workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-რაიო | მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-რაიო | მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს “ბარსელონა” იმ უპირატესობის გამოყენებას შეეცდება, რომელიც კონკურენტებთან შედარებით აქვს. კატალონიური გუნდი ლა ლიგის 21-ე ტურის გადადებულ შეხვედრას ჩაატარებს. “ბლაუგრანას” მეტოქე “რაიო ვალიეკანო” იქნება.

დღეს მოგების შემთხვევაში ჩავი ერნანდესის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს თითქმის გაინაღდებს და მე-2 ადგილის შენარჩუნებისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

სათამაშო ფორმა

ბოლო დროს “ბარსელონას” თამაში აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს. “აინტრახტთან” და “კადისთან” საშინაო წაგებების შემდეგ “ბლაუგრანამ” “სოსიედადთან” სტუმრად კი მოიგო, მაგრამ თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელი არ იყო. როგორც ჩანს, ფეხბურთელები გადაიღალნენ, რის გამოც დღეს როტაციას უნდა ველოდოთ.

“რაიოს” ძალიან ხანგრძლივი მოუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც გასულ ტურში “ესპანიოლთან” გასვლითი გამარჯვებით დასრულდა. მადრიდელებს მანამდე 12 მატჩში არ მოეგოთ.

დანაკლისი

“ბარსელონაში” სიახლე არაა და იმის გათვალისწინებით, რომ “სოსიედადთან” მატჩში მცირე დაზიანება არაერთმა მოთამაშემ მიიღო, ეს კარგი ამბავია. ჩავის გუნდს ტრადიციულად ფატი, პედრი, რობერტო და უმტიტი არ ეყოლება.

სტუმრებს ძირითადი ცენტრალური მცველი ესტებან საველიჩი და სათადარიგო ნახევარმცველი მარტინ მერკელანსი არ ეყოლებათ.

ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთთან 41-ე შეხვედრას ჩაატარებენ. წინა 40 დაპირისპირებიდან “ბარსელონას” 27 მოგება, 8 ფრე და 5 წაგება დაუგროვდა, ბურთების შეფარდება – 122-35.

2003-2021 წლებში “ბარსელონას” “რაიოსთან” ზედიზედ 14 თამაში ჰქონდა მოგებული, მაგრამ მიმდინარე სეზონის პირველ წრეში “ბლაუგრანა” ამ გუნდთან მადრიდში დამარცხდა, რამაც რონალდ კუმანის გათავისუფლება გამოიწვია.

“კამპ ნოუზე” გამართული 19 შეხვედრიდან მასპინძლებმა 16 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს. 2001 წლის შემდეგ ამ გუნდებმა ბარსელონაში 7 თამაში ჩაატარეს და ყველა “ბლაუგრანას” გამარჯვებით დასრულდა. არცერთ ამ შეხვედრაში “ბარსას” მეტოქისთვის სამ გოლზე ნაკლები არ გაუტანია.

არბიტრი

ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ თამაშის მთავარ არბიტრად 32 წლის ისიდრო დიას დე მერა ესკუდეროსი დანიშნა.

ასაკზეც ეტყობა, რომ დიას დე მერა დიდი გამოცდილების მქონე მსაჯი არაა. მან ესპანეთის მე-3 დივიზიონში მსაჯობა 2014 წელს დაიწყო, პრიმერა დივიზიონში კი მხოლოდ მეორე სეზონს ატარებს.

ლა ლიგაში დე მერას აქამდე 36-ჯერ უმსაჯია. ის მატჩში საშუალოდ 25.6 ჯარიმასა და 0.53 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ხოლო ფეხბურთელებს 5.28 ყვითელ და 0.28 წითელ ბარათს უჩვენებს. როგორც ხედავთ, ახალგაზრდა არბიტრი საკმაოდ მკაცრი მსაჯობითაა გამორჩეული. ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის ის ყვითელი ბარათების ჩვენების სიხშირით მეექვსე, ხოლო წითელ ბარათებში მეოთხე ადგილს იკავებს.

“ბარსელონას” მატჩში ესკუდეროსს აქამდე მხოლოდ ორჯერ უმსაჯია და კატალონიელებმა ორივე ეს თამაში საკუთარ კედლებში ანგარიშით 3-0 მოიგეს. ამ შეხვედრებში დე მერას წითელი ბარათი არ უჩვენებია, თერთმეტმეტრიანი კი ერთხელ დანიშნა (“ბარსას” სასარგებლოდ).

“რაიოს” შეხვედრა ამ არბიტრს 9-ჯერ განუსჯია. მადრიდელებს 2 მოგება, 3 ფრე და 4 მარცხი დაუგროვდათ. 4 წითელი ბარათიდან 3 “რაიოს” ფეხბურთელებზე მოდის, 4 თერთმეტმეტრიანი კი გუნდებზე თანაბრადაა გადანაწილებული.

გამორჩეული ფეხბურთელი

“რაიოს” საუკეთესო ბომბარდირი სერხი გვარდიოლაა, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში 6 გოლი აქვს გატანილი. ამ ფეხბურთელს “ბარსელონასთან” ერთი საინტერესო ისტორია აკავშირებს. 2015 წელს ის “ბარსა ბ-მ” დაიმატა, მაგრამ რამდენიმე საათში გუნდიდან გააგდო. ამის მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელს ძველი პოსტები ამოუქექეს, რომლებშიც ის კატალონიას შეურაცხყოფას აყენებდა.

