კატალონიის “ბარსელონას” მოთამაშემ, ბოიან კრკიჩმა ეს სეზონი ნორმალურად ჩაატარა და შეძლო რვა გოლის გატანა 22 თამაშში. მან პრესასთან ისაუბრა თავდასხმაში კონკურენციაზე.
“რა თქმა უნდა ვილიას ყიდვამ კიდევ უფრო გაამწვავა ბრძოლა თავდასხმაში. მე ყველანაირად შევეცდები, რომ პირველ თერთმეტეულში მოვხვდე. საბოლოოდ ყველაფერი მაინც გვარდიოლას გადასაწყვეტი იქნება”.
ბოიანმა ლა ლიგის ბოლო 9 ტურში ითამაშა და გუნდს საკმაოდ დაეხმარა. მან გაიტანა ექვსი გოლი. ეს ყველაფერი კი უფრო ამწვავებს ბრძოლას თავდასხმაში “ბარსელონას” მოთამაშეებს შორის.
წყარო: barca.ru