workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის პრესკონფერენცია ოსასუნასთან მატჩის წინ

ჩავის პრესკონფერენცია ოსასუნასთან მატჩის წინ

ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე, ლა ლიგის 28-ე ტურში “ბარსელონა” “ოსასუნას” უმასპინძლებს.

ჩავი ერნანდესმა აღნიშნული თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა:

“ოსასუნა” განსხვავებულ სისტემებთან ადაპტირდება. მათ პირველ წრეში დიდი ზეწოლის ქვეშ მოგვაქციეს. ამ გუნდს დიდი რესურსი გააჩნია და თამაში რთული გამოვა.
ზოგჯერ ცენტრალურ მცველებს მეტოქის პროფილის გათვალისწინებით ვარჩევ. ეს დამოკიდებულია იმაზეც, თუ როგორ გვსურს შეტევა. კარგი ისაა, რომ ახლა არჩევანი გვაქვს – 4 ცენტრალური მცველი მუდმივად გვყავს.
მესისთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ის გავამხნევე. ესაა ფეხბურთი და ესაა ჩემპიონთა ლიგა, როდესაც ინტენსივობას ამცირებ, მეტოქე უპირატესობას იღებს და ვფიქრობ, სწორედ ეს მოხდა.
“ატლეტიკოსთან” ძალიან ეფექტურები ვიყავით, ისევე როგორც “ნაპოლისთან”. ჩვენი პირველივე დარტყმებით გოლები გავიტანეთ. ეს თამაშს ცვლის, ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა. 
არჩევანი მბაპესა და ჰოლანდს შორის? ეს ყველაფერი ჰიპოთეტურია. ლა ლიგისთვის ამ ტიპის მოთამაშეების მოსვლა დიდებული იქნებოდა, თუმცა მე ახლა ჩემს განკარგულებაში სხვა ფეხბურთელები არიან და მათი გაწვრთნა მევალება.
“გალათასარაისთან” თამაშზე ჯერ არ ვფიქრობ, რადგან მხოლოდ “ოსასუნასთან” შეხვედრაზე ვარ ფოკუსირებული.
ობამეიანგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი “ცხრიანი” უნდა იყოს, მაგრამ მას ბევრი ჰქონდა ნათამაშები და მისთვის დასვენება კარგი იყო. მისნაირი ფეხბურთელის ყოლა დიდი უპირატესობაა.
არაუხო არის ფეხბურთელი, რომელიც ჩემი მოსვლის შემდეგ ყველაზე მეტად გაიზარდა. მან ფეხით თამაში ბევრად გააუმჯობესა, დაცვაში კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა, ვფიქრობ, მომატება კიდევ შეუძლია. 
ის, რაც “გალათასარაისთან” მოხდა, იმას არ ნიშნავს, რომ ბოლომდე ცუდად ვითამაშეთ. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვვარჯიშობთ, ვიდეოებს ვუყურებთ, რათა ასეთი თამაშებისთვის გამოსავალი მოვძებნოთ. ჩვენ ბევრად უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ და საწყის წუთებში გავიტანოთ, თუ ეს შესაძლებელია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 13 მარ 2022, 15:31

    საწყის წუთებში გატანაა ზუსტად წარმატების გარანტია. სწორს ამბობს რო არა ნაპოლისთან პირველივე დარტყმის სემდეგ გატანა მერე თანდათან უფრო გართულდებოდა საქმე როგორც გალასთან მოხდა.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 13 მარ 2022, 02:21

    blush ჩავი, უნდა გეთქვა: ნუ გეშინიათ ფანებო, 5-0 მოვიგებთ, არ ინერვიულოთო!!

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 12 მარ 2022, 18:53

    ციტატა: kanja
    არაფრის-მთქმელი პრესკონფერენცია…


    კიდევ რა უნდა ეთქვა?

  • La Pulga10
    schedule 12 მარ 2022, 17:07

    ციტატა: kanja
    არაფრის-მთქმელი პრესკონფერენცია…


    რაც ჰკითხეს იმაზე უპასუხა

  • Andria
    schedule 12 მარ 2022, 16:38

    ციტატა: kanja
    არაფრის-მთქმელი პრესკონფერენცია…


    სიყვარული უნდა აეხსნა თუ რაუნდა ეთქვა ? 😀😀😀

  • xavi73
    schedule 12 მარ 2022, 16:34

    არაუხოს კიდევ შეუძლია მომატება,ეტყობა ტიპს რომ ბოლომდე იხარჯება და ეგ ძაან მნიშვნელოვანია ამიტომ უნდა მისცენ რასაც ითხოვს და გაუხანგრძლივონ კონტრაქტი ამის დაკარგვა არაფრით არ შეიძლება

  • kanja
    schedule 12 მარ 2022, 16:34

    არაფრის-მთქმელი პრესკონფერენცია…