ასევე უნდა აღვნიშნოთ არგენტინელი შემტევის, ოსკარ ტრეხოს შედეგიანობა. მის ანგარიშზე უკვე 9 საგოლე გადაცემაა. ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ქარიმ ბენზემასა და უსმან დემბელეს აქვთ.

სტატისტიკა

  • “რაიოს” 12 თამაშიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც წინა ტურში დასრულდა;
  • “ბარსელონას” “რაიოსთან” მოგებათა 14 თამაშიანი სერია ჰქონდა, რომელიც ამ გუნდების წინა დაპირისპირებაში დასრულდა;
  • ამ გუნდებს შორის “კამპ ნოუზე” გამართულ ბოლო 7 თამაშში “ბარსელონა” მინიმუმ 3 გოლის გატანას ახერხებდა;
  • ამ გუნდების ბოლო 7 დაპირისპირებიდან ექვსში გოლი ორივეს გაჰქონდა;
  • “ბარსელონასა” და “რაიოს” ბოლო 5 დაპირისპირებიდან ოთხში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ამ გუნდების ბოლო 7 დაპირისპირებაში “ბარსელონა” კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
  • “ბარსელონა” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში მეტოქეს ანგარიშის გახსნის საშუალებას აძლევდა;
  • “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “რაიოს” ბოლო 9 თამაშიდან რვაში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • “რაიოს” ბოლო 5 თამაშში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.3 ანიჭებენ, რაც მოგების 77%-იან შანსს უდრის, “ბარსა” კი ასეთი თამაშების მხოლოდ 68%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

ხვალ ოქროს შესაძლებლობა გვაქვს, რათა ცხრილში მეორე ადგილი გავიმყაროთ იმ მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენზე ზეწოლას მოახდენს და რომელიც ირალასთან შესანიშნავად მუშაობს.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, გავი, ფ. დე იონგი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

რაიო (4-3-3): დიმიტრიევსკი, ბალიუ, სუარესი, კატენა, ფ. გარსია, ტრეხო, ვალენტინი, კომესანია, ისი, გვარდიოლა, ა. გარსია

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

რაიო (4-2-3-1): დიმიტრიევსკი, ბალიუ, მარასი, კატენა, ფ. გარსია, ვალენტინი, კომესანია, პალასონი, ნტეკა, ა. გარსია, გვარდიოლა

AS

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, გავი, ფ. დე იონგი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

რაიო (4-2-3-1): დიმიტრიევსკი, ბალიუ, სუარესი, კატენა, ფ. გარსია, ვალენტინი, კომესანია, ისი, ტრეხო, ა. გარსია, გვარდიოლა

პროგნოზი

  • Sportsmole: 2-1
  • Sportskeeda: 2-0
  • Squawka: 2-0

ტრანსლაცია

თამაში 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და Silksport.ge გთავაზობთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 13 აგვ 2022, 16:06
    #10

    heart_eyes თუ 41 თამაშში 28 ბარსამ მოიგო და 8 ფრედ დაასრულა, მაშინ 5 წაუგია 6 კი არა.. თუ მე ვერ დავითვალე სწორედ??? :::დდდდდ

  • DesmondHume
    schedule 13 აგვ 2022, 16:03
    #9

    წელს ბევრ გუნდს უნდა გავცეთ პასუხი და რაიოა პირველი რიგში. 2019ის მერეა ლა ლიგაში არ მოგვიგია ამათთვის და დღეს მოგება კიარა უნდა ამოიტენოს ეგ გუნდი, ძაან გათამამდნენ :დდდდდდ

  • nika 54
    schedule 13 აგვ 2022, 15:23
    #8

    დიეგო კოშტას დარეგისტრირება ვერ მოასწრეს თუ გადაიფიქრეს მოყვანა.

  • ანდალუზია
    schedule 13 აგვ 2022, 14:07
    #7

    წარმატებები ბარსელონას და ბევრი ლამაზი თამაში და ბევრი მოგება ჩვენ⚽️

  • Albicelecte
    schedule 13 აგვ 2022, 13:23
    #6

    შარშანდელი 2 მარცხის შემდეგ, დასასჯელია ეს გუნდი და თანაც დიდი ანგარიშით ამოტენვას იმსახურებს;
    განაჩენი გამოტანილია

  • CGH10
    schedule 13 აგვ 2022, 12:45
    #5

    DonQuixote29,

    ციტატა: BARC4ever
    პრემიერ ლიგის თამაშები როგორ ვნახო?


    https://sportshub.stream/

    ციტატა: DonQuixote29
    ვინც იცით, საზღვარგარეთიდან როგორ შეიძლება ყურება?


    https://sportshub.stream/

  • BARC4ever
    schedule 13 აგვ 2022, 12:22
    #4

    პრემიერ ლიგის თამაშები როგორ ვნახო?

  • DonQuixote29
    schedule 13 აგვ 2022, 11:35
    #3

    ვინც იცით, საზღვარგარეთიდან როგორ შეიძლება ყურება?

  • Don_Andresito
    schedule 13 აგვ 2022, 10:24
    #2

    მარჯვნივ მე მგონია რობერტოს ან დესტს დააყენებს

  • nika 54
    schedule 24 აპრ 2022, 15:21
    #1

    ასე თუ ისე მე მგონი ამ თამაშსაც როგორმე დავამთავრებთ 3 ქულით. ცავის კი ძალიან ბევრი სამუშაო აქვს, ეს ძლივს შეკრული გუნდი ისევ იშლება ნელნელა.