Sport-ის ინფორმაციით, კლუბში ვერ თანხმდებიან, ნეტუს შემცვლელად ინიაკი პენია დააბრუნონ თუ ახალი მეკარე შეიძინონ.
“ლა მასიელმა” პენიამ გუშინ “ბარსას” წინააღმდეგ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, თუმცა, თავის მხრივ, ლუიშ მაშიმიანუსაც აკვირდება (“გრანადა”), რომელსაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი სეივი აქვს და ძვირიც არ ღირს.
მიუხედავად ამისა, წყაროს ცნობით, თუ პენია ასე თამაშს გააგრძელებს, “ბარსაში” დარჩენის დიდი შანსი ექნება.
რაც შეეხება ნეტუს – თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბრაზილიელი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.
ნეტუ მერამდენე წელია მიდის, მაგრამ ვერაფრით ვერ წავიდა.
ეს პენია ჩვენია და მშვენივრადაც თამაშობს, რატომ ეძებენ ზედმეტ თავისტკივილს, თუ ასეთი მაგარია ის გრანადას მეკარეც მოიყვანონ და შტეგენს მრიცხველი ჩაურთონ. აღარ არის ეგ ხელშეუხებელი. ბევრ თამაშებს ვუყურებ და მაგის სეივებზე არა ნაკლებს აკეთებენ სხვა გუნდის მეკარეები და არც იმდენ შეცდომას არ უშვებენ(ნუ დონარუმას არ ეხება, ეგ არასდროს არც მომწონდა)
გუშინ რასაც ვუყურე, უშეცდომო იყო და რეაქციაც მშვენიერი აქვს, სეივებიც სასწაული
არც ვალდესი იყო ტოპ მეკარე მაგრამ ბარსას ლეგენდაა. ბარსას უკანა ხაზში თამაში (დაცვაც და მეკარეც) ურთულესია და სულ სხვა მოთხოვნები და კრიტერიუმები გვაქვს. ამიტომ ჯობია საკუთარ აღზრდილებს შანსი მივცეთ
ფასს გააჩნია თორე ეგ მაშიმილიანუ მალე ევროპის ერთ ერთი უძლიერესი მეკარე გახდება, ძალიან მაგარია, თუ იაფად ჩავიგდებთ ხელში, მაგალითად ნეტოს რამდენადაც გავყიდით მაგ ფასად, ღირს ნამდვილად. პენია კიდე სად წავა, გავუშვათ იჯარით მანამდე კიდე, ლა ლიგის რომელიმე კარგ გუნდში სადაც კონკურენციის მოგება გაუადვილდება. მაშიმილიანუს თუ გაუმართლა და შტეგენმა ტრავმა მიიღო, ანუ სათამაშო დრო მიეცა ნამდვილად კარგად იდგება და ფასიც მოემატება. სამომავლოდ შეიძლება მაღალ ფასად გაყიდვა. მარა თუ ძვირი დაჯდება რა თქმა უნდა პენიას დაბრუნება ჯობს. ისე გული მიგრძნობს განმეორებით თამაშში ამოიტენება 😀 თან მუსლერა დაუბრუნდა გალას, კაპიტანია და მგონი მალე ამოაგდებენ პენიას. მთავარია შეცდომები არ დაუშვას
პენია ჯობია ალბათ ფულის ხარჯვას