“კადისთან” გასამართი შეხვედრა სერჟი ბუსკეტსისთვის ისტორიული იქნება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” კაპიტანი დღეს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისურით 674-ე შეხვედრას ჩაატარებს, რითაც ანდრეს ინიესტას გაუთანაბრდება და კლუბის ისტორიაში მესამე ადგილზე გადაინაცვლებს.
“ბარსას” ისტორიაში ყველაზე მეტი, 778 თამაში, ლიონელ მესის ეკუთვნის, მეორე ადგილზე კი გუნდის ამჟამინდელი თავკაცი, ჩავი ერნანდესია 767 თამაშით.




ეეეჰ მესი ხავი ინიესტა ბუსკეცი ესენი მოგვცა 25-30 წლის ასაკებში
რა მაგარი სტატისტიკაა უბრალოდ🤤😍
ეჰ ბუსი რა დაუფასებელი ლეგენდაა😕, რო წავა მერე მიხვდებიან მაგის ფასს
მაღარიჩი ეკუთვნის ბუსკეტს.