მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დებიუტანტები და გოლეადორები

დებიუტანტები და გოლეადორები

ალექსისმა და ფაბრეგასმა პრიმერაში დებიუტი გოლებით აღნიშნეს. 2004-2005 წლებში ზუსტად ასეთივე დებიუტი ჰქონდათ ჟიულის და ეტო’ოს. ბოლო პერიოდში “ბარსას” ახალწვეულებს სადებიუტო მატჩებში გოლების გატანა გამოსდით. ამის მაგალითებად ვილია და იბრაჰიმოვიჩიც გამოდგებიან.

 

ლა ლიგის პირველ ტურში გოლის გატანა ჯერ ფაბრეგასმა, ხოლო ოდნავ მოგვიანებით ალექსის სანჩესმა შესძლო.

 

საინტერესო ფაქტია, რომ ფრანკ რაიკაარდის მწვრთნელობის მეორე წელს ანალოგიური სიტუაცია იყო. ზაფხულის შენაძენებმა, ლუდოვიკ ჟიულიმ “მონაკოდან” და სამუელ ეტო’ომ “მალიორკადან” დებიუტშივე შესძლეს გოლების გატანა. მათ “რასინგის” კარი აიღეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 0:2.

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და დავიდ ვილიამაც პრიმერაში თავიანთი დებიუტი გოლებით აღნიშნეს. შვედმა მესამე გოლი გაუტანა “სპორტინგს” (3:0), ხოლო ასტურიელმა ფორვარდმა “რასინგის” კარი აიღო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში