10 მარტს, ევროპა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში, “ბარსელონა” “გალათასარაის” დაუპირისპირდება.
Sport-ის ინფრომაციით, “ბარსას” ყოფილი და “გალათასარაის” ამჟამინდელი ფეხბურთელი, არდა თურანი “კამპ ნოუზე” კატალონიური კლუბის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
გავრცელებული ცნობებით, თურქი შემტევი ნახევარმცველი ინდივიდუალურად ვარჯიშს განაგრძობს, თუმცა, მან “გალათასარაის” ბოლო 4 შეხვედრა გამოტოვა, რადგან ფორმაში არ იმყოფება. სეზონის ბოლოს, არდამ, შესაძლოა, საერთოდ საფეხბურთო კარიერაც დაასრულოს.
თურანი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში 2015-20 წლებში ირიცხებოდა, თუმცა, “ბლაუგრანას” მაისურით მას 2018 წლის შემდეგ არ უთამაშია, რადგან 2018-20 წლებში “ბაშაქშეჰირში” იყო განათხოვრებული, იჯარის დასრულების შემდეგ კი პირდაპირ “გალათასარაიში” გადაბარგდა.
“ბარსელონაში” არდას მონაგარი ასეთია: 55 მატჩი, 15 გოლი და 11 ასისტი.
აუ ითამაშორ რააა 😂😂😂
არ აქვს ცუდი სტატისტიკა😁❤️
აუ რა ჩაკუპატებულია ტიპი🤣🤣, ალბათ საქართველოში ჩამოდიოდა და სახინკლეში დაძვრებოდა🤣🤣🤣, რაარი რა უფორმოა ტიპი, საერთოდ არ ჰგავს სპორტსმენს, ამ ფოტოში კარგად არ ჩანს მაგრამ სხვა რაკურსით რომ ნახავთ დიდი ღიპი ადევს
აი ამის ჟილკა მაგრად მევასებოდა (ატლეში რათქმაუნდა) ტიპმა მსაჯს ბუცი ესროლა 😂
უჰ ამოვისუნთქე
"ბარსელონაში" არდას მონაგარი ასეთია: 55 მატჩი, 15 გოლი და 11 ასისტი.
რას ერჩით? მშვენიერი შედეგია ნახევარმცველისთვის. რეალის გაპიარებულ ბომბდამშენს თუ გამანადგურებულს ვინისიუსს 100 თამაშში 20 გოლი ქონია გატანილი და ამით ამაყობდა ჰალას ადმინი თუ მწერალი არც ვიცი რა ქვია. ჰალას აზრით ეს მშვენიერი შედეგია თავდამსხმელისთვის, არდას რო კიდევ 45 თამაში ჩაეტარებინა და გინდაც 10 გოლი გაეტანა უკვე რეალის მსოფლიო დონის თავდამსხმელზე უკეთესი შედეგი ექნებოდა, თუმცა ამ 55 თამაშშიც ჩანს უპირატესობა.