Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონამ” “ლიდს იუნაიტედის” გარემარბ რაფინიასთან პირად შეთანხმებას მიაღწია. წყაროს ცნობით, ბრაზილიელი “ბლაუგრანასთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და კლუბის ეკონომიკურ მდგომარეობასთან შესაბამის ანაზღაურებას მიიღებს.
კატალონიური გამოცემის ცნობით, ფეხბურთელთან შეთანხმების შემდეგ, მოლაპარაკებები ინგლისურ კლუბთან დაიწყება. რაფინია ყველაფერს გააკეთებს, რათა “ლიდსმა” იგი “ბარსელონაში” გაუშვას.
ახალგაზრდა ფეხბურთელის აგენტი “ბარსელონას” ლეგენდა, დეკუა, რომელიც “ლიდსზე” ზეწოლას გააგრძელებს, რათა კლუბი კატალონიელთა ახალ წინადადებას დათანხმდეს. როგორც ცნობილია, ინგლისელებმა 35-მილიონიან შეთავაზებაზე უარი თქვეს. შესაძლოა, ტრანსფერში ოსკარ მინგესა ჩაერთოს.
25 წლის გარემარბი ჩავი ერნანდესის პროექტით მოხიბლულია, მის ტრანსფერს 42 წლის სპეციალისტიც მიესალმება. რაფინიამ იცის, რომ, იმ შემთხვევაში, თუ უსმან დემბელე “ბარსას” დატოვებს, მას მოწინავე როლი ექნება და სავარაუდოდ, ძირითადი შემადგენლობის წევრიც გახდება.




სხვა მხრივ არც ჩვენ ვიყავით მართლები როცა ადამას ვიწუნებდით და ყველა იმას გავიძახდით რომ უინტელექტო და მხოლოდ ბოდიბილდერი იყო, ტიპმა აჩვენა რომ შეუძლია ბარსაში თამაში, მხოლოდ გალასთან დაყვინდა და იმ აზრის გასამართლებლად რომ გამოსყიდვას არ ვაპირებთ, ერთი თამაშის ნაცვლად, ვამბობთ რომ ბოლო თამაშებია ფორმაში ვერააო, თორე რეალთან რა უნდა გაეკეთებინა 5 წუთში? ერთი გაქცევა კი გამოუვიდა პროსტა ფინიშში მოიკოჭლა, მეტი მომენტი კიდე არ ქონია.
ხოდა იქნებ რაფინიაც ადამასავით ამართლებს? ან იქნებ საერთოდ ცუდი შენაძენი გამოდგეს?! ეგ არც ჩვენ და არც ჩავიმ არ ვიცით. მთავარია ადაპტაციის პერიოდი მალევე გადალახოს და ალბათ რამე გამოვა, მაგრამ აშკარაა რომ მისი სახით არც ვარსკვლავი მოგვყავს და არც პერსპექტიული ახალგაზრდა, არადა ძირითადის კაცზე ვსაუბრობთ თურმე და ეგ უკვე არასწორი მგონია, სკამისთვის კიდე ხო მარა არამგონია ისე იფრინოს რომ ძირითადში ბარსას დონის გუნდს შეეფერებოდეს, ბოლო ბოლო ლევანას, ჰოლანდის და სალაჰისნაირ ვარსკვლავებზე მიდის ჩალიჩი და სად ისინი და სად ეს, ან სად ვირტცი და სად ეს, გინდა ენტონი და გინდა ბებერი მესიც. ვაბშე სად მონახეს.
ამიტომ, ესეც რო არ გამოდგეს და არ შეგვეტენოს უნდა მინიმალური ხელფასი შესთავაზონ თუნდაც პირველ წელს და თუ გაამართლებს მერე მოუმატონ , დროა უკვე ჭკუა ისწავლონ.
რავიცი არ არის მაღალი დონის და… თუ ძაან იაფში გამოვა იყოს.
მინგესა და +15 მილიონი თემაა თუ როგორ?!
ტრაორეს მსგავი ფეხბურთელის ყოლა სურს როგორც ჩანს ხავის, ოღონდ 30 მილიონის გადახდა არ უნდათ. 15 მილიონში თუ მოგვარდა ამის ტრანსფერი მოვიდეს არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. ხავიმ უკეთ ისიც რა უნდა.
რავიცი, ფაქტია აქ ნიჭი ტრაორეს და ტრინკაოს ჯობია, დემბელესაც სჯობდა სადამ ხავი გამოთლიდა ფეხბურთელს მაგისგან და ალბათ მეათედი ხელფასი ექნება ვიდრე დემბელეს აქ, მარა თუ არი პონტი მაინც ენტონი მირჩევნია
აუ ეს სიხლს გაგვიშრობს დარწმუნებული ვარ. ძაან ცანცარაა, დემბელე რო იყო პირველ წლებში ეგეთია. კაცცს რო ატყუებს და მერე ვეღარ აგნებს გზას. თან კონფლიქტურია, ბიელსასთან ცუდი ურთIერთობა ქონდა. იქნებ ვინმე უკეთესი გამოჩნდეს. სავსეა ბრაზილია ახალგაზრდა ვინგერებით, ისეთ ასაკში რო არიან რა, 19-20. ყველაფერი რო წინ აქვთ. 2 სეზონი რომც ჩააგდონ შეუძლიან კარიერის რეგენერაცია, ამან კიდე 2 სეზონი რო ჩააგდოს გაიყიდება 10 მილიონად. იმასაც აღარ გადაგვიხდიან. რო თქვა ევროპულ ფეხბურთთან ადაპტირდაო ეგ კი, პორტუგალიაც გამოიარა საფრანგეთიც და პრემიერ ლიგაც მარა სულ დაბალი რანგის გუნდებში თამაშობდა და შედეგიანობაც სეზონში 6-8 გოლი. მოკლედ ჩავის თუ უნდა იყოს მარა მე პირადად დიდად არ მომწონს. იყოს მაინც 20 წლის
ჩემი აზრით ჩავიმ იცის ყველაზე უკეთესად რა ჭირდება გუნდს, ასევე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით მაქსიმუმს აკეთებენ. ეს ბიჭი არაა ცუდი ვარიანტი დემბელე წასულია ფაქტიურად დროის ამბავია და ტრაორე კიდე მარტო მთელი წელი არასაიმედოა მითუმეტეს ბოლო პასია თუ დარტყმა ვერ დახვეწა.