ერიკ აბიდალის ღვიძლის გადანერგვის ოფიციალური ვერსია სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის მიზეზი ესპანეთის ტოქსიკოლოგიის ეროვნული მუზეუმის დასკვნაა.
ერიკ აბიდალს ღვიძლი 2012 წელს, “ბარსელონაში” თამაშის დროს გადაუნერგეს. ოფიციალური ვერსიით დონორი მისი ბიძაშვილი ჟერარი იყო.
პრობლემები კი 2017 წელს დაიწყო, როდესაც პოლიციამ “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტის, სანდრო როსელისა და კლუბის თანამშრომლის, ხუანხო კასტილიოს საუბარი მოისმინა. ამ საუბრიდან ირკვევა, რომ აბიდალისთვის გადასანერგი ღვიძლი უკანონო გზებით შეიძინეს და დონორი სინამდვილეში ბიძაშვილი არ ყოფილა.
გამოძიება მალევე დაიწყო. ახლახან კი ტოქსიკოლოგიის ინსტიტუტის დასკვნა გახდა ცნობილი. TV3-ის ცნობით, ირკვევა, რომ აბიდალის ღვიძლის დონორი მისი ნათესავი არაა. გამოკვლევები ამით არ დასრულებულა, მომავალში უფრო მეტი ნიმუშის შესწავლა იგეგმება და ზუსტი დასკვნაც ამის შემდეგ დაიდება.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ერიკ აბიდალის ადვოკატი კარლეს მონგილოდი კვლავ ამტკიცებს, რომ ღვიძლის გადანერგვა კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით მოხდა. ის ასევე აცხადებს, რომ როსელისა და კასტილიოს საუბარი მოგონილია. თავად ხუანხო კასტილიამ სასამართლოზე განაცხადა, რომ როსელთან საუბრის დროს ის უბრალოდ ხუმრობდა და რომ მას ამბების მოგონება და გაზვიადება სჩვევია. სანდრო როსელის ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ მის კლიენტს გადანერგვის პროცესთან კავშირი საერთოდ არ ჰქონია.
ძაღლებო "რუსკი კარაბლს" გაჰყევით იდინაჰუიზე.. ხო შეუკიკინეს კაცს, რაღადროს მაგაზე ლაპარაკია, ტიპი მილიონერია და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, რიგი არა ჩემი ფეხები, რიგში დგომა უწევთ უბრალო ხალხს და არა მდიდრებს და გავლენიანებს, ფულით ყველაფერი კეთდება. აცადონ ამ კაცს სიცოცხლე
აბიდალს როგორი კუჭის მოქმედება აქვს, ესეც გვაინტერესებს
ერთი რამ გასაგებია რომ სიცოცხლე გადარჩა მაგრამ აბა რამდენია ვისაც არ შეუძლია კრიმინალური გზებით კიარა კანონიერადაც მაგის მეათედის მიღება ასე რომ თუ დანაშაულია ჩადენილი პასუხის გება მოუწევს უეჭველი, ღვიძლს აღარავინ ამოავლის მაგრამ პასუხს აუცილებლად აგებინებენ.
და რა შუაშია ეს ამბავი
საერთოდ რატო უნდა ვიცოდეთ
და ახლა რითი უნდა დასაჯონ? ღვიძლს ხომ არ ამოაჭრიან?
Albicelecte,
შავ ბაზარზე იშოვა უეჭველი კონტრაბანდით უკანონო ვაჭრობა რო მიდის ირგანოების მაგის გამო ეგ თუ სიმართლეა მაგარი დარხეულიაქვთ ამათ
რიგი დააღღვიესო, ალბათ ამას გულისხმობენ;
დონორის რიგში ხომ ბევრს უწევს მოცდა? როგორც ჩანს, სადღაც ისე იშოვეს;
ნუ არავინ მოუკლავს, არავისთვის ამოუჭრია, მაგრამ ვინც მიჰყიდა, იმაზე თავს ვერ დავდებთ
nika 54,
შეიძლება კონტრაბანდის გამოყენებით გადაუნერგეს ორგანოების უკანონო ვაჭრობით ალბათ
მოკლედ რა დააშავეს? არ უნდა ეყიდათ თუ უცხო ადამიანის იყო? აბა მომკვდარიყო. ან უკანონო გზით რას ნიშნავს ვიღაცას ძალით ამოაჭრეს?