workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიერ-ემერიკ ობამეიანგი ელ კლასიკოს წინ

პიერ-ემერიკ ობამეიანგი ელ კლასიკოს წინ

“ბარსელონას” გაბონელი ფეხბურთელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, “რეალთან” დაპირისპირების წინ, Barça TV-სთან საუბრობს:

მათ წინააღმდეგ თამაში მომწონს. დიდ გუნდებთან ასპარეზობა ყოველთვის შესანიშნავი გრძნობაა. “ელ კლასიკო” მსოფლიოში, უდავოდ, უდიდესი მატჩია, რადგან ყველა მასზე საუბრობს.

ახლა კარგ ფორმაში ვართ – ასე გაგრძელება და საკუთარი თავის რწმენა გვმართებს.

ფავორიტი გოლი? ვფიქრობ, პირველი გოლი (“ვალენსიას” კარში). ჟორდი ალბამ ბრწყინვალე პასი გამიკეთა, მე კი დროით ვისარგებლე, ბურთი კარგად მივიღე და დავარტყი – ძალიან მაგარი გოლი გამოვიდა.

პედრის თამაშის ყურება გასაოცარია – ის ბურთს არასდროს კარგავს და ფეხებით მაგიურ რაღაცებს აკეთებს. ეს ყველაფერი კი ძალიან მარტივი ჩანს და სწორედ ამიტომ მოგვწონს.

ობამეიანგს “ბარსას” მაისურით ჩატარებულ 10 მატჩში უკვე 7 გოლი დაუგროვდა. შეგახსენებთ, “ბარსელონას” რიგებში პირველი გოლები მან “ვალენსიას” წინააღმდეგ, გიორგი მამარდაშვილის კარში გაიტანა – ამ შეხვედრაში ობამ ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 20 მარ 2022, 16:05

    ციტატა: serafime
    Აბა შენიცი უნდა შეუგდო რეალს 😍 ეს ერთი ერთზე როგავიდეს უეჭველი გაიტანს.


    კი ფერანის და დეპაის გასვლას ამისი გასვლა ნაღდად ჯობია, შედეგიანი მაინც იქნება.

  • Albicelecte
    schedule 19 მარ 2022, 19:28

    აი შენთ ამ დუბლს დადებ…
    ავდგები და დავდებ;
    შენ დადებ დუბლსა? ამ გუნდის კარში?!
    მაიტა ბურთი და დავდებ…
    დუბლსაც და ჰეთთრიკსაც სიამოვნებით ვნახავდი მადრიდელთა კარში, ელიბოს სცენა გავიხსენე "ღვინის ქურდებიდან" smiley

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 19 მარ 2022, 19:02

    იმედია კიდევ გაიტანს ობა❤️❤️

  • VanillaSoul
    schedule 19 მარ 2022, 18:52

    იმედია შეინარჩუნებს ფორმას ობამა, მაგრად გვჭირდება ამისი კარგი თამაში, რეალურად სხვა ფორვარდი არ გვყავს. ლუკი კი კარგია ბოლო წუთებში ხოლმე, მაგრამ არაა მაინც ბარსას დონის. სკამზე მშვენიერი ვარიანტია.

  • serafime
    schedule 19 მარ 2022, 18:17

    Აბა შენიცი უნდა შეუგდო რეალს 😍 ეს ერთი ერთზე როგავიდეს უეჭველი გაიტანს.