ხვალ, თბილისის დროით, 23:30 საათზე “ბარსელონა” “რეალ სოსიედადს” დაუპირისპირდება.
ჩავი ერნანდესმა “რეალ სოსიედადთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა::
“სოსიედადი” “კადისგან”, “აინტრახტისა” და “ლევანტესგან” განსხვავებული მეტოქეა. ეს ძალიან კარგი გუნდია შესანიშნავი მწვრთნელით. რთული დაპირისპირება იქნება.
ხვალ მორიგი ფინალია, ექვსქულიანი თამაში იქნება. “სოსიედადი” ჩვენი პირდაპირი ოპონენტია.
“ლევანტესთან” კარგები ვიყავით, მოსაგებად ვითამაშეთ. “აინტრახტთან” დაპირისპირებები ცუდი გამოდგა, “კადისთან” თამაში კი მენტალური ჩავარდნა იყო.
ლა ლიგის მოგება თითქმის წარმოუდგენელია. ჩვენ გვეგონა, რომ ტიტულისთვის ბრძოლა შეგვეძლო, ახლა კი მეორე ადგილზე გასვლისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რაც ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის სუპერ თასზე თამაშის საშუალებას მოგვცემს.
პიკეს საუბრის ჩანაწერები? ჟერარი ძალიან ექსტრავერტი, გახსნილი პიროვნებაა, მას მოსწონს, როდესაც ხალხი მასზე საუბრობს. ამ მხრივ ძალიან განვსხვავდებით, მე მირჩევნია, შეუმჩნეველი ვიყო. ის საუბრისას უფრო კონტროვერსიულია.
გასულ თამაშებში ჟერარი ძალიან გვაკლდა.
ყველაფერი უნდა გაიღო და კარგი ფეხბურთი ითამაშო. მეორე ადგილისთვის ბრძოლა “ბარსასთვის” ნორმალური მიზანი არაა, მაგრამ ჩვენი რეალობა ესაა. ფეხბურთელებს რწმენის ნაკლებობასა და მენტალიტეტზე მივანიშნე, ეს აღარ უნდა განმეორდეს.
პიკეს პირდაპირ ეთერს თამაშის შემდეგ, არ შევუწუხებივარ. მას კარგად ვიცნობ და ვიცი, როგორ უნდა ვმართო.
ფეხბურთელებზე გაბრაზებული არ ვყოფილვარ. მათ საკუთარ შეცდომები მკაფიოდ ავუხსენი.
როგორ მივცემ ფანებს მოტივაციას? კარგი თამაშითა და მეორე ადგილისთვის ბრძოლით. შესაძლოა, ეს სასურველი პოზიცია არაა, მაგრამ გვინდა, რომ გულშემატკივრები ჩვენკენ იყვნენ.
მსაჯები? მათ პატიოსნებას ვენდობი. ამ საკითხზე არ ვწუხვარ. ხანგრძლივ პერსპექტივაში, ბალანსი ყველასთვის თანაბარი ხდება. მინდა, ასე ვიფიქრო.
როდესაც ლაპორტამა და ალემანიმ მწვრთნელად დამნიშნეს, მიზანი ძალიან მკაფიო იყო – შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა. ახლა სწორედ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ.
პიკესა და რუბიალესს ვიცნობ და ვფიქრობ, ისინი ყველასთვის საუკეთესოს ეძებენ. მინდა, ასე ვფიქრობდე. ეთიკურია თუ არა ეს – რთული საკითხია. მაგრამ ვფიქრობ, რაც მათ გააკეთეს, ყველასთვის კარგია.
ჩვენ რამდენიმე დიდი გუნდი დავამარცხეთ: “რეალი”, “ნაპოლი”, “ვილიარეალი”, “ატლეტიკო”, “სევილია”. კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
დესტმა “კადისთან” კარგი შეხვედრა ჩაატარა. ალვესს არ უთამაშია, რადგან დისკომფორტი ჰქონდა. მან “ლევანტესთან” კოჭი გაიჭიმა, განაცხადში კი იმიტომ მოხვდა, რომ მე ვთხოვე.
პედრი ჩვენთვის საციცოცხლო მნიშვნელობის ფეხბურთელია, ერთ-ერთი იმ ნახევარმცველებს შორის, რომელთაც ჩვენი იდეა საუკეთესოდ ესმით. გონსალესი დიდი დანაკლისია, ისევე, როგორც ანსუ.
ერიკ გარსია საყრდენად? არა, ეს არ გვიცდია. მსგავსი იდეა გვქონდა, თუმცა არ განგვიხორციელებია.
ზოგჯერ “კადისის” მსგავს მეტოქეებთან თამაშებს მარტივად ვუყურებთ და ფეხბურთელები ეშვებიან. მათ იცოდნენ, რომ 2-3 საგოლე შანსი ექნებოდათ და იფიქრეს, რომ მათ გამოიყენებდნენ.
მგონია რომ მოიგებენ, გამოფხიზლდნენ უკვე დროა
ტერ შტეგენი
ალვეში-არაუხო-პიკე-ალბა
ნიკო-დე იონგი-გავი
დემბელე-ობამეიანგი-ფერან ტორესი
პიკე-გარსია
ალვეში-დესტი
ფერან ტორესი-დეპაი
ობამეიანგი-ლ.დე იონგი
დემბელე-ადამა
Sharshan kumanis barcati 6 1 movuget
ჭირდება გუნდს ახალი სისხლი აუცილებლად , არაუხო მოედანზე ყველას მუხტს აძლევს და პუიოლს გავს მაგ მხრივ რაღაცით , მსგავსად იქცევა ბოლოს უკვე პიკეც და ძალიან კარგია , ალვეშს და ობას მხიარული გარემოს შექმნა შეუძლიათ , ბუსკეცი გენიოსი და ჩუმია , პედრი მაგალითია სხვებისთვის , ბალანსი გასახდელში მგონია რომ დაცულია და ხავიც კარგად საუბრობს მუხტს აძლევს ბიჭებს , უბრალოდ ბევრი ახალგაზრდა გვყავს , რომლებიც ისწავლიან და სწორი ტრანსფერებით და სათანადო მოტივაციით ეს გუნდი ბევრს მიაღწევს , ხვალ კი მგონია რომ მოვიგებთ , მეტოქეს სწორად და კარგად დააფასებენ , მიწაზე დაენარცხნენ , გაკვეთილი ისწავლეს და ახლა მგონია რომ ყველა შეხვედრაში მაქსიმუმს დადებენ , ფატიც დაბრუნდება და ახალ მუხტს შემოიტანს ასე რომ ჯერ სასიხარულო დღეები წინაა
ლენგლე უნდა დაკლათ და რიტუალი უნდა ჩაატაროთ; რომ დაცვის ცენტრალურ ზონას რამე ეშველოს… ალბას 100 შოლტი ზურგზე და ვირზე უკუღმა შემომჯდარს 100 წრე კამპ ნოუს გარშემო
ლოგიკურად რომ ვიფიქროთ გაგვიჭირდება მაგრამ რაღაც ამ ჩავარდნების შემდეგ გული მიგრძნობს რომ მოვიგებთ და თან თავისუფლად, თან დაცვის ცენტრიც დაგვიბრუნდა და მემგონი ჩავი ცეცხლზე შესვავს ამათ და დამუხტულებს გამოიყვანს მოედანზე, შეიძლება ეგრე არ იყოს მაგრამ მაინც გული მიგრძნობს რომ გადავუვლით, სადაც კუმანმა მოუგო ამათ იქ ჩავისაც შეუძლია მოგება, თავ ბევრად უკეთ
ხო ზუსტად მასეა, აინტრახტის მერე მოდუნებული დარჩათ დუნდულები და კადისსაც რაუნდოდა რო, ჩავის მე მჯერა ბოლომდე და დარწმუნებული ვარ შემდეგი ლალიგა მინიმუმ ბარსას ტრიუმფით დასრულდება.
სანაკრებო პაუზამ ფორმიდან ამოგვაგდო
ისე ამ ბოლო ხანებში ყველას,როგორ აერია პრიცელი ტო.ოხ ფატი ჯანზე იყოს და გოლების პრობლემაც,არ გვექნებოდა.
სოსიედადს ბეტისის წაგების შემდეგ მისი გასწრების და ლიგის საგზურისთვის ბრძოლის შანსი უჩნდება და დარწმუნებული ვარ ეგენიც მოიკლავენ თავს. ძალიან უნდა მოვინდომოთ რთული თამაში გველოდება.