workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ სალაჰი გამორიცხა | ჰოლანდი და ლევანდოვსკი კვლავ რეალურია

ბარსელონამ სალაჰი გამორიცხა | ჰოლანდი და ლევანდოვსკი კვლავ რეალურია

AS-ის ცნობით, “ბარსელონამ” მოჰამედ სალაჰის ტრანსფერი გამორიცხა, თუმცა, ერლინგ ჰოლანდის ან რობერტ ლევანდოვსკის მოყვანა კვლავ რეალურია.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, სიტუაცია არ შეცვლილა – ეგვიპტელს ლა ლიგაში გადმობარგების პერსპექტივა არ ხიბლავს და პრემიერ ლიგაში დარჩენის მომხრეა.

რაც შეეხება ლევანდოვსკის – პოლონელმა თავდამსხმელმა და თავისმა აგენტმა პინი ზაჰავიმ “ბარსას” ინტერესის შესახებ კარგად იციან და ესპანეთში გადმოსვლის წინააღმდეგნი არ არიან.

ჰოლანდზე კი Sport წერს, რომ ის საკუთარ მომავალს მიმდინარე თვეში გადაწყვეტს – ნორვეგიელს “ბარსელონას”, “რეალისა” და “მანჩესტერ სიტის” ვარიანტები აქვს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • M10 S9 D11
    schedule 03 აპრ 2022, 22:19

    ძაან კაი რო გამორიცხა სალაჰი არა ლეღვი

  • Fc Barca Batumi
    schedule 03 აპრ 2022, 21:31

    ჰალანდი პრინცესასავით იქცა! 1000 ქვეყნიდანნ ეძებს პრინცს!
    ჩემი მზერა ასეთია, რას იტყვით კულეებო, ლევანა ბევრად მისაღებია!

  • shu1987
    schedule 03 აპრ 2022, 21:18

    ჰალანდი ჰალანდი და ჰალანდი, ნაკლები არც ლევანა არ ჯდება და ნაკლებ ხელფასს არც ეგ მოითხოვს ხოლო ჰალანდი არანაკლებ გამტანია და ასაკი იდეალური აქვს.

  • VanillaSoul
    schedule 03 აპრ 2022, 20:42

    არადა სალაჰი დაგვხატავდა და იმ სლის მარილს იდეალურად ჩაანაცვლებდა მარჯვენა ფლანგზე. ამათგან ვინც არ უნდა მოვიდეს ყველა ძალიან გამიხარდება.

  • basa7
    schedule 03 აპრ 2022, 19:56

    ვაფშე არ გვინდა არცერთი. ვირცი და მცველები ვიყიდოთ. ჟულ კუნდე და ვინმე ორი კარგი მცველი, კრაიც და ცენტრალურიც

  • Albicelecte
    schedule 03 აპრ 2022, 19:46

    ჰალანდის ტრანსფერი 175 ლიმონი ჯდება; ამას დამატებული ასტრონომიული ხელფასი

  • EL MAESTRO 6
    schedule 03 აპრ 2022, 19:44

    ციტატა: Fantomas danelia
    აი ჩემ გუნდს რა ტაქტიკა აქვს იცით? მოდი ვიყიდოდ ბავშვები და არა 200 300 მილიონი მივცეთ ნეიმარში და კვატიკოში, იყიდი 20 წლის ბიჭს 15 მილიონად და გეყოლება წლები, რისკი რომელი უფროა 300 მილიონი გადაიხადო თუ 15? არასდროს მყოლია მესი და რონალდო მარა 6 ლიგა კი მაქვს

    იყიდეს დემბელე მარა რა შერჩათ? ტრანსფერმარკეტზე 30 მილიონად ფასდება, იყიდეს კოუტინიო მარა რა? ყველგან კარგად ითამაშა ბარსას გარდა, 1 ესეთი არის ფულემში კარვალიო 19 წლის ნახ მცველია და 8 გოლი აქ წელს, სეზონის ბოლოს უფასოდ დატოვებს გუნდს და კლოპთან მიდის, კლოპი როგორებს ქმნის ეგ ხო იცით?


    დედამოხნული ბართომეუ ყიდულებდა ეგრე დიდ ფეხბურთელებს და ასტრონომიულ ხელფასებს უნიშნავდა, თორემ ბარსა რომ აქცევს აკადემიას ყურადღებას ისე მარტო აიაქსი თუ აქცევს, და ჩელსისაც ჰყავს კარგი აკადემიის ხალხი

  • Wtf man1
    schedule 03 აპრ 2022, 18:11

    ჯერ რაც მთავარია კონტრაქტები გაახანგრძლივონ. დემბელეს არაუხოს და გავის და ადამა გამოისყიდონ აუცილებლად 24 მილიონი ჯდება ეგ ბიჭი და მაგაზე უკეთესს სკამზე ვის დასვავ არც ექნება ძირითადზე პრეტენზია როცა გიჭირის შეუშვი და გათიბავს. კესი და ასპილიკუეტა ნაყიდია ასევე მაზრაუიც უნდა იყიდონ და დაცვაში მეტი არაფერი გვინდა ალბას ზამენად ბალდე იყოს მიცენ შანსი მაბ ბიჭს მე ძაან მომწონს. და ერთი ფორვარდზე დაჭირდებათ ფული ჰოლანდი მართლა მაგარია მარა იყიდიან რო მაგას. გაყიდვებიდანაც უმდა აიღონ წესით ფული რამდენი ხარახურა ხალხი გვყვავს. ტყუილად რო იღებენ მაგხელა ხელფასს. გრიზი კოუ ბრაიტა ლუკდეიონგი უმტიტი ლენგლე რობერტო ნეტუ ტრინკაო და კიდე რავიცი განათხოვრებულები ვინ არიან. სახელფასო ჭერიც გათავისუფლდება და ჰოლანდის ფულიც შემოვა პლიუს სპინსორები გყვავს და არ უნდა გაუჭირდეთ ჰალანდის ყიდვა აი მერე მართლა სერიოზული გუნდი გვეყოლება

  • Pirat❤️💙
    schedule 03 აპრ 2022, 17:48

    არავინ არ უნდა ვიყიდოთ თავისუფალ აგენტებზე უნდა ვიჩალიჩოთ თუ რამე ვიტსი ვიყიდოთ შეტევაში ობა გაქაჩავს შემდეგ წელსაც მანამდე გამოჩნდება ვინმე ვლაჰოვიჩის სტილის და უეჭველი დასათრევი იქნება

  • Albicelecte
    schedule 03 აპრ 2022, 17:46

    ანსუ რატომ ჩამოვწერეთ? თანაც ცენტრფორვარდის პოზიციაზე?

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 03 აპრ 2022, 15:59

    ლევანდოვსკი მოვიდეს,გვაწყობს

  • nika 54
    schedule 03 აპრ 2022, 15:54

    ლევანდოვკსი კარგი ვარიანტია, თან ორწლიანს ითხოვს და არა 5-ს. საქმე ისაა ხელფასს რამდენს მოითხოვს თუ გავწვდებით.

  • Tyler Durden
    schedule 03 აპრ 2022, 15:45

    სალაჰი არ უნდა ვიყიდოთ ჩემიაზრით და არც რაფინია, ტიპური ცენტრალური თავდამსხმელი, რომელიმე ანუ ამ ორიდან და დემბელე ან ტრაორე შევინარჩუნოთ (ან ორივე ერთად) ვფიქრობ ტრაორე უეჭველი დასატოვებელია, ჩვენიანია და მებრძოლია, შეტევაში მშვენიერია და დაცვას მაგრად ეხმარება. ეგ და დემბელე ერთმანეთის ცვლილებად სავსებით საკმარისი უნდა იყოს. ჰოლანდის კიდე რავიცი, როგორც დავწერე ადრე თუ ფეხბურთი უყვარს თავისი 'სილამაზით' აქეთ უნდა წამოვიდეს, სხვას ვერაფერს ვიტყვით.