workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გალათასარაისთან თამაშის მსაჯი ცნობილია

გალათასარაისთან თამაშის მსაჯი ცნობილია

UEFA-მ ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩების მსაჯები დაასახელა. ცნობილი გახდა, რომ “გალათსარაისა” და “ბარსელონას” დაპირისპირებას 46 წლის იტალიელი დანიელე ორსატო განსჯის.

ორსატო 2006 წლიდან მსაჯობს. 2010 წელს ის FIFA-ს არბიტრი გახდა. ასევე 2010 წელს ორსატომ ევროპა ლიგაზე, ხოლო 2 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯობა დაიწყო. იტალიელის კარიერის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის 2020 წლის ფინალი იყო. იმავე წელს IFFHS-მ ის საუკეთესო მსაჯად დაასახელა.

კარიერის განმავლობაში ორსატო თამაშში საშუალოდ 27.5 ჯარიმასა და 0.25 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.1 ყვითელ და 0.2 წითელ ბარათს უჩვენებს.

“ბარსელონას” შეხვედრაში იტალიელს მონაწილეობა სულ 2-ჯერ მიუღია. 2016 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კატალონიელებმა “სელტიკი” სტუმრად 2-0 დაამარცხეს, მიმდინარე სეზონში კი, ასევე ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ასევე სტუმრად, “ბლაუგრანა” “ბენფიკასთან” 0-3 განადგურდა. პირველ შემთხვევაში ორსატომ “ბარსას” სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ლისაბონში კი პენალტი ჩვენ კარში დანიშნა, მოგვიანებით კი ერიკ გარსიას წითელი ბარათი უჩვენა.

“გალათასარაის” შეხვედრაში ორსატომ ერთხელ იმსაჯა. 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თურქები საკუთარ კედლებში “რეალთან” 0-1 დამარცხდნენ. იტალიელს იმ შეხვედრაში არც წითელი ბარათი უჩვენებია და არც თერთმეტმეტრიანი დაუნიშნავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 16 მარ 2022, 14:56
    #2

    თარსია, ეს და ფრთხილად უნდა ვიყოთ.

  • me da barca
    schedule 16 მარ 2022, 02:33
    #1

    მაკარონნიკ ბლინ.