workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ობამეიანგის კომენტარი ლევანტესთან მატჩის შემდეგ

ობამეიანგის კომენტარი ლევანტესთან მატჩის შემდეგ

“ბარსელონამ” “ლევანტე” სტუმრად მძიმე ბრძოლაში 3-2 დაამარცხა. 

“ბარსას” მხირდან პირველი გოლი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა, რომელიც მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარს აკეთებს:

პირველ ტაიმში ინტენსივობა გვაკლდა, მაგრამ მეორე ნახევარში ბევრად უკეთესები ვიყავით. როდესაც ინტენსიურები ვართ, თამაშს ვიგებთ.

უსმანი კარგად მიცნობს. როდესაც ის ფლანგზე ბურთს გაიგდებს, მე მომზადებული უნდა ვიყო, მაგრამ მე მეტის გაკეთება შემიძლია. პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშე, მეორეში კი ოდნავ გამოვასწორე. 

დემბელე კლუბში უნდა დარჩეს.

პენალტის ეპიზოდები კარგად არ მინახავს, თუმცა როდესაც მსაჯი მათ ნიშნავს, შენ ვეღარაფერს იზამ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • shu1987
    schedule 11 აპრ 2022, 12:03
    #8

    მიუხედავად გოლისა უსახურად ითამაშა, თუმცა ობამა მაინც კარგია.

  • Bakero
    schedule 11 აპრ 2022, 02:38
    #7

    ციტატა: me da barca
    არ მახსოვს ოდესმე თუ დანიშნულა ერთ თამაშში 3 პენალტი ბარსას კარში.


    სამჯერ გაისროლა მუნუერამ დაა……პერესს გაუცრუა იმედები joy joy joy

  • me da barca
    schedule 11 აპრ 2022, 01:59
    #6

    არ მახსოვს ოდესმე თუ დანიშნულა ერთ თამაშში 3 პენალტი ბარსას კარში.

  • Bakero
    schedule 11 აპრ 2022, 01:35
    #5

    ბიჯოო ეგ თუ შენი ძმაკაცია პასს საჯარიმოში შენზე რატომ არ აკეთებს ?!! მთელი თამაშის განმავლობაში 2 ! პასი გქონდა საჯარიმოს შიგნით ერთი შეაგდე (დემბელეს პასით) მეორე ააცილე (ტორესის პასით) ბურთს რატომ არ ითხოვ ცენტრში საჯარიმოში ?! rage

  • nika 54
    schedule 11 აპრ 2022, 01:24
    #4

    პირველ ტაიმში ინტენსივობა გვაკლდა, მაგრამ მეორე ნახევარში ბევრად უკეთესები ვიყავით. როდესაც ინტენსიურები ვართ, თამაშს ვიგებთ.
    მერე ვინ გიშლით ხელს, პირველ ტაიმშიც რო ინტენსიურები იყოთ? ჯობია პირველი ტაიმი ითამაშოთ ინტენიურად და მერე დაისვენოთ, ანგარიშს 2 ბურთით რო წაიყვანთ და არა ერთით როგორც დღეს.

  • DesmondHume
    schedule 11 აპრ 2022, 01:20
    #3

    ინტენსივობის ნაკლებობის გამო ჩაგდებული პირველი ტაიმები მოხშირდა ბოლო დროს. კიდევ კარგი შესვენებაზე ჩავი სწორ დარიგებებს იძლევა და მეორე ტაიმში გუნდი ცვლისხოლმე თამაშს. სტაბილურობა გვინდა, თორე დამაწყდა ნერვები, პირველი პენალიდან მოყოლებული ფეხზე ვიდექი და ზალაში რვიანებს ვხაზავდი :დდდდ

  • Iniesta_8
    schedule 11 აპრ 2022, 01:18
    #2

    ლუკ დე იონგი ვინც არ გამოისყიდოს იმის დედაც. ამაზე კარგი ზამენა პედროს მერე არ გვყოლია. ეს მოგება რეალურად ბევრს არაფერს ცვლის, მარა სიტი-ლივერპულის თამაშს ვინც უყურა მიხვდება რომ ძალიან დიდი სხვაობაა ბარსას და მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 11 აპრ 2022, 01:15
    #1

    კლასი ხარ მაინც ობა💙♥️