
კატალონიურ სპორტული სიახლეების საიტ Sport-თან “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა პედრო როდრიგესმა ახსნა, თუ რატომ აიღო მან ესპანეთის ნაკრებში 2 ნომრიანი მაისური, რომელიც ტრადიციულად მცველებს აცვიათ. კლუბის ახლაწვეულებს არბელოას და ალბიოლსაც ჰქონდათ ასრჩევი თავისი ნომრები ახალ გუნდში, მათ შესაბამისად აირჩიეს 19 და 18 ნომრიანი მაისურები, ხოლო პედროსა და ნახევარმცველ ხავი მერტინესს შორის გასანაწილებელი მხოლოდ 2 და 20 ნომრიანი მაისურები დარჩა.
პედრომ განაცხადა:
“მე და ხავი მარტინესს უნდა აგვერჩია მაისურები, რადგან ჩვენ ვიყავით ბოლო ახალწვეული ფეხბურთელები ესპანეთის ნაკრებში, ჩვენი მაისურების ასარჩევად ბედს მივენდეთ და მცირე გათამაშება მოვაწყვეთ ნომრის ასარჩევად, რადგან არცერთ ჩვენგანს არ გვსურდა მცველის ნომრით ასპარეზობა, მას გაუმართლა და საბოლოოდ მე შემხვდა 2 ნომერი, რომელიც უნდა მეცვას მსოფლიო ჩემპიონატზე.”
პედრო აგრეთვე შეეხო ნაკრების ახალწვეულებს: “როდესაც ჩვენ ნაკრებში მოვედით, ფეხბურთელებმა ძალიან კარგად მიგვიღეს, რის გამოც მოხარული ვარ.”
ახლა პედროს უხდება შეეგუოს ახალ ფეხბურთელებს და ახალ საფეხბურთო სტილს, რომელიც ძალიან ახლოსაა “ბარსელონას” თამაშის სტილთან: “ძალიან კარგად ჩატარებული სეზონის შემდეგ აქ მოხვედრა შესანიშნავია, შენ შეგუება გიხდება ახალ ფეხბურთელებთან, სწავლობ მათგან და იღებ დარიგებებს”
“ძალიან დიდი მოკრძალება და პატივისცემა მაქვს გუნდის მიმართ, რადგან აქ არიან ფეხბურთელები, რომლებთანაც არასოდეს მითამაშია, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აქ ბევრი ფეხბურთელია ჩემი კლუბიდან და ამის გამო თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.”



