ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 2 მაისი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 2 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 2 მაისს მოხდა.

თამაშები

2 მაისს "ბარსელონას" 15-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 13 მატჩი მოიგეს და 2 წააგეს.

1920 წელი

"ბარსელონა" ესპანეთის თასის გამარჯვებული მეოთხედ ხდება. "ელ მოლინიონზე" გამართულ ფინალში "ბარსამ" "ბილბაო" მარტინესისა და ალკანტარას გოლებით 2-0 დაამარცხა.

1935 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ლუის სუარეს მირამონტესი. 1953-1961 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 175 თამაში ჩაატარა და 80 გოლი გაიტანა.

1993 წელი

"ესპანიოლთან" სტუმრად გამართული ბარსელონური დერბი "ბლაუგრანამ" რონალდ კუმანის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოიგო.

2000 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ მატჩში "ბარსელონამ" "ვალენსიასთან" სტუმრად 1-4 წააგო.

2009 წელი

"ბარსელონამ" "რეალი" მადრიდში 6-2 გაანადგურა. სტუმართაგან გოლები მესიმ (2), ანრიმ (2), პუიოლმა და პიკემ გაიტანეს. პიკესთვის ეს ლა ლიგაში "ბარსელონას" მაისურით გატანილი პირველი გოლი იყო.

2012 წელი

"მალაგასთან" 4-1 მოგებულ შეხვედრაში შესრულებული ჰეთ თრიქით ლეო მესიმ გერდ მიულერის მიერ 1972/73 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა, გაიტანა რა ერთ სეზონში 68-ე გოლი.

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პეპ გვარდიოლასთვის ეს ლა ლიგაში 150-ე თამაში გამოდგა.

2015 წელი

"ბარსელონას" ქალთა გუნდმა "ესპანიოლთან" გამართული დერბი 3-0 მოიგო და ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა, რითაც ახალი რეკორდი დაამყარა.

2015 წელი

"ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო 2 თამაშში 14 გოლის გატანა მოახერხა. ამჯერად კატალონიელებმა "კორდობა" სტუმრად 8-0 გაანადგურეს. გოლები სუარესმა (3), მესიმ (2), პიკემ, რაკიტიჩმა და ნეიმარმა გაიტანეს.

ლუის სუარესისთვის ეს "ბარსელონაში" შესრულებული პირველი ჰეთ თრიქი იყო.

2023 წელი

"ოსასუნასთან" 1-0 მოგებულ შეხვედრაში მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ლა ლიგაში თავისი 250-ე თამაში ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 მაისი 2021 16:42
    0
    2009 წლის კლასიკო...
    12 წელი გასულა, მადრიდის დაცემის დღე, როდესაც საძულველ "უნიტაზ სანტიაგო ბერნაბეუზე" კატალონიური ყვითელ-ბროწეულისფერი დროშა აფრიალდა barca-1 barca-3 barca-3 barca-3 barca-3 barca-3 barca-3
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 მაისი 2021 12:08
    0
    2009 წელი
    "ბარსელონამ" "რეალი" მადრიდში 6-2 გაანადგურა. სტუმართაგან გოლები მესიმ (2), ანრიმ (2), პუიოლმა და პიკემ გაიტანეს. პიკესთვის ეს ლა ლიგაში "ბარსელონას" მაისურით გატანილი პირველი გოლი იყო.
    აი ამ თამაშს მე ესპანეთში ვუყურე, ვიტორიაში. სხვათა შორის ბარში, იმიტომ რომ უფასო არხებზე ასეთ "ფასიან" თამაშს არავინ გაყურებინებს. ბარში კი არავინ არ გაგაჩერებს თუ რამე არ შეუკვეთე. მოკლედ მაგარი გამობრუჟული გამოვედით და მეორე დღეს არაფერი არ მახსოვდა.
    ფანი [?]
    #1 2 მაისი 2021 10:26
    0
    ნამდვილად კარგი დღე ყოფილა , სიმბოლურია პიკეს პირველი გოლი რეალის წინააღმდეგ ♥💙 ეგეთი თამაში გვენატრება 😪