Mundo Deportivo-ს თანახმად, აბდე ეზალზულის ინგლისიდან და გერმანიიდან რამდენიმე შემოთავაზება აქვს. მის მომავალზე გავლენას პორტუგალიელი აგენტი ჟორჟე მენდეშიც მოახდენს.
იმ შემთხვევაში, თუ ეზ აბდე “ბარსელონას” პირველ გუნდში ადგილს ვერ მოიპოვებს, შესაძლოა, მაროკოელი შემტევი გაანათხოვრონ, თუმცა, თუ გუნდი სარფიან შემოთავაზებას მიიღებს, არც გაყიდვაა გამორიცხული.
20 წლის ფეხბურთელი სეზონის პირველ ნახევარში კატალონიელთა ძირითად გუნდში ასპარეზობდა, მაგრამ, იანვარში მოსული ახალწვეულების შემდეგ, ის “ბარსა ბ-ში” დააქვეითეს. მიმდინარე სეზონში, ლა ლიგის ეგიდით, ეზ აბდეს აქტივში 10 მატჩი და 1 გოლია.



იჯარით გაუშვან, რაიცი იქნებ მაგრად ათამაშდეს და დაიხიოს ყველა ერთ ადგილზე :დდდ
გააიჯარონ გამოსყიდვის უფლების გარეშე.
კაი ბიჭია და რატო უნდა გაუშვან ტექნიკა აქვს პასი აქვს და დარტყმაც შეუძლია და დაიტივონ
ეს ძალიან დაიჩაგრა არადა აქვს პოტენციალი
ტყუილად ნუ ტანჯავენ, ან იჯარა და ჯობია ესპანეთში ან სარფიანდ გაყიდვა.
გასაყიდია ეს, რაღაც არამგონია რამე დადგეს ამისგან
ბ გუნდი სეგუნდაში თუ აღზევდა მაშინ დატოვონ. თუ არა და იჯარა… ესპანურ გუნდში აჯობებს, მაგრამ ძირითადში უნდა იყოს აუცილებლად.
იჯარით გაუშვან და დააკვირდნენ, ჟუტგლაზეც ეგრე მოიქცნენ, შანსებს ვეღარ იღებენ და ბ გუნდისთვის ორივე ცოდოა, ჯობია ისეთ გუნდში გაუშვან იჯარით სადაც სათამაში დრო ექნება