workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი ბეტისთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი ბეტისთან მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა “რეალ ბეტისის” დამარცხების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. თამაშით არა, თუმცა შედეგით კმაყოფილი ვარ. ბურთებს ხშირად ვკარგავდით და გარკვეულ ასპექტებში ვერ ვდომინირებდით, მაგრამ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლით ბედნიერები ვართ.
ეს რთული სეზონია. სტაბილურად კარგად არ ვთამაშობდით, მაგრამ დღეს ჩვენი მებრძოლი სულისკვეთება ვაჩვენეთ. ახლა მეორე ადგილზე ვართ, მაგრამ უკეთესად უნდა ვითამაშოთ.
დავბრუნდეთ ნოემბერში და გავაანალიზოთ ჩვენი სიტუაცია. პროგრესით კმაყოფილები ვართ. ჩვენ რთული მეტოქეები დავამარცხეთ, რაღაც პერიოდი ბრწყინვალე ფეხბურთს ვთამაშობდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვუკელით, მაინც კონკურენტუნარიანები ვართ.
თებერვალი და მარტი ბრწყინვალე იყო. მას შემდეგ, მსგავსად ვერ ვთამაშობთ. ჩვენ ბურთს ხშირად ვკარგავთ და ნეგატიური განწყობა გვეუფლება, მაგრამ დადებითი ისაა, რომ ფეხბურთელები არ ნებდებიან.
ანსუ ფატი ვარსკვლავია. მისი დაბრუნებით ძალიან ბედნიერები ვართ. 

ჩვენ კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე ვართ. სპორტული და ეკონომიკური თვალსაზრისით გამოსავლებს ვეძებთ.

ჩვენ მთავარ მიზანს მივაღწიეთ. როდესაც მთავარ მწვრთნელად დამნიშნეს, მითხრეს, რომ მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა იყო. ეს რამდენიმე თვეში გავაკეთეთ. შესაძლებელი იყო, მიმდინარე სეზონი უარესიც გამოსულიყო.
ვიცი, რომ ვერ დავუშვებთ კიდევ ერთ სეზონს, რომელშიც ტიტულებისთვის ვერ ვიბრძოლებთ.
ბევრჯერ მითქვამს, რომ კაპიტნებმა საკუთარი პასუხისმგებლობა იციან. ალბა, პიკე და ბუსკეტსი საკუთარ ერთგულებად ყოველდღე მიმტკიცებენ, ეს დიდებულია. კაპიტნებს აკრიტიკებენ ხოლმე, რადგან ეს “ბარსელონაა”, მაგრამ ისინი გუნდს ეხმარებიან და არ ნებდებიან. მაბედნიერებს იმის ხილვა, რომ ეს ფეხბურთელები მოედანზე ყველაფერს აკეთებენ. 
ახლა, ჩვენი მიზანი მომდევნო სეზონისთვის გაუმჯობესებაა, რათა ტიტულებისთვის ბრძოლა შევძლოთ.

ნოემბერში მეცხრე ადგილზე ვიყავით და არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე, არამედ ევროპა ლიგაზე გასვლაც საფრთხის ქვეშ იყო. ცვლილება ნათელია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (52)

  • gio-rakitich
    schedule 23 იან 2024, 00:42

    შტეგენზე დაწერეთ რამე როდის ბრუნდება?

  • nika 54
    schedule 22 იან 2024, 21:43

    ვიმედოვნებ, ეს მოგება შემოტრიალების წერტილი იქნება. უარყოფითი დინამიკის შესაცვლელად ბიძგი გვჭირდებოდა.
    და ბიძგისთვის 3 წუთში 2 გოლის გაშვება იყო აუცილებელი? სირცხვილია გუნდი რო 2-0 იგებს და დროის გაყვანაზე ფიქრობენ, მითუმეტეს გოლის გატანამდე ბეტისს სიცოცხლის ნატამალი არ ეტყობოდა და სწორედ ბიძგი ისკოს გოლმა მისცა ბეტისს. განეგრძო ბარსას ისევ ისე თამაში და 4-0-ს ნერვების დაუწყვეტლად მოიგებდნენ.

  • Rick Sanchez
    schedule 22 იან 2024, 18:18

    ასეთი მატჩები ჯობია ნამდვილად შენს სვარკას

  • PavleG
    schedule 22 იან 2024, 02:54

    ტემპი არ დააგდონ ნეტა, აქ ვაი ბარსელონას ფანები და შემოპარული მადრიდისტები რო გვაკრიტიკებენ ჩავის რატო ასხამთო, რეალურად ჩვენზე მეტად ამ კაცის წარმატება არავის გაუხარდება. ყველაზე მეტად მიყვარს როგორც ნახევარმცველი და მესის შემდეგ ბარსელონაში ინიესტასთან ერთად მთავარი ფიგურაა ყველა დროის ჩემთვის. იმედია ტემპს არ დააგდებენ, თან კანსელუ, რაფინია და შტეგენიც დაბრუნდება მალე და აბა ჩვენ ვიცით…

  • Jorkaeff
    schedule 22 იან 2024, 02:36

    ძაან მადლობა ამ თამაშისთვის. ერთსულოვნება იგრძნობოდა რასაც ძააან დიდი ხანია ვერ იგრძნობდი (მე ვერ ვგრძნობდი)
    ფერანს ცალკე მადლობა და დაფასება კიდე! მიდი ხავი და შემაცვლევინე შენზე წარმოდგენა!

  • CHEPE
    schedule 22 იან 2024, 00:39

    ციტატა: rivaldo80
    ჯერ 25 წუთია და დოვბიკის ჰეტრიკი 😂😂 ჟირონა არის ზღაპარი რაა


    ტიპმა 6 წუთში შეუსრულა ჰეტრიკი 13 დან 19 ამდე🤣🤣🤣🤣

  • MESSI 2017
    schedule 22 იან 2024, 00:30

    ციტატა: NEYBarca
    ასტრალაგას მიეცი შანსი და ის ჩინური ტერ შტეგენი გადასვი სკამზე. დღეს ერთი გოლი მაგან აჩუქა რო გამოეწუწა და მეორეზე სიმაღლე არ ეყო 😡


    მეორეც მაგის ბრალი იყო ან გამოდი ან არ გამოხვიდე მარა ესჩემისა შუა გზაში ჩერდება სულ ან აგვიანებს ვინისიუსგან 4-1ზე 3 გოლი პირადად იმიტომ გავიდა რომ თავის დროზე არ გამოვიდა კარიდან

  • rivaldo80
    schedule 22 იან 2024, 00:28

    ჯერ 25 წუთია და დოვბიკის ჰეტრიკი 😂😂 ჟირონა არის ზღაპარი რაა

  • NEYBarca
    schedule 22 იან 2024, 00:18

    ასტრალაგას მიეცი შანსი და ის ჩინური ტერ შტეგენი გადასვი სკამზე. დღეს ერთი გოლი მაგან აჩუქა რო გამოეწუწა და მეორეზე სიმაღლე არ ეყო 😡

  • MESSI 2017
    schedule 22 იან 2024, 00:12

    16 წლის ბიჭების გარდა სხვებსაც მიეცი შანსი გავიგეყ ეომ არ გინდათ რაც ჩაბი სიმონსის შემთხვევაში მოხდა იგივე მოხდეს მარა რა აზრი აქვს 16 წლის ტალანტი წავა გუნდიდან თუ 19 წლის

  • Barca for life
    schedule 22 იან 2024, 00:10

    ეს რომ სულ ასე ათამაშებდეს გუნდს, ხმის ამომღები არა ვარ, მაგრამ არამგონია მსგავსი თამაშები სტაბილურად აჩვენოს, რადგან ამ სეზონში ქონდა უკვე ასეთი გამონათებები მაგალითად დასაწყისში იგივე ბეტისთან, ანტვერპენთან, ატლეტიკოსთან, რეალთან 60 წუთი.. მაგრამ თითოეული ამ თამაშის შემდეგ უმალვე ვარდებოდა გუნდი და ახლაც ამის მოლოდინი მაქვს.

    ნუ მე მაინც ბეტისის ტაქტიკას და ბარსასადმი კომპლექსს ვაბრალებ ჩვენს დღევანდელ გალაღებას. ტიპები სულ გვიხსნიან თამაშს და სულ დაიზმენებულები გვეთამაშებიან, დაახლოებით ისეთი კომპლექსი აქვთ როგორც ჩვენ გვჭირს ბაიერნთან, ხოდა მადლობა ჩავის და მთლიან გუნდს დღევანდელისთვის, მაგრამ რეალურად ბეტისის ბრალი მგონია ჩვენი ასეთი კარგი თამაში, ვიდრე იმის რომ წამში გამოგვიკეთდა სიტუაცია..
    ასევე ამ ფაქტს დაემატა ისიც რომ რამდენიმე მოთამაშეს სეზონის საუკეთესო თამაში ქონდა და რავიცი..
    იმედია მომდევნო თამაშებშიც ამ ხარისხს გვაჩვენებენ..

  • rivaldo80
    schedule 22 იან 2024, 00:04

    საღოლ კურბასა რომ ამოწიე სასწაული ვიღაცაა