workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემი მიზანი ბარსასთან ერთად ტიტულების მოგებაა – ინტერვიუ ანსუ ფატისთან

ჩემი მიზანი ბარსასთან ერთად ტიტულების მოგებაა – ინტერვიუ ანსუ ფატისთან

SPORTbible-მ “ბარსელონას” ახალგაზრდა ტალანტთან, ანსუ ფატისთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც 19 წლის ფეხბურთელმა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა:

ეტაპობრივად, ყოველდღე უკეთესი და უფრო ძლიერი ხდები. ტოტალური ძალისხმევისა და თავდაუზოგავი შრომით, შეგიძლია, საბოლოოდ ყველაფერი გამოასწორო. გამოჯანმრთელების პროცესში, საკუთარი თავის შესახებ ძალიან ბევრი ვისწავლე.

დედაჩემი და მამაჩემი, ჩემი ოჯახი, მთელი ცხოვრების განმავლობაში ბევრს იბრძოდნენ, რათა ჩემთვის და ჩემი და-ძმებისთვის კარგი განათლება და სწორი ღირებულებები მოეცათ. ისინი ჩვენთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდნენ და ჩემს ცხოვრებაში ახლაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. ჩვენ ვოცნებობდით, რომ პროფესიონალები გავმხდარიყავით. მე იღბლიანი და მადლიერი ვარ, რომ ოცნებები ავისრულე.

როდესაც ლა მასიაში ვთამაშობდი, პირველი გუნდი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდს ატარებდა, ამიტომ იმ ფეხბურთელებს მაგალითად ვიყენებდით. ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებოდით და ვაანალიზებდით, რასაც ისინი აკეთებდნენ. 
როდესაც პატარა ვიყავი, დიდიე დროგბას თამაშსაც ვაკვირდებოდი, ის დაუჯერებელი იყო. მაგრამ კონკრეტული ფეხბურთელის ყურებას მირჩევნია, მოთამაშეებს უფრო ზოგადად შევხედო და დავტკბე ყველა იმ დიდებული მოთამაშის თამაშით, რომელთაც წლების განმავლობაში ვუყურებთ. შთაგონებას ყოველთვის საუკეთესოსგან ვიღებ.
მახსოვს, “ბარსა ბ-სთან” ერთად ვვარჯიშობდი და მოულოდნელად პირველ გუნდში სავარჯიშოდ გამომიძახეს, საბოლოოდ კი ვითამაშე კიდეც. ეს ახდენილი ოცნება იყო, რომლის გააზრებაც მაშინ ძალიან მიჭირდა. ეს ყველაფერი ისე მახსვოს, თითქოს გუშინ მომხდარიყო. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი იყო.
მიფიქრია თუ არა კლუბის დატოვებაზე? არა, გულწრფელად ვამბობ. “ბარსამ” ყველაფერი მომცა. ეს ჩემი კლუბია. ჩემი მთავარი ამბიცია “ბარსელონასთან” ერთად ტიტულების მოგებაა. ნომერ პირველი მიზანია, კლუბისა და ქომაგებისთვის ამას მივაღწიო. თუ ამის შედეგად პერსონალურ ჯილდოებსაც მოვიგებ, საოცარი იქნება. მე თავდაუზოგავად ვიშრომებ და ერთგული დავრჩები. ვიმედოვნებ, ამას ტიტულები და რეკორდებიც მოჰყვება.
ჩავისთან მუშაობა? დიდი პრივილეგიაა ისეთ მწვრთნელთან ვარჯიში, რომელიც კლუბს ასე კარგად იცნობს. ის ელიტური მოთამაშე იყო და გუნდს ყველაფერს აძლევდა. დიდებულია იმის ცოდნა, თუ რამდენად ზრუნავს ჩავი “ბარსელონაზე”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 06 მაი 2022, 10:44

    ისე დროგბაზე უკეთესი ვერავინ ნახა ამანაც? ბოლო ბოლო მესისთან აქვს ნათამაშევი.

  • cezo45
    schedule 05 მაი 2022, 13:13

    ფატი ძაან კლასნი ბიჭია რა უბრალოდ ეს ტრავმები უშლის ხელს მარა თავიდან მესიც ეგრე იყო მერე რაღაც სპეციალურ პროგრამაზე შესვეს და კი დააყენეს რობოტი მისგან მარა ამას ჯერ კიდევ არ ეშველა

  • Albicelecte
    schedule 05 მაი 2022, 01:50

    რატომ ახსენა დროგბა?!
    თავის თავს ხედავს 9-იანზე barca-1

  • El pistolero 9
    schedule 05 მაი 2022, 00:34

    იმედია აღარ დაიტრავმება ანსუ

  • Gaucho24
    schedule 04 მაი 2022, 22:18

    ისე სუარესი რომ არ გაეშვათ და დღეს კლუბში ყოფილიყო , დარწმუნებული ვარ ლიგაზეც გავიდოდით და უფრო მეტი ქულაც გვექნებოდა , როდესაც იგრძნობდა რომ ლიდერი თავად იქნებოდა გუნდის ბევრად პროდუქტიული იქნებოდა და ბემზემას ასე არ აპარპაშებდა და ბომბარდირთა დავაში წინაც იქნებოდა , გუნდსაც რეალიზაციის პრობლემა არ ექნებოდა და ახალგაზრდებიც ისწავლიდნენ , მებრძოლიც იყო , კლუბსაც იცნობდა , სივრცესაც გრძნობდა , პასიც იცოდა , დარტყმაც , გოლიც ალღოც ქონდა , ძაან დიდი შეცდომა იყო ასეთი დონის ფორვარდის ასე უბრალოდ გაშვება და მოშორება

  • C.PC5
    schedule 04 მაი 2022, 21:57

    ტრავმებმა აღარ გააწამოს მთავარია და დარწმუნებული ვარ რაც ახლა პრობლემები აქვს გუნდს ნახევარს მაინც მოხსნის ეს ბიჭი.