“ტოტენჰემ ჰოტსპური” დაინტერესებულია “ბარსელონას” მცველით მარკ ბარტრათი.
ინგლისური პრესის ცნობით, ლონდონურ კლუბს 20 წლის მცველისადმი უკვე დიდი ხანია ინტერესი აქვს. “ჰოტსპურელებს” ახალგაზრდა ფეხბურთელის არენდით შეძენა და ამით დაცვის ხაზის გაძლიერება სურთ.
შეგახსენებთ, რომ ბარტრას პირველ გუნდში მხოლოდ 6 მატჩი აქვს ნათამაშები. აქედან მან ერთი გოლის გატანაც მოასწრო. ბოლო ორ სეზონში კი მარკი “ბარსელონა ბ”–ს შემადგენლობაში 58 მატჩში ასპარეზობდა. მას კონტრაქტი კატალონიურ გრანდთან 2013 წლამდე აკავშირებს. თავად ფეხბურთელის ან კლუბის პოზიცია ჯერ უცნობია.



