ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამ წუთებში მატეუ ალემანისა და რონალდ არაუხოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ჟერარ რომეროს ინფორმაციით, ერთ-ერთ რესტორანში მიმდინარე შეხვედრას ესწრება ფრანკ კარბოც, ადამიანი, რომელიც არაუხოს “ბარსელონაში” გადმოსვლაში მონაწილეობდა.
შეხვედრამდე მცირე ხნით ადრე GOL-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ურუგვაელმა თავის წარმომადგენლებს დაავალა, “ბარსელონას” შეთავაზებას დასთანხმდნენ.
ბოლო თვეების განმავლობაში ცნობილი იყო, რომ არაუხოს მოთხოვნები “ბარსელონას” შეთავაზებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, საბოლოოდ დათმობაზე ფეხბურთელი წავიდა.
ივარაუდება, რომ 23 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დასრულდება და ის კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
ისე მე მგონი არაუხო უფრო გამტანია ვიდრე "ის შლანგი"
აი რას ნიშნავს კლუბის სიყვარული 💓❤️ ჯიგარი კაცი ხარ რონალდ!
რაც წესიერად გამოჩნდა იმის მერე ამის კაპიტნობას ვნატრობ
და ის შლანგი ითხოვს 20 მილიონს პლიუს ბონუსებიო
რასაც არაუხო აკეთებს ჯერ დაცვაში და მერე შეტევაშიც როგორ დავიჯერო იმდენს აკეთებს დემბელე შეტევაში 20 მილიონს რომ ითხოვს 
დემბელემ აგენტი რომ შეიცვოს ცუდი არ იქნება
აბა რაა ❤️ ❤️ სადაა აგენტების საბლატაო
totti10,
ფაბრიციო რომანო და ჯერარდ რომერო ნახე მაგათზე სანდო არავინაა
totti10,
თვითონ აგენტმა თქვა რამოდენიმე დღეში მოვაწერთ ხელსო ცოტა ხნის წინ მორჩა შეხვედრა დაიხურა თითქმის ეგ საქმე ხელის მოწერაა დარჩენილი
არაუუუხოოო
ლეგენდა იქნები ამ კლუბის, ასეთი სიყვარული კლუბისადმი უიშვიათესია, მით უმეტეს ამ ასაკში
გულში ხარ არაუხო 
რას ნიშნავს დიდი პერსპექტივა დაინახეს ბარსაში! ბრავო მაესტრო! ბრავო არაუხო!
აი კაცი ძმაო აუცილებლად ეს უნდა გახდეს კაპიტანი ჩვენი ყველაფერი აქვს მაგისთვის. ბარსელონაც უყავრს ძალიან
უხ შენ გენაცვალე რა,მაგრად ვინერვიულე ამაზე და კარგია თუ შეთანხმდნენ საბოლოოდ, აი როგორ უყვარს კლუბი რა😍😍
სწორედ ეს არის გუნდის სიყვარული და იმის დასტური რომ ბარსაში მართლა მთელი გულით და სულით არის უყვარს და ყველაფერს აკეთებს გუნდისთვის, ეს მალე კაპიტანი უნდა გახდეს ჩემი აზრით და კიდეც გახდება. კაი კაცი ხარ შენ არაუხო 👏👌
6 ან 7 მილიონი ეკუთვნის არაუხოს ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია ბარსასთვის
ნახევარ გუნდს ერთად რაც აქვს ის რომ მოითხოვოს უნდა მისცენ და დაიტოვონ ის ნახევარი კიდე გაუშვან ნახვამდიზე🤗
ეგრე რა უყვარს კლუბი და არ წავა თქო ვთქვი.
ამის დაკარგვა კატასტროფა იქნება, მადლობა ვუთხრათ რომ დარჩა.