“ბარსელონა ბ-ს” მთავარი მწვრთნელის, სერჟი ბარჟუანის პოზიციები საგრძნობლად შეირყა. გუნდმა ბოლო 15 თამაშიდან მხოლოდ 3 წააგო და გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს. არასახარბიელო შედეგებს გასახდელში შექმნილი დაძაბული ვითარებაც ემატება.
ბარჟუანი ფეხბურთელების ღია კრიტიკას არ ერიდება. Sport-ის ცნობით, ესპანელი განსაკუთრებით გაბრაზებული “ჟიმნასტიკთან” მარცხის (0-2) შემდეგ იყო. ერთი მხრივ, მოთამაშეებს კრიტიკის ესმით, თუმცა მეორე მხრივ, თავს არაკომფორტულად გრძნობენ.
Mundo Deportivo იტყობინება, რომ ხელმძღვანელობას ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ სურს, თუმცა მიმდინარე კვირაში მწვრთნელის მომავალი გადაიხედება. წყაროს თანახმად, კლუბში 50 წლის სპეციალისტს შექმნილი ვითარების მსხვერპლად განიხილავენ – გარდა იმისა, რომ მას ბევრი მოთამაშე გამოაკლდა (ბევრი მათგანი პირველ გუნდში დაწინაურდა), იგი გარკვეული ხნით გუნდის დინამიკას საერთოდ მოწყდა, როდესაც რონალდ კუმანის გაშვების შემდეგ “ბარსას” დროებით თავკაცად დაინიშნა.
ასეა თუ ისე, მთავარი მწვრთნელის გათავისუფლებამ, შესაძლოა, მეორე გუნდის სიტუაცია შეცვალოს. MD-ის ცნობით, ბარჟუანის შემცვლელად ალბერ კაპელიასი განიხილება, რომელიც “ბლაუგრანას” სასკოლო აკადემიის ხელმძღვანელის ასისტენტია.
ბარჟუანის გაშვება რამდენიმე კვირის წინაც განიხილებოდა, თუმცა მაშინ ხელმძღვანელობამ მისთვის შანსის მიცემა არჩია.




დააცადეთ, ჯერ გავარდეს ქვედა დივიზიონში და მერე იფიქრეთ.
"ბარსელონა ბ-ს" მთავარი მწვრთნელის, სერჟი ბარჟუანის პოზიციები საგრძნობლად შეირყა. გუნდმა ბოლო 15 თამაშიდან მხოლოდ 3 წააგო და გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს.
3 წააგო თუ მხოლოდ 3 მოიგო? რაღაც გაურკვევლობაა.
დიდი ხანია გასაშვებია, ტიპი აზრზე არაა , აუცილებლად ისეთი ვინმეა საჭირო ბ გუნდში ვინც ჩავის მსგავსად ბარსას ფილოსოფია იცის.
3 თამაშის მოგება 15 იდან მართლაც საშინელებაა, აშკარად გასაშვებია, მაგრამ მწვრთნელი უნდა მოიყვანონ და არა დირექტორი ან მოადგილე ვინმესი😐
ვიღაცა აღმასრულებელ დირექტორებს და მათ მოადგილეებს მწვრთნელად რა უნდათ მგონი ბურთი არ უთამაშიათ ბავშვობაში. ბარემ კრუიფის ნაწკრეტი დანიშნეთ ყველგან გყავდათ გათხრილი მაინც და იქნებ მანდაც მოსინჯოთ ხო მწვრთნელობდა სადღაც
ეს გააგდონ ! გუნდი ვერ პროგრესირებს ! 2022წელს 1თამაში მოიგო! ვინმე კარგია საჭირო ! რო დაეხმაროს ჩავის !
მაგარი სი*რია, პიმიენტა ათასჯერ სჯობდა. ვაბშე რატომ გაუშვეს.
საშინელი მწვრთნელია აშკარად, ჯობია გაუშვან ახლავე,მერე დროებით ვინმე სხვა დანიშნონ და თუ ინი დაამთავრებს კარიერას ჩააბარონ დონ ანდესიტოს, როგორც თვითონ თქვა მწვრთნელობა უნსა და დასაწყისისთვის კარგი იქნებოდა აქ, მერე კი თუ წარმატებას მიაღწევს უკვე დიდ გუნდებსაც ჩაიბარებს
რაღაცა შეცდომაა, თუ 15 თამაშიდან მხოლოდ 3 წააგო? და ამიტომ? თუ 15 თამაშიდან 3 მოიგო და დანარჩენი წააგო?
15 თამაშიდან 3 თუ წააგო, ლიგაზე უნდა გადიოდნენ ახლა. რაის მწვრთნელის გაშვება, მედლები კისერზე ყველას!
კაი რა კაპელიასი, ტიპს აქვვს თანამდებობა გუნდში და რა მწვრთნელობა, ბერჟუანი კიდე შესაძლოა კი არა 100 % ით მოსახსნელია. სამომავლოდ ინის დანიშვნა კარგი იქნებოდა მარა ამ ეტაპზე გვინდა ვინმე. ერთის მხრივ გუნდში არიან კარგი ბიჭები, კომასი, პერეირა, ჟუტგლა,მარმოლი, აბდე ბლანკო. პროსტა 0 ია მაგათი სარგებელი და პროგრესი. არ უნდა დათრგუნო ამ ასაკში ფეხბურთელი. შესაცვლელია სერხი