალეთ რომ გვეყურებინა და ვინც ფული გადაიხადა? რაში? რა ნახეს? ეს ბარსაა? არ ვიცი, არ ვიცი. სად ვართ?