workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერიკ გარსიას პროგრესი

ერიკ გარსიას პროგრესი

გუშინ “ბარსელონამ” ლა ლიგის 31-ე ტურში “ლევანტე” სტუმრად, 3-2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ, აკიდებული პენალტის (რომელიც მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოიგერია) მიუხედავად, ერიკ გარსიამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

Mundo Deportivo-ს თქმით, 21 წლის მცველმა ჟერარ პიკეს დანაკლისი იდეალურად შეავსო, თავისი ხასიათი აჩვენა, დაცვაში შესანიშნავად გამოიყურებოდა და ბურთს ძალიან კარგად ანაწილებდა.

საინტერესოა, რომ გარსიას “ლევანტეს” წინააღმდეგ ყველაზე მეტი ჩაჭრა და ვარდა დაუგროვდა და, ამასთან, დუელების უმეტესობა მოიგო.

ერიკი, როგორც ცენტრალური მცველი, სწრაფი ტემპებით განვითარებას განაგრძობს და “ბარსაში” მრავალი წელი დარჩება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • Barca1980
    schedule 11 აპრ 2022, 21:43

    ციტატა: Bakero

    ციტატა: XAVI 6-8

    ციტატა: Barca1980
    კრისტენსენი ისე დაჩაგრა რეალმა და კერძოდ , ბენზემამ , ცოტა დამაფიქრა მის შესაძლებლობებზე , თუმცა პრემიერლიგაში ძალიან საიმედო იყო ყოველთვის . იმედია ეს მხოლოდ კონკრეტული ერთი შემთხვევაა და მეტი არაფერი .


    სკამზე გამოდგება რო რამე არაუხო გარსია ძირითადში იქნებიან მთავარია ფლანგის მცველები მოიყვანონ და კრისტენსენიც რამეს იზავს🙃


    კი კი 100% ფლანგებზე გაცილებით გვიჭირს ვიდრე ცენტრში ორივე ფლანგის მცველი მარჯვენა/მარცხენა გვჭირდება

    ფლანგის მცველები ისეთი პრობლემაა , როგორ გადაწყდემა ეგ საკითხი , მართლა არ ვიცი . გუშინდელი თამაშის დროსაც გამოჩნდა , ფაქტიურად არ გვყავს და ცენტრიდან გაგვიჭირდა ძალიან შესვლა . გასტონ ავილა მართლა კარგი ვარიანტია , მაგრამ არგენტინის ბაზარს არ უყურებენ ეტყობა საერთოდ .

  • Bakero
    schedule 11 აპრ 2022, 21:20

    ციტატა: XAVI 6-8

    ციტატა: Barca1980
    კრისტენსენი ისე დაჩაგრა რეალმა და კერძოდ , ბენზემამ , ცოტა დამაფიქრა მის შესაძლებლობებზე , თუმცა პრემიერლიგაში ძალიან საიმედო იყო ყოველთვის . იმედია ეს მხოლოდ კონკრეტული ერთი შემთხვევაა და მეტი არაფერი .


    სკამზე გამოდგება რო რამე არაუხო გარსია ძირითადში იქნებიან მთავარია ფლანგის მცველები მოიყვანონ და კრისტენსენიც რამეს იზავს🙃


    კი კი 100% ფლანგებზე გაცილებით გვიჭირს ვიდრე ცენტრში ორივე ფლანგის მცველი მარჯვენა/მარცხენა გვჭირდება

  • XAVI 6-8
    schedule 11 აპრ 2022, 21:03

    ციტატა: Barca1980
    კრისტენსენი ისე დაჩაგრა რეალმა და კერძოდ , ბენზემამ , ცოტა დამაფიქრა მის შესაძლებლობებზე , თუმცა პრემიერლიგაში ძალიან საიმედო იყო ყოველთვის . იმედია ეს მხოლოდ კონკრეტული ერთი შემთხვევაა და მეტი არაფერი .


    სკამზე გამოდგება რო რამე არაუხო გარსია ძირითადში იქნებიან მთავარია ფლანგის მცველები მოიყვანონ და კრისტენსენიც რამეს იზავს🙃

  • Barca1980
    schedule 11 აპრ 2022, 20:01

    კრისტენსენი ისე დაჩაგრა რეალმა და კერძოდ , ბენზემამ , ცოტა დამაფიქრა მის შესაძლებლობებზე , თუმცა პრემიერლიგაში ძალიან საიმედო იყო ყოველთვის . იმედია ეს მხოლოდ კონკრეტული ერთი შემთხვევაა და მეტი არაფერი .

  • riva
    schedule 11 აპრ 2022, 18:17

    ციტატა: nika 54
    ამ პენალტებზეც რაღაცა უნდა გადაწყვიტონ, ასე არ გამოვა ყველა მსაჯი თავისებურად წყვიტავს იყო ხელი თუ არ იყო. ხო არ მოიჭრის ხელს ორი ნაბიჯიდან რო ხვდება. საერთოდ პენალტი ხელით თამაშზე ინიშნება და არა ხელში მოხვედრაზე.

    ერთი პერიოდი უფრო სამართლიანი იყო. ნებისმიერი ხელზე მოხვედრა ან თამაში პენალტი იყო და მკითხაობა არ სჭირდებოდა. ეხლა მიდი და არკვიე შეუცვალა თუ არა მიმართულება და რო არა ხელი მისდიოდა თუ არა მეტოქეს. ჯობია ისევ ისე იყოს. ყველა შემთხვევაზე ერთი მიდგომა მაინც იქნება

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 11 აპრ 2022, 16:56

    ძალიან მოუმატა♥️♥️

  • SHOTADEPAY9
    schedule 11 აპრ 2022, 16:40

    ფორმაში შედის და კარგია

  • nika 54
    schedule 11 აპრ 2022, 15:24

    ამ პენალტებზეც რაღაცა უნდა გადაწყვიტონ, ასე არ გამოვა ყველა მსაჯი თავისებურად წყვიტავს იყო ხელი თუ არ იყო. ხო არ მოიჭრის ხელს ორი ნაბიჯიდან რო ხვდება. საერთოდ პენალტი ხელით თამაშზე ინიშნება და არა ხელში მოხვედრაზე.

  • DesmondHume
    schedule 11 აპრ 2022, 15:21

    უი 21-ის ყოფილა, 23-24 რატო მახსოვდა. ამ ტემპით თუ განაგრძო განვითარება იდეალური იქნება <3 არაუხო გარსია კრისტენსენის სახით იმედია წლების განმავლობაში სოლიდური დაცვის ცენტრი გვეყოლება, მარა მეოთხეც გვინდა ვინმე უეჭველად.