წლევანდელ ზაფხულში “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი მიზანი მაღალი დონის ცენტრფორვარდის დამატებაა. ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი, რომელსაც კატალონიური კლუბის გულშემატკივრები ჟოან ლაპორტას მუდმივად სთხოვდნენ, დიდი ალბათობით, არ შედგება, სასურველ მოთამაშეთა სიაში მეორე კი რობერტ ლევანდოვსკია, რომლის შეძენის შანსი ბევრად უფრო მაღალია.
ჟურნალისტ როჟერ ტორელიოს ინფორმაციით, ლევანდოვსკიმ თანხმობა განაცხადა იმაზე, რომ “ბარსაში” გადასვლის სანაცვლოდ ხელფასი შეიმციროს. ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა ყველაფერი “ბაიერნთან” მოლაპარაკებების შედეგზე იქნება დამოკიდებული.
გერმანული კლუბის ხელმძღვანელებს მალე პოლონელი თავდამსხმელის აგენტი პინი ზაჰავი უნდა შეხვდეს და “ბარსელონაც” სწორედ ამას ელოდება. ზაჰავის “ბარსას” პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა აქვს და მოსალოდნელია, რომ ტრანსფერის განხორციელებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
ამ ეტაპზე მთავარი პრობლემა “ბაიერნის” მიერ მოთხოვნილ და “ბარსას” მიერ დასახელებულ თანხებს შორის თანხვედრის არარსებობაა. 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “ბლაუგრანა” 40 მილიონის გადახდას გეგმავს, მიუნხენელებს კი მეტის მიღება სურთ.




დარვინ ნუნიესზე უნდა იჩალიჩონ მე ძაან მომწონს ეგ ბიჭი
ისე ბარსას რაც აკლია წინ არის ფინიში და ამ კრიზისში საჯარიმოში ამაზე კარგ ფინიშერს ვერ ნახავენ, მთავარია დაბალ ხელფასს დათანხმდეს და ტრანსფერიც იაფი გამოვიდეს სხვა შემთხვევაში თუ ახალგაზრდა ჰალანდის ან ნუნიესის ფასი ჯდება რად გვინდა როო ?? მე მაინც მოძრავ ფორვარდს ვემხრობი როგორებიც იყვნენ : ეტოო, ვილია, სუარესი . მსგავსი კი არის ნუნიესი .
დესტი და 20 ლიმონი არ აწყობთ?! კარგი ვარიანტი მგონია
ან დესტი+დემბელე
მარჯვენა ფლანგზე ფერანი გადაიწევს, მაინც საცოდაობაა მაგისი იქეთა ფლანგზე ფაფხური
სანამ ანსუ ბოლომდე მოიხოდება, კი იქნება პოლონელი წინა ხაზზე
საუბარია კაცზე, რომელმაც ბოლო 3 სეზონში, ნაკრების ჩათვლით მიითვალა 171 გოლი და 33 ასსისტი;
ჰოდა მოდი დავიწუნოთ ასაკის გამო
მაგათ დესტი აინტერესებდათ და მივცეთ, თუ უნდათ ლანგლეც დაუმატონ და მორჩა ბაზარი.
მეც მაგას მიგრძნობს გული 😬
ამას ბურთი ვინმემ ხომ უნდა მიუტანოს? მინიმუმ მესი უნდა გყავდეს გუნდში რომ ეს პასებით მოამარაგო და მერე კი შეასრულებს.
არ ვიცი ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ ეს კითხვები მაქვს რაც დავსვი.
საერთოდ ერთ სისულელეს რომ იტყვი ან გააკეთებ მერე ერთი 10 სისულელე უნდა თქვა ან გააკეთო რომ ის ერთი გამოასწორო.
მესი გაუშვა ლაპორტამ, იფიქრა ახალ ეპოქას დავიწყებო როგორც ადრეო მაგრამ არ გამოსდის და ეხლა მიედ-მოედება.
მშურს თქვენი ვინც ძალიან ოპტიმისტურად ხართ განწყობილი შემდეგ სეზონისთვის. ნეტავ ვცდებოდე მაგრამ რეალის, ატლეტიკოს, ვალენსიას დამარცხებით დიდი იმედი მომეცა არა მარტო მოგების გამო არამედ თამაშის ხარისხის გამო მაგრამ ბოლო თამაშებმა ისევ მეძროხესთან დაგვაბრუნა. თუმცა ოპტიმიზმი კარგია და ყოჩაღ ვინც ასე ხართ.
ბოლო თამაშებმა არ უნდა დაგვგრუზოს. სეზონი დასრულებულია, პირველადი მიზანი რაც იყო ის აღსრულდება უდაოდ. (ოთხეულში ადგილის შენარჩუნება და ლიგაზე გასვლა) თამაშის ხარისხს რაც შეეხება, ვფიქრობ გადაღლილობის ბრალია. ჩავიმ სწორ გზაზე დააყენა გუნდი და პროგრესირებაც უმალ დაიწყეს. სასოწარკვეთილებას არ უნდა მივეცეთ. ლივერპულიც ჩვენს მსგავსად იყო კლოპი რომ მივიდა და მყისვე არც მას ჩაუტარებია სასწაულები. აცადეს და შედეგს ყველა მშვენივრად ვხედავთ. ამიტომ მოვითმინოთ, წინა მწვრთნელებისგან განსხვავებით ჩავიმ ნამდვილად იცის როგორ უნდა ათამაშოს ეს გუნდი და დარწმუნებული ვარ 2-3 წელში ტრებლზეც გავიწევთ.
ლევანა რომ კარგია ამაზე ვინ დაობს მაგრამ 33 წლის არის, 3 წლიანი თუ გაუფორმეს და თან 40 გადაიხადეს, პლიუს ხელფასი, არ ჯობია ახალგაზრდა ტალანტები ეძებონ ბრაზილიაში ან არგენტინაში? მესი და სუარესი გაუშვეს არ ვიცი, მგონი იმათი უპატივცემლობაც იქნება ამის მოყვანა.
ამას ბურთი ვინმემ ხომ უნდა მიუტანოს? მინიმუმ მესი უნდა გყავდეს გუნდში რომ ეს პასებით მოამარაგო და მერე კი შეასრულებს.
არ ვიცი ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ ეს კითხვები მაქვს რაც დავსვი.
საერთოდ ერთ სისულელეს რომ იტყვი ან გააკეთებ მერე ერთი 10 სისულელე უნდა თქვა ან გააკეთო რომ ის ერთი გამოასწორო.
მესი გაუშვა ლაპორტამ, იფიქრა ახალ ეპოქას დავიწყებო როგორც ადრეო მაგრამ არ გამოსდის და ეხლა მიედ-მოედება.
მშურს თქვენი ვინც ძალიან ოპტიმისტურად ხართ განწყობილი შემდეგ სეზონისთვის. ნეტავ ვცდებოდე მაგრამ რეალის, ატლეტიკოს, ვალენსიას დამარცხებით დიდი იმედი მომეცა არა მარტო მოგების გამო არამედ თამაშის ხარისხის გამო მაგრამ ბოლო თამაშებმა ისევ მეძროხესთან დაგვაბრუნა. თუმცა ოპტიმიზმი კარგია და ყოჩაღ ვინც ასე ხართ.
სამი წელი კი არა დორტმუნდიდან მოყოლებული ტოპ კლასის ფორვარდია და ბოლო 3-4 წელია ერთ-ერთი საუკეთესო თუ საუკეთესო არა.
ნუ კლასი და საშემსრულებლო დონე ეჭვს არ იწვევს;
დალშე ვნახოთ