workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალენსიას ოფიციალური განცხადება: ბარსელონასთან შეთანხმებას უარვყოფთ

ვალენსიას ოფიციალური განცხადება: ბარსელონასთან შეთანხმებას უარვყოფთ

დღეს Diario AS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც “ბარსელონამ” “ვალენსიასთან” კარლოს სოლერის ტრანსფერი შეათანხმა და ფეხბურთელი ზაფხულში “ბლაუგრანას” 20 მილიონ ევროდ შეუერთდება.

ამ ინფორმაციის პასუხად, “ვალენსია” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და კატალონიურ კლუბთან შეთანხმებას უარყოფს:

ესპანური გამოცემის, Diario AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, “ვალენსია” კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის შეთანხმებას ან მოლაპარაკებების არსებობას “ბარსელონასთან” კარლოს სოლერის ტრანსფერის საკითხზე.

ამჟამად კლუბი ფეხბურთელთან, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ღია მოლაპარაკებებს აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ საკმაოდ იშვიათია შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელთან დაკავშირებულ ჭორებს კლუბი ოფიციალური განცხადებით ეხმაურება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • azulgerana
    schedule 03 მაი 2022, 22:58

    ზოგს ჭორი, სიმართლეს ურჩევნია

  • nika 54
    schedule 03 მაი 2022, 12:36

    იმათაც რა ეშინიათ, თუ არ შეთანხმებულან ხო არ მოვტაცებთ, ყავდეთ ეგეც არ იყოს დე ბრუინი.

  • El pistolero 9
    schedule 03 მაი 2022, 03:12

    ჭორია ალბათ. რა სოლერი

  • Bakero
    schedule 02 მაი 2022, 21:15

    ეგრეც ვიცოდი ჟურნალისტების ბოდვები smile სოლერი არა ტოლმა ვაზის ფოთოლში

  • azulgerana
    schedule 02 მაი 2022, 17:13

    ეს რომ ბრწყინავდეს ვალენსიაში ეხლა მეათე ადგილზე არ იქნებოდა

  • shu1987
    schedule 02 მაი 2022, 16:38

    რა სოლერი წესით ვალენსიაში ლიდერი უნდა იყოს და იქაც კი ჩაკარგულია ბარსაში რა ჩემ შოშიკოლად უნდათ ?? არ ვიცი და არ მინდა დაჯერება რომ ლაპორტა მაგრად გვაბოლებს თუმცა ფაქტია, იაფი რაცაა ან უფასო ყველაფერი კარგი როდია , დეიონგი თუ გაუშვეს ამით დამტკიცდება რომ მესი გააგდეს(მე ვფიქრობდი თავისით წავიდათქო) , ფაქტიურად ვინც გასაშვებია ვერ უშვებენ და ვინც ნორმალური ყავთ ყიდიან უფრო იაფის ან უფასოს იმედად ფული დაგვრჩებაო. ფუუ ამათი სატრანსფერო პოლიტიკა მოვსკან…

  • azulgerana
    schedule 02 მაი 2022, 15:07

    ევერტონი პირველად არის პირველი ლიგიდან გაგდების კანდიდატი კლუბის არსებობის ეპოქაში, ამ ბოლო დროს გაკეთებულმა ბარსას ტრანსფერებმა დაღუპა მგონი. ამ ჟამად ანდრე გომეშმა და იერი მინამ

  • azulgerana
    schedule 02 მაი 2022, 14:55

    rage არც გაბედოთ დე იონგის გაშვება

  • frenkie dejong21
    schedule 02 მაი 2022, 14:24

    დე იონგს რო უშვებ მასზე უკეთესი თუარა მისი დონის მაინც უნდა მოიყვანო მაშინ გუნდში

  • barcaforever
    schedule 02 მაი 2022, 14:10

    ესეიგი ჯერ იყოდა მესის დავტოვებო, მერე იყო ჰალანდს მოვიყვანო. ყველაფერი მოიტყუა და ახლა 50 მილიონის გამო დეიონგს ელევა და სოლერი მოყავს. აინტრახტთანაც ლაპორტას ნაჩალიჩარი იქნება ის ამბავი. მოკლედ ბართომეუს კი ჯობია მარა არ გვეღირსა რა მაგარი პრეზიდენტი

  • serafime
    schedule 02 მაი 2022, 13:35

    Რამდენ ტყვილს წერენ ეს გამოცემები.