workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
435 მილიონი Spotify-სგან – უდიდესი სასპონსორო გარიგება ფეხბურთის ისტორიაში

435 მილიონი Spotify-სგან – უდიდესი სასპონსორო გარიგება ფეხბურთის ისტორიაში

ზეგ, 3 აპრილს “ბარსელონას” ასამბლეა გაიმართება, რომლის დროსაც დელეგატებმა Spotify-სთან მიღწეული შეთანხმება უნდა დაადასტურონ.

ეს ასამბლეა ისტორიულია ორი მიზეზით. პირველი ისაა, რომ ის ელექტრონულად ტარდება. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ისტორიაში პირველად “ბარსელონას” სტადიონის სახელის სპონსორისთვის მიქირავების საკითხი განიხილება.

მხარეებს შორის არსებული კონფიდენციალურობის შეთანხმების გამო “ბარსელონა” გარიგების პირობებს ოფიციალურად ვერ ახმაურებს, მაგრამ Sport-ის მტკიცებით მისმა ჟურნალისტებმა ზუსტი რიცხვები მოიპოვეს.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში “ბარსელონას” კაცებისა და ქალების გუნდების მაისურებზე Spotify-ს რეკლამა იქნება გამოსახული, რაშიც შვედური კომპანია წელიწადში 57.5 მილიონ ფიქსირებულ თანხას, ხოლო 2.5 მილიონ ძალიან მარტივად მისაღწევ ბონუსებს გადაიხდის. 4 წელიწადში ეს 240 მილიონ ევროს უდრის.

მომდევნო 3 წლის განმავლობაში Spotify ასევე იქნება კაცებისა და ქალების სავარჯიშო ფორმების სპონსორიც, რაშიც წელიწადში 5 მილიონს, სულ კი 15 მილიონ ევროს გადაიხდის.

მაისურების სპონსორობის ჯამი 255 მილიონია.

სტადიონის სახელის სპონსორობა (Spotify Camp Nou) ორ ნაწილად იქნება დაყოფილი. პირველი 4 წლის განმავლობაში, როდესაც “კამპ ნოუ” რეკონსტრუქციაზე იქნება, შვედური კომპანია წელიწადში 5 მილიონს გადაიხდის, ანუ სულ 20 მილიონს. Espai Barca-ს პროექტის განხორციელების შემდეგ ძალაში ახალი პირობები შევა, რომლებიც მომდევნო 8 წლის განმავლობაში იქნება მოქმედი. ამ პირობების თანახმად “ბარსა” წლიურად 20 მილიონს მიიღებს, სულ 160 მილიონს, რასაც წინა 4 წლის 20 მილიონი დაემატება და გამოვა, რომ “ბლაუგრანა” სტადიონის სახელის გაქირავებიდან 180 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

სულ “ბარსელონა” Spotify-სგან 435 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი სასპონსორო გარიგებაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • shu1987
    schedule 01 აპრ 2022, 20:29
    #8

    ლაპორტ ერთი სტო ტიში გამოუშვი ამდენ ვალში სტო ტიში რას იზამს 😉

  • Clever liar
    schedule 01 აპრ 2022, 14:34
    #7

    ციტატა: NEYBarca

    ციტატა: cruyff9
    ამ ოთხ წელიწადში 270 მილიონი გამოდის,,დიდი არაფერი თანხა არაა))))


    თუ დიდი არაფერი არაა შეგიძლია მომცე 🙃


    ქეშად გირჩევნია თუ დარიცხვით? 😀

    საღოლ სპოტი. დიდი ნაბიჯია დიდი..

  • Mariamm
    schedule 01 აპრ 2022, 14:02
    #6

    ♥️♥️♥️

  • NEYBarca
    schedule 01 აპრ 2022, 13:42
    #5

    ციტატა: cruyff9
    ამ ოთხ წელიწადში 270 მილიონი გამოდის,,დიდი არაფერი თანხა არაა))))


    თუ დიდი არაფერი არაა შეგიძლია მომცე 🙃

  • El pistolero 9
    schedule 01 აპრ 2022, 13:10
    #4

    ბარსა სტუდიოს წილიც თუ გაყიდა ლაპორტამ სახელფასო ჭერი მაინც ამოვა +ებში

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 01 აპრ 2022, 12:42
    #3

    აი ეს მესმისს❤️❤️

  • cruyff9
    schedule 01 აპრ 2022, 12:18
    #2

    ამ ოთხ წელიწადში 270 მილიონი გამოდის,,დიდი არაფერი თანხა არაა))))

  • nika 54
    schedule 01 აპრ 2022, 12:05
    #1

    თქვენ პირს შაქარი, იმედია ასეც იქნება და მეტი შესწორებები და გართულებები თავიდან იქნება აცილებული.