workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ პიკეს ინტერვიუ Barça TV-სთან

ჟერარ პიკეს ინტერვიუ Barça TV-სთან

“ბარსელონას” ვეტერანი ფეხბურთელი, ჟერარ პიკე, Barça TV-სთან ინტერვიუში, ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით მე-600 მატჩის ჩატარებაზე საუბრობს:

ეს ჩემი კარიერაა. ოცნება ამიხდა. ამ მაისურის ტარებით ვამაყობ და ვიმედოვნებ, მის დაცვას კიდევ გავაგრძელებ. “ბარსაში” 21 წლის ასაკში მოვედი, ახლა კი 35 წლის ვარ და კვლავ აქ ვიმყოფები. ეს ისტორია 15 წელზე მეტია, გრძელდება.

საუკეთესო მოგონება? ბევრი თამაში, სავარჯიშო სესია, მოგზაურობა და სახალისო თავგადასავალი გამომიცდია – მხოლოდ ერთის არჩევა შეცდომა იქნება. მომენტით ცხოვრება მომწონს და იმედი მაქვს, ასე დიდხანს გაგრძელდება. ეს ყველაფერი დაუვიწყარი და განსაკუთრებულია.

იღბლიანი ვარ, რომ “ბარსას” უნიკალურ, ოქროს თაობას წარმოვადგენ, იმით, რაც ჩვენ ერთად გამოვიარეთ და ტიტულებით, რომელიც ამ კლუბისთვის მოვიგეთ. თითოეულ ჩვენგანს დიდი კარიერა ჰქონდა/აქვს.

არ ვიცი, საბოლოოდ რამდენ მატჩს ჩავატარებ, მაგრამ ლეო მესის, ჩავის, ინიესტასა და ბუსკეტსის გვერდით ყოფნა აჩვენებს, გუნდურად რა კარგად ვმუშაობდით. ვიმედოვნებ, კიდევ ბევრს ვითამაშებ.

ამჟამინდელი გუნდი? ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. განვლილი თვეებისა და გასული სეზონის შემდეგ, კარგ ფორმაში ყოფნა საუკეთესო სიახლეა.

სტადიონზე მოსული გულშემატკივარი ამით სიამოვნებას იღებს, ისევე, როგორც ჩვენ – მოედანზე. ეს ძველ დროს გვახსენებს. შედეგები აუცილებლად გვექნება, რასაც უკვე ვხედავთ. ვიმედოვნებ, სეზონის ბოლომდე ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა.

ტიტულების მოგება მინდა, რაც ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ “ბარსელონა” ვართ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 16 მარ 2022, 14:54

    იმედია ტრამვები არ დატანჯავს სხვა მხრივ ერთ სეზონს ნამდვილად გაქაჩავს.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 16 მარ 2022, 08:19

    ბებერი მგელი ხარ❤️

  • C.PC5
    schedule 15 მარ 2022, 20:46

    ერთი სეზონი მინიმუმ უნდა დარჩე ბებერო✊❤️