“ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ხავიერ მასკერანომ Radio Marca-სთან ჩავი ერნანდესზე ისაუბრა:
მე მომწონს ჩავის იდეა, საბოლოო ჯამში, ეს “ბარსელონას” დედააზრია. არ ვიცი, შეძლებს თუ არა ის ლა ლიგისთვის ბრძოლას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩავი “ბარსას” დიდ კმაყოფილებას მოუტანს.
მასკერანო “ბარსელონაში” 2010-18 წლებში თამაშობდა, ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით მის ანგარიშზე 334 შეხვედრაში 1 გოლია. არგენტინელმა კარიერა 2020 წელს 35 წლის ასაკში “ესტუდიანტესში” დაამთავრა.




ამას როგორ ეძახდნენ ნაკრებში? მგონი "პატარა ბოსს" ხო?
ისე როგორც ვიცი ესეც აპირებს მწვრთნელის ლიცენზიის აღებას😁
ერთი მასკესნაირი მებრძოლი სულის უნდა ბარსას სერიოზული ძალა იქნებოდა