კატალონიის “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა და ყოფილმა გოლკპიერმა ანდონი სუბისარეტამ ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რაც “ბლაუგრანას” წარმატების საწინდარია.
ბარსელონაში დაბრუნებამდე ანდონი სუბისარეტამ ნიცას აეროპორტში განაცხადა, რომ სუპერ თასის მოგების შემდეგ, გუნდი განაგრძობს ზრდას, რადგან “ჩვენ ვმუშაობთ საგოლე მომენტებზე. ვიცით, რომ ეს ტიტულები მძიმე შრომის, პატივისცემისა (მოწინააღმდეგის მიმართ) და სიმშვიდის შედეგია.” ანდონიმ დაამატა, რომ არსებობს კიდევ სხვა ფაქტორები როგორიცაა ” ფეხბურთელების ხასიათი, მწვრთნელი და მისი დამხმარეები, ძალა, რომელიც ახალი გამოწვევებისკენ მიიღწვის.”
პარასკევს ნაჩვენები შესანიშნავი მატჩის შემდეგ სუბისარეტამ განიზრახა ყველაფერისთვის ნათელი მოეფინა: ” ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვყავს ასეთი გუნდი და სამწვრთნელო შტაბი. პეპის მუშაობა და მისი ფეხბურთელების ვარჯიში იმდენად მაღალ ხარისხშია, რომ უნიკალურებად გვევლინებიან.” მან ასევე ხაზი გაუსვა გუნდის იმ შესაძლებლობას, რაც აძლევს ფეხბურთელებს საშუალებას განჭვრიტონ მომავალი და ეძებონ ახალი გამოწვევები.
ლეო მესის გოლი, რომელმაც სუპერ თასის მატჩში გუნდი დააწინაურა, აღმოჩნდა ბოლო გამოწვევა მესისთვის, რადგან არგენტინელს ამ ტურნირზე გოლი აქამდე არ გაეტანა. სპორტულმა დირექტორმა არ იცოდა ეს ფაქტი, რომელმაც დაინახა, რომ დაცვა გუნდის ერთერთი წარმატების გასაღებია : ” გოლი წარმოიშვა გუნდის ერთად მუშაობით, გამძლეობითა და დაცვაში მუშაობით. მათ განახორციელეს პრესინგი მეტოქის საჯარიმოსთან, რასაც შემდეგ მეტოქის შეცდომა და ლეო მესის შესანიშნავი გოლი მოჰყვა.”
