“ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ჟერარ პიკე, ისტორიული მიღწევის ზღვარზეა – თუ ის ხვალ “ოსასუნას” წინააღმდეგ ითამაშებს, “ბარსას” მაისურით 600 ჩატარებული შეხვედრა დაუგროვდება.
ამაზე მაღალი მაჩვენებელი “ბლაუგრანას” არსებობის მანძილზე მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს აქვს დაფიქსირებული: პიკე ლიონელ მესის (778 მატჩი), ჩავის (767), ანდრეს ინიესტასა (674) და სერხიო ბუსკეტსს (666) შეუერთდება.
ჟერარ პიკე “ბარსელონას” პირველი გუნდის წევრი 2008 წლიდანაა. დღემდე, მან კლუბთან ერთად 30 ტიტული მოიგო, გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით კი კლუბთან ერთად კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.
“ბარსელონა”-“ოსასუნას” მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. თუ დაუგეგმავ ცვლილებებს გამოვრიცხავთ, პიკე ამ შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ, “ბარსა” კი გამარჯვების შემთხვევაში ქულებით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე მყოფ “ატლეტიკოს” გაუთანაბრდება, რომელსაც ჩავი ერნანდესის გუნდზე ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.



ალბათ ფორას გვაძლევდა და ეხლა რესტარტს აკეთებს.
ატლეტიკომ შეწყვიტა ქულების ფლანგვა
ბუსმა გალსატან მატჩში რომ შემოვიდა, რა ცუდი სტატისტიკა დაუგროვებია, სასწრაფოდ უნდა გააუმჯობესოს

იქითა წელსაც უნდა იყოს ეს გუნდში
იქითა სეზონში ეს, ბუსკეცი და ალბა ძაან დაგვჭირდება, ოღონდ მერე სკამის გასაძლიერებლად უნდა გამოიყენოს ესენი ჩავიმ. ბუსკეცს ვერ უხერხებენ ვერაფერს მარა ჩავი რაღაცას გაჩარხავს