workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ობამეიანგი: პედრის გოლი? დიახ, მესი ასე გატანას შეძლებდა (იცინის)

ობამეიანგი: პედრის გოლი? დიახ, მესი ასე გატანას შეძლებდა (იცინის)

“გალათასარაისთან” გამარჯვების გოლის ავტორი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი ჟურნალისტებს ესაუბრა:

ისევ გავიტანე. დიახ, ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან რთული მატჩი გამოდგა. მეტოქე თავს კარგად იცავდა. პირველ ტაიმში ბურთი მარტივად ბევრჯერ დავკარგეთ, მაგრამ შემდეგ თამაში გავაუმჯობესეთ.

მატჩში დასაბრუნებლად პედრის გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო – მან ბრწყინვალე ბურთი გაიტანა. დიახ, მესი ასეთი გოლის გატანას შეძლებდა (იცინის).

თუ ასე გავაგრძელებთ, ფინალში გასვლა და ტურნირის მოგება შეგვიძლია.

როცა ტემპს მოვუმატეთ, გამოჩნდა, რომ “გალათასარაის” დასამარცხებლად ბევრი შანსი მოგვეცა.

“ელ კლასიკო”? ამ დაპირისპირებაში მონაწილეობას პირველად მივიღებ. ვნახავთ, რა მოხდება… მაგრამ, “რეალის” წინააღმდეგ თამაში მსურს.

10 მატჩში უკვე 7 გოლი მაქვს? რისი თქმა შემიძლია? ბევრს ვმუშაობ და ბედნიერი ვარ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა, გუნდს გოლების გატანაში დავეხმარო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 18 მარ 2022, 13:07

    იმენა თვალწინ დამიდგა მესის ეგეთი გოლები როგორ მენატრება ბარსას მაისურით მაგის თამაში

  • nika 54
    schedule 18 მარ 2022, 12:14

    ეს აუცილებლად იქნება კლასიკოში ძირითადში, მაგრამ ამ ტრაორეს რა ეტაკა რო ერთი ნორმალური გარღვევა ვერ გააკეთა, ასე რო მიგვაჩვია.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 18 მარ 2022, 08:18

    ეს კლასიკოშიც გაიტანს♥️ ჩვენი შავი პანტერა ♥️♥️

  • La Pulga10
    schedule 18 მარ 2022, 01:24

    ცუდად დაიწყო თავიდან,მარა მერე გამოასწორა.კლასიკოშიც თხარე ერთი გემრიელად.