workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ბარსელონას კლუბის წევრობა უკვე ელექტრონულად შეგიძლიათ

ოფიციალურად: ბარსელონას კლუბის წევრობა უკვე ელექტრონულად შეგიძლიათ

სიახლე, რომელსაც “ბარსელონას” გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან ელოდნენ. ამიერიდან “ბარსელონას” ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია, კლუბის წევრი დისტანციურად, ონლაინ ფორმის შევსებით გახდეს.

2021 წლის ივლისამდე “ბარსელონაში” გაწევრიანება შეეძლოთ მხოლოდ 14 წლამდე პირებს, ან პირებს, რომელთა პირველი ან მეორე ხარისხის ნათესავი კლუბის წევრი იყო, ან პირებს, რომლებიც 3 წლის განმავლობაში ფლობდნენ ფანკლუბის (მათ შორის ჩვენი, ბარსამანიას ფანკლუბის) წევრობის ბარათს ან Commitmend Card-ს. ეს შეზღუდვები სანდრო როსელისა და ჟოზეპ-მარია ბართომეუს მმართველობის დროს დაწესდა.

წინა ზაფხულში “ბარსამ” ეს შეზღუდვები მოხსნა, მაგრამ კლუბის წესდების თანახმად აუცილებელი იყო, რომ წევრობის მსურველი “კამპ ნოუს” ოფისში მისულიყო. გასული წლის ოქტომბერში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე წესდების ეს ნაწილი შეიცვალა და შესაძლებელი გახდა, გულშემატკივარი კლუბის წევრი ელექტრონულადაც გამხდარიყო. რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებული ტექნიკური სამუშაოების შემდეგ კი “ბარსელონამ” სიახლე საბოლოოდ დანერგა.

“ბარსელონას” წევრობის ღირებულება

კლუბის წევრობის ერთი წლის საფასური 5 წლამდე პირებისთვის არის 46 ევრო, 6-დან 14 წლამდე პირებისთვის 97 ევრო (წელს, ვინაიდან წელი უკვე დაწყებულია, 73 ევრო), ხოლო 14 წელზე უფროსი პირებისთვის 195 ევრო (წელს, ვინაიდან წელი უკვე დაწყებულია, 146 ევრო).

როგორ გავწევრიანდეთ?

გასაწევრიანებლად ონლაინ ფორმის შევსება ამ გვერდზე შეგიძლიათ.

რატომ გავწევრიანდეთ?

წევრობის საფასური ქართული რეალობისთვის საკმაოდ მაღალია და მის სანაცვლოდ კლუბმა შესაბამისი სარგებელიც უნდა შემოგვთავაზოს. “ბარსელონას” წევრობა მოიცავს შემდეგს:

  • გაწევრიანებიდან ერთი წლის შემდეგ კლუბის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მიღების უფლებას;
  • გაწევრიანებიდან ერთი წლის შემდეგ კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას;
  • “ბარსელონას” წევრობის დამადასტურებელ ბარათს;
  • ფასდაკლებებს “კამპ ნოუს” ბილეთებზე;
  • მაღალი მოთხოვნის თამაშებზე (მაგალითად “ელ კლასიკოზე”) ბილეთების წინასწარ გაყიდვაში მონაწილეობის მიღების უფლებას;
  • ფასდაკლებებს “ბარსელონას” მუზეუმის ტურზე;
  • ფასდაკლებებს “ბარსელონას” ოფიციალურ მაღაზიაში როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ შესყიდვის დროს;
  • “ბარსელონას” გასვლით თამაშებზე დასწრების შესაძლებლობას;
  • Barca TV+ უფასოდ.

იგეგმება, რომ მალე კლუბის წევრებს Spotify-ს პრემიუმზე ფასდაკლებებიც ექნებათ.

მთავარი სარგებელი კი ალბათ მაინც ისაა, რომ “ბარსელონას” მესაკუთრეები კლუბის წევრები არიან და კლუბთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სწორედ ისინი იღებენ. ამიერიდან ამის საშუალება საქართველოდანაც გვეძლევა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • La Pulga10
    schedule 13 აპრ 2022, 16:22
    #8

    ბარათებზე რა ხდება კაცო?არ გავიდა დრო?

  • riva
    schedule 13 აპრ 2022, 15:27
    #7

    ციტატა: totti10
    საერთოდ სტატია წაიკითხეთ??? თუ წაიკითხეთ აზრის გამოტანა ასეთი რთულია? სადმე წერია თვეში 200 ევროო? წელიწადში 200 ევრო, ასევე მე ის არ მომ წონს ვიღაც ბანგლადესელი რომ დარეგისტრირდება აქ და როგოც ადრე ხდებოდა ხმათა უმრავლესობით ფეხბურთელების მოყვანა და კაი ამბებიც რომ დაიჭირა გუნდმა და დაედო 2 მილიარდამდე ვალი კი დავინახეთ, ისეთ რამეებში არ უნდა შეეძლოს ეგეთებს, მეთქი ასე თუ ისე გამსოწორდა ეგ პრობლემათქო და პირიქით უარეს შვებიან, ახლა ვიღაც ჩIნელი ან მაროკოელი დარეგისტრირდება და მიცემს ხმას ვიღაც უაზრო კანდიდატს ან სატრანფერო ხმები რომ იქნება თავის კანდიდატს და ისევ იმ კრუზე გავლენ, დიდი იმედი მაქვს ასე არ მხოდება და იქნება როგორც ყველა ნრმალურ გუნდშია ტრენერი რომ წყვეტს ვინ უნდა წავიდეს დ ავინ მოვიდეს

    ტრანსფერებს არ წყვეტენ წევრები

  • BEQA BARCA
    schedule 13 აპრ 2022, 15:06
    #6

    ციტატა: JustBarcaLover
    ესენი ხო მთლად გამო@ლევდნენ ამათ რა გონიათ თვეში ამხელა თანხის გადახდა მარტივია?!! ყველას არააქ მაგდენი ფული ფუ ამათი დედა…


    კარგად დააკვირდი ერთი წლის თანხებია მითითებული..

  • barcaman
    schedule 13 აპრ 2022, 14:16
    #5

    ციტატა: Futbol Club Barcelona

    ციტატა: nika 54
    "ბარსელონას" გასვლით თამაშებზე დასწრების შესაძლებლობა"
    ეს პუნქტი ძალიან მომეწონა, ანუ თბილისში რო მოუწიოს კიდევ თამაში ბილეთს მაშოვნინებენ?


    კი, თუ 200 ევროს გადაიხდი თვეში საწევროს ბილეთს გაყიდინებენ თბილისში თუ მოუწიათ თამაში მაგასაც ალბათ ასე სადღაც 200 ევროდ 🙂


    თვეში არა, წელიწადში

  • Iniesta_8
    schedule 13 აპრ 2022, 13:59
    #4

    ბარსელონას რაც უქნა ბართომეუმ იმას უშვება ბაიერნის ახლანდელი პრეზიდენტი ბავარიას. იდეალური გუნდი იყო ბაიერნი 2020 წელს თავისი ძირითადით, ზამენებით და მწვრთნელით. იმის მაგივრად რომ რამენაირად შეენარჩუნებინიათ ეგ გუნდი ჟმოტობა დაიწყეს და ფლიკი გააგდეს. ხოდა მოეხნათ პატრონი, ძაან კაი, ეგრე იცის ტრაკის თამაშმა.

  • NEYBarca
    schedule 13 აპრ 2022, 13:20
    #3

    ციტატა: ROUCH
    ჯერ ერთი ძვირია ჩვენ პირობებში. მერე ათასი დიშლა რო დაემატოს და ვიღაც არასწორი კუტუ აირჩიონ პრეზიდენტად. ან ისეც რაღაც გადაწყვეტილებებში არასწორი მხარე დააფიქსირონ. ამ ღორ კაცს ლიჟბი ფული აშოვინე და ტრა*საც მიცემს მეთქი რო ვთქვუ სხვა სტატიებზე აჰა კიდე ერთი მტკიცებულება. ეხლა ვიღაცამ 2-3მილიონი რო დახარჯოს და იმპიჩმენტი ააწებოს დუნდულებზე რას ვიღადავებ


    200 ევროს ღადავისთვის სხვა გუნდის გულშემატკივარი არ გადაიხდის. იფიქრებს მე რო ვიღადავო ეგ ზღვაში წვეთი იქნება და საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ იქონიებს. ნამდივლი გულშემატკივარი კიდე მერწმუნე არასწორს არავის აირჩევს :))

  • ROUCH
    schedule 13 აპრ 2022, 12:28
    #2

    ჯერ ერთი ძვირია ჩვენ პირობებში. მერე ათასი დიშლა რო დაემატოს და ვიღაც არასწორი კუტუ აირჩიონ პრეზიდენტად. ან ისეც რაღაც გადაწყვეტილებებში არასწორი მხარე დააფიქსირონ. ამ ღორ კაცს ლიჟბი ფული აშოვინე და ტრა*საც მიცემს მეთქი რო ვთქვუ სხვა სტატიებზე აჰა კიდე ერთი მტკიცებულება. ეხლა ვიღაცამ 2-3მილიონი რო დახარჯოს და იმპიჩმენტი ააწებოს დუნდულებზე რას ვიღადავებ

  • nika 54
    schedule 13 აპრ 2022, 12:19
    #1

    "ბარსელონას" გასვლით თამაშებზე დასწრების შესაძლებლობა"
    ეს პუნქტი ძალიან მომეწონა, ანუ თბილისში რო მოუწიოს კიდევ თამაში ბილეთს მაშოვნინებენ?