workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბაიერნსა და ლევანდოვსკის აგენტს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება

ბაიერნსა და ლევანდოვსკის აგენტს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება

“ბაიერნი” რობერტ ლევანდოვსკის საკითხის გადაწყვეტას იწყებს.

მატეო მორეტოს ინფორმაციით, მიმდინარე თვეში პოლონელის აგენტს, პინი ზაჰავისა და მიუნხენურ კლუბს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება. მოლაპარაკებების მაგიდაზე ორი ვარიანტი განიხილება: კონტრაქტის გახანგრძლივება ან ფეხბურთლისთვის ფასის დადება.

წამყვანი გერმანული გამოცემების მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ ლევანდოვსკი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ დათანხმდება, “ბაიერნი” მას 40 მილიონ ევროდ შეელევა. 33 წლის შემტევის აგენტი დარწმუნებულია, რომ “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენს” ამ თანხის გადახდა შეუძლიათ.

კატალონიური კლუბი სიტუაციას აქტიურად აკვირდება. მას შემდეგ, რაც ერლინგ ჰოლანდის “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა ფაქტიურად გადაწყვეტილია, დიდი ალბათობით, “ბარსასთვის” პრიორიტეტი სწორედ ლევანდოვსკი იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • Fc Barca Batumi
    schedule 20 აპრ 2022, 17:55

    ბარსაში არ გაამართლებს კი არა იფრენს

  • shu1987
    schedule 20 აპრ 2022, 17:17

    ციტატა: VanillaSoul

    ციტატა: Adama11
    მგონია არ გაამართლებს რი გადმოვიდეს ეს წელი ბაიერნშიც არაფერია


    47 გოლი და 6 ასისტი არაფერია??? დაასკდეს ლევანდოვსკის ბენზემა-რონალდუ-მბაპეი და მესიანად სულ ყველა წელსაც.


    მერე დარწმუნებული ხარ ბარსელონაშიც იგივე შედეგიანობა ექნება ??? ლევანდოვსკი ბენზემასგან განსხვავებით შემქმნელი ნაკლებადაა უფრო ფინიშერია და სისწრაფე კიდე უფრო დაკარგული ექნება გაისად, ბუნდესლიგაშიც და ლიგა1-შიც ბევრს გაუბრწყინია მაგრამ ლალიგაში ვერა. ბარსას ჩემი აზრით ნუნიესი ან ლაუტაროს სტილის ფორვარდი ჭირდება მაქსიმალურად მოძრავი და მარტო საჯარიმოში მდგომი არა.

  • VanillaSoul
    schedule 20 აპრ 2022, 15:48

    ციტატა: Adama11
    მგონია არ გაამართლებს რი გადმოვიდეს ეს წელი ბაიერნშიც არაფერია


    47 გოლი და 6 ასისტი არაფერია??? დაასკდეს ლევანდოვსკის ბენზემა-რონალდუ-მბაპეი და მესიანად სულ ყველა წელსაც.

  • nika 54
    schedule 20 აპრ 2022, 15:46

    ეს პსჟ რა ყველგან ფიგურირებს არ წაიღო ტვინი?

  • დათო ჯავახიშვილი
    schedule 20 აპრ 2022, 14:57

    დარვინ ნუნიესი მგონია ბარსას სტილს მაგრად მოერგება.

  • Adama11
    schedule 20 აპრ 2022, 14:41

    მგონია არ გაამართლებს რი გადმოვიდეს ეს წელი ბაიერნშიც არაფერია

  • rivaldo80
    schedule 20 აპრ 2022, 13:04

    მიხედონ ერთმანეთს ლევანას ადგილო აქ არა და საერთოდ მორიგი ჭორი მგონია