workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
ბუსკეტსმა რაულის მიღწევა გააუმჯობესა

ბუსკეტსმა რაულის მიღწევა გააუმჯობესა

ესპანეთის ჩემპიონატის წინა ტურში “მალიორკასთან” მოგება სერხიო ბუსკეტსისთვის ამ ტურნირზე 328-ე გამოდგა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ბარსას” კაპიტანი ამ მაჩვენებლით ისტორიაში მე-5 ადგილზე გადავიდა.

ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი მოგება, რა თქმა უნდა, ლეო მესის ანგარიშზეა – 383 გამარჯვება. მეორე-მესამე ადგილებს 334-334 მოგებით იკერ კასილიასი და სერხიო რამოსი იყოფენ. მე-4 ადგილს “ბარსელონას” ყოფილი მეკარე ანდონი სუბისარეტა იკავებს, რომლის აქტივშიც 333 მოგებაა. 328 მოგებით მე-5 პოზიციამდე დაწინაურდა ბუსკეტსი, რომელმაც რაულ გონსალესს (327) გადაასწრო.

თუ ბუსკეტსი “ბარსელონაში” კიდევ ერთი სეზონით დარჩება, რაც შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილია, ის სუბისარეტას, რამოსსა და კასილიასს გადაასწრებს და ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი მოგების მქონე 2 ფეხბურთელი “ბარსელონას” წარმომადგენელი იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 04 მაი 2022, 16:13
    #6

    რა თქმა უნდა დარჩება, ამის გარეშე ცენტრი მკვდარია. ხოდა გაისათ კი დაიფრენს სუბისარეტას, რამოსსა და კასილიასს ამ სიიდან. მახსენდება გვარდიოლას სიტყვები: ლეომ პირველივე ვარჯიშებე მითხრაო, ეს ბიჭი ძალიან ნიჭიერიაო. როგორც მესის წაუკრა ხელი რონალდინიომ, ისე მესი დაეხმარა ბუსკეტს დაწინაურებაში. აბა ბენზემა იყო, ეგ პორნორეჟისორი თანაგუნდელებს რო ეუბნებოდა გასახდელისკენ მიმავალმა მაგ ნაგავს პასი არავინ მისცეთო, ამბობდა ვინისიუსზე, რომელიც უკვე დღეს ჯობია ბენზემას ტექნიკაში. და მის ასაკში ბენზემა ვის ახსოვდა ან იცნობდა.

  • me da barca
    schedule 04 მაი 2022, 15:36
    #5

    სამივეს ჩოუქროლებს ქორივით.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 03 მაი 2022, 16:54
    #4

    ლეგენდა ხარ მსოფლიო ფეხბურთის, გენიალური მოთამაშე, უელეგანტურესი♥️

  • VanillaSoul
    schedule 03 მაი 2022, 14:35
    #3

    ლეგენდა კაცი ხარ. და სირიონგით ჩანაცვლებას რო გიპირებენ აქ ზოგ-ზოგიერთები ვხარხარებ და ცუდად ვხდები ხოლმე მაგის გაფიქრებისას.

  • EL MAESTRO 6
    schedule 03 მაი 2022, 13:44
    #2

    თავისუფლად შეყძლია მეორეზე გადასვლა, პირველი ძაან საეჭვოა, ბუსის ძაან მაგარი კარიერა გამოუვიდა, და თან ტიპი რომელიც ტურეზე მაღლა დააყენეს და ამჯობინეს, ძაან ბევრს ნიშნავს ეგ, ახლაც გუნდის ხერხემალია და მის გარეშე რა გვეშველება

  • El pistolero 9
    schedule 03 მაი 2022, 12:58
    #1

    ამას კარგ დროს მოუწია თამაში. ჩავის რამდენით მეტი მატჩი აქვს, მაგრამ მაგის ნახევარი კარიერა ბარსა არ იყო ყველაზე ძლიერი გუნდი ლა ლიგაში. ამას გვარდიოლას, ვილანოვას, ენრიკეს და ვალვერდეს ბარსაში აქვს ნათამაშები და ამათი ბარსა ლა ლიგის სეზონში იშვიათად აგებდა თამაშებს