დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში მარტინ ბრეითუეიტი “ბარსელონაში” აღარ ითამაშებს.
Sport-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი გეგმავს, დანიელი ფეხბურთელი ზაფხულში ერთი სეზონით იჯარით გაუშვას, შემდეგ კი იგი პერმანენტული ტრანსფერით გაასხვისოს.
30 წლის თავდამსხმელს ესპანური კლუბები ეპატიჟებიან. Sport-ის ცნობით, “ბლაუგრანას” “ვალენსია” და “სელტა” დაუკავშირდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩავი ერნანდესი ბრეითუეიტის პროფესიონალიზმს აფასებს, დანიელი სათამაშო დროს არ იღებს. მარტინს “ბარსასთან” კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.




ნახვამდის, გააგდეთ😆😆
ტიპმა დღესაც არ იცის, როგორ მოხვდა ბარსაში. ბედი ამას ქონია თუ ქონია.
ამ სეზონში რა აღარ აპირებს თამაშს? ვნახოთ რას იზავს.
ცუდ დროს დაიმტვრა. სოსიედადთან პირველ თამაშში ისეთ ხოდზე იყო მეგონა ბომბარდირობაზე გაიწევდა(ეს ხუმრობით). ევროც მაგრად ჩაატარა ისე. არაა ცუდი ფორვარდი, რაც მთავარია შრომისმოყვარეა
აბა ჰე ლომო.შენც და ლუკ დე იონგმაც თავი შეგვაყვარეთ,თქვენი პროფესიონალიზმით